ფესტივალის ფაქტები მოკლედ ასეთია
ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ თბილისის მერის ინიციატივით.
2009 წელს ფესტივალს ორი მთავარი მიმართულება ჰქონდა: საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამა.
2010 წელს ფესტივალს დაემატა საფესტივალო კლუბი.
2011 წელს ფესტივალს დაემატა პროგრამა "NEW".
2013 წელს ფესტივალს გაუჩნდა სლოგანი „რეალობის ნატიფი გრძნობით“.
2009 წლიდან დღემდე ფესტივალი თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოში და საზღვარგარეთ.
2011 წელს ფესტივალი საერთაშორისო ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა ხმის უფლებით; წევრი იმ ოჯახისა, რომელიც 60 წელზე მეტი ხნის წარმატებულ ისტორიას, ითვლის; ამ პრესტიჟული ოჯახის წევრები ედინბურგისა და ავინიონის ფესტივალებია, ვენეციის ბიენალე , ისრაელის ფესტივალი, ბერლინერფესტშპილე და ასე შემდეგ.
2015 წელს ფესტივალმა დატოვა ასოციაცია საკუთარი ინიციატივით.
2017 წელს ფესტივალს მიენიჭა EFFE ლეიბლი.
2017 წელს ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის პრემიის ლარეატი გახდა .
2017 წელს ფესტივალი პირველ თანამშრომლობით პროექტს ახორციელებს ქართველ და გერმანელ მუსიკოსებთან ერთად
2020 წელს პანდემია დაიწყო და ფესტივალმა ონლაინ წარმოადგინე სხვადასხვა წლის სხვადასხვა სპექტაკლი
2021 წელს პანდემიის მიუხედავად მაინც ჩატარდა საერტაშრისო პროგრამა შემცირებული ვარიანტით
2022 წელს ფესტივალი ევროპული ტეატრების კონვენციის წევრი გახდა.
ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია ჟანრობრივად. ფესტივალის სოციალური პასუხისმგებლობა მაღალია.
ფესტივალი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც შშმ პირების მონაწილეობით უმასპინძლა სპექტაკლს - 2012 წელს და ამ მიმართულებით წარმატებული პროექტები განახორციელა ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივითა და დახმარებით .
13 წლის განმავლობაში ჩვენ წარვადგინეთ:
· საერთაშორისო პროგრამის - 200 სპექტაკლი
· ქართული სპექტაკლების პროგრამა - 385 სპექტაკლი
· სტუმრების რაოდენობა ქართული სპექტაკლების პროგრამაზე: 520
· საერთაშორისო პრესა: გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიტვა, ესტონეთი, ტაივანი, ირანი, ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი.
· მაყურებელთა რაოდენობა 72 500
თბილისის ფესტივალმა უმასპინძლა კომპანიებს შემდეგი ქვეყნებიდან:
იტალია, გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვედეთი, ირანი, კორეა, ლიტვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ტაივანი, ფინეთი, ესტონეთი, სომხეთი, იაპონია, ინდოეთი, უკრაინა , აშშ, კანადა, მალაიზია, შვეიცარია, არგენტინა,რუსეი
ყოველ სექტემბერს ფესტივალი მსოფლიო თეატრის და კულტურის ყველაზე მნიშვნელოვან ლიდერებს და მათ კომპანიებს მასპინძლობს:
ჯორჯო სტრელერი, ეიმუნტას ნეკროშუსი, რობერტ ლეპაჟი, ფილიპ ჟანტი, ბეჰრუზ გარიბპური, მაია კლეჩევსკა, ოსკარას კორშუნოვასი, სილვიუ პურკარეტე, ალვის ჰერმანისი, ქშიშტოფ ვარლიკოვსკი, ტომას ოსტერმაიერი, ტადაში სუძუკი, პიპო დელ ბონო, სლავა პოლუნინი, ჯონ მალკოვიჩი, აკრამ ხანი, თაიგერ ლილიზ, ამიტ ლაჰავი, ადიტი მანგალდასი, მიხეილ ბარიშნიკოვი, იან ფაბრი, ჯეიმს ტიერე - ეს ის სახელებია, რომელთა მასპინძლობა ყველა ქალაქისათვის უდიდესი პრესტიჟი , რეკლამა და მომავალ თაობებზე ორიენტირებული მოვლენაა.
თუმცა ამ მოკლე მშრალი ფაქტების უკან უამრავი ამბავია, რომელიც ისტორიის ნაწილი გახდა და საინტერესოცაა
2010 და 2011 წელი - რამდენჯერმე დაგვჭირდა პატრულის გამოძახება მარჯანიშვილის, გრიბოედოვის და რუსთაველის თეატრში. მაყურებელს, განსაკუთრებით სტუდენტებს დარბაზში შესვლა უნდოდათ სპექტაკლების სანახავად- მათ, ვისაც ბილეთი აღარ შეხვდა. დასადგომი ადგილიც არ იყო და ისე მიაწვნენ კარებს , შეგვეშინდა შუშები არ ჩამტვრეულიყო და არ დაზიანებულიყვნენ. პატრული მოგვეხმარა, ოღონდ გაოგნებული - რატომ უშვებთო.
სხვათაშორის, ამ ქაოსის მერე, სტუდენტები ყოველთვის იცდიან სანამ კარში ბილეთიანი მაყურებელი შევა და მერე ნელ-ნელა ვუშვებთ. არასდროს გვქონია პრობლემა და ყოველთვის ვუშვებთ - სხვედან იატაკზე, დგანან და განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნიან.
2009 წელი - წარმოიდგინეთ, რომ კატალოგი ფესტივალის დასრულების მერე გამოვიდა. კატალოგი უკვე საჭირო არ იყო იმდენად დაგვიანდა. ეს პირველი წელი იყო და მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, ორგანიზებაში უამრავი პრობლემა გვქონდა. ეს იყო მთავარი გამოცდილების წელი. ყველაზე ძვირფასი და ტკბილი მოგონება. ამ წელს და ეს ერთადერთი წელი იყო, როცა სტუმარი ისე ჩამოვიდა და შესახლდა სასტუმროში, გავაცდინეთ, ვერ დავხდით დრო აგვერია .
2012 წელს ფესტივალი არჩევნებს დაემთხვა. გარეთ მრავალათასიანი მიტნგები იმართებოდა, ტრანსპორტი გადატვირტული იყო და დიდი საცობები იყო; რთული სიტუაცია და ძალიან დაძაბული ატმოსფერო; ფესტივალი ისე ჩტარდა, მაყურებელი არ დაგვკლებია - მოდიოდნენ დაგვიანებით, მიტინგებიდან, სახლიდან, სამსახურიდან; რთულად , ზოგი ცუდ ხასიათზე, ზოგი კარგზე, მაგრამ მაინც მოდიოდნენ !
ერთხელაც სპექტაკლის დეკორაცია არ ჩამოვიდა. საერთოდ არ ჩამოვიდა. ერთხელაც - დააგვიანა; ერთხელაც ტვრითი თბილისში დაიკარგა;
2009 წელს როდესაც ფესტივალს ვიწყებდით, არც წარმოგვედგინა რომ მის განვითარებას ბევრად განსაზღვრავდა არა მარტო თეატრალური ხელოვნების ტენდენციები და მიმართულებები მსოფლიოში, არამედ მაყურებელი. მაყურებელი, რომელიც წინაა ყოველთვის, ვიდრე ჩვენ; რომელიც სიახლეს არა მარტო შეეჩვია, არამედ მოითხოვს კიდეც; მაყურებელი, რომლის მადლიერი ვართ!
არ წარმოგვედგინა რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლებოდა ის გამხდარიყო ჩვენთვის და მაყურებლისთვის ;
ეიმუნტას ნეკროშიუსმა უსურვა ფესტივალს ის რაც შეიძლება ბევრი წლის გახდესო, ვუსურვებ დაბერდესო! ნეტა მისი სურვილი ახდეს და როდესმე ფესტივალს ბევრი წელი მივულოცოთ - 60 თუნდაც ან მეტი! ნეტა როგორი იქნება საქართველო მაშინ!