ვკვდები როგორც ქვეყანა

  • რეჟისორი: მიხეილ ჩარკვიანი
  • თეატრი:ვასო აბაშიძის სახელობის “ახალი თეატრი”
  • მასპინძელი თეატრი :თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრი
  • თარიღი:
    • 26 სექტემბერი - 19:00 სთ,

დიმიტრის დიმიტრიადისი 

რეჟისორი: მიხეილ ჩარკვიანი 

სცენოგრაფია: მიხეილ ჩარკვიანი 

კოსტიუმების მხატვარი: ანანო მოსიძე 

კომპოზიტორი: ერეკლე გეწაძე 

რეჟისორის თანაშემწე: ეკატერინე გაბაშვილი 

 

მონაწილეობენ: 

მარინა ჯოხაძე, კახა კინწურაშვილი, ეკატერინე დემეტრაძე, ბაია კერესელიძე , ქეთი ჯავახიშვილი, მაშო მაყაშვილი

გივიკო ბარათაშვილი, ანდრო ჭიჭინაძე , თორნიკე ლაზაშვილი, ლუკა ჯაფარიძე 

 

სპექტაკლის შესახებ:

ზოგჯერ სიკვდილის პროცესი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე სიცოცხლე. მან შესაძლოა საუკუნეები და ათასწლეულებიც კი გასტანოს. რა ხდება მაშინ, როდესაც სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე არა ერთი და ორი ადამიანი, არამედ მთელა ქვეყანა იმყოფება? რამ შეიძლება მიიყვანოს ერი სრულ ფიზიკურ და მენტალურ განადგურებამდე? ცნობილი ბერძენი მწერლის, დიმიტრის დიმიტრიადისის, 1978 წელს შექმნილი, მცირე რომანი „ვკვდები როგორც ქვეყანა” სწორედ ხანგრძლივი სიკვდილის პროცესში მყოფი ერის ამბავს გვიყვება. ტექსტი, თანამედროვე საქართველოს და მისი პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში, ორმაგად საინტერესოა. შემოქმედებითი ჯგუფი სამუშაო პროცესში ჩიხში აღმოჩენილი ქვეყნის ბედს აკვირდება და მაყურებელთან ახალი დისკუსიის შექმნას ცდილობს. სპექტაკლში გამოყენებულია ციტატა 2018 წელს, ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრ “ღია სივრცეში” დადგმული, მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლიდან “პასპორტი” – ტექსტის ავტორი – ანდრო დადიანი. 

 

ხანგრძლოვობა: 110 წუთი, შესვენების გარეშე

 

 

 

 

 

 

1926 წელს დაარსდა თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო თეატრი და მრავალი ათეული წლის განმავლობაში მისი რეპერტუარი შედგებოდა მხოლოდ მუსიკალური კომედიებისგან. აქ მოღვაწეობდა მრავალი ცნობილი ქართველი რეჟისორი, მსახიობი, კომპოზიტორი, დრამატურგი, მხატვარი, ქორეოგრაფი, რომლებმაც განუყოფელი როლი ითამაშეს საქართველოს თეატრისა და მუსიკალური კულტურის განვითარებაში. 2004 წელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა 90-იანი წლების თაობის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი დავით დოიაშვილი. თეატრის რეპერტუარი საგრძნობლად გაფართოვდა მისი დაარსების დღიდან და ახლა შედგება ჟანრების ექსპერიმენტული შერწყმისგან, მათ შორისაა დრამა, ოპერა, მუსიკალური კომედია, მუსიკალური დრამა, ქორეოგრაფიული და ლიტერატურული წარმოდგენები.2004 წლიდან დოიაშვილი გახდა თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელმაც თეატრს მისცა ექსპერიმენტების კეთების საშუალება, ახალი პროგრესული იდეების გამოხატვა და ქართული თეატრის ახალ დონეზე აყვანა. თეატრებს შორის ყველაზე პოპულარული წარმოდგენებია შექსპირის “მაკბეტი”, შექსპირის “(შუა)ზაფხულის ღამის სიზმარი” , მ. გორკის “ფსკერზე”, ედმონ როსტანის “სირანო დე ბერჟერაკი”, მაკდონაჰის “ბალიშის კაცუნა”, მოლიერის “ტარტუფი”. სლავომირ მროზეკის “სახლი საზღვარზე”, გიორგი ერისთავის “გაყრა”, პ.მერიმეს კარმენი (ქორეოდრამა) ა. ჩეხოვის “სამი და” (ქორეოდრამა), აკუტაგავა რიუნოსკეს “ცხოვრება იდიოტისა”, ანტონ ჩეხოვის “თოლია”, შექსპირის “მეფე ლირი”. როგორც ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და წარმატებული თეატრი საქართველოში, მას მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო და პრიზი და აგრძელებს იმპულსს არა მხოლოდ პოპულარობით, არამედ საერთაშორისო აღიარებითა და პრესტიჟითაც.

 ჩვენი თეატრისთვის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი 2021 წლიდან დაიწყო.

 2021 წელს მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი ახალ შენობაში გადავიდა და ფუნქციონირება დაიწყო ახალი ბრენდის სახელწოდებით „NEW THEATER“. ახალი თეატრი ახლა მრავალფუნქციური თანამედროვე კულტურული სივრცეა განახლებულ ისტორიულ სივრცეში. 

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი : დავით დოიაშვილი

თეატრის დირექტორი : დავით დოიაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: +995595740141 Newtheatrege@gmail.com  

 

 

 

 

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved