ქართული სპექტაკლების პროგრამა „Georgian Showcase” თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან ერთად 2009 წელს დაარსდა  და მის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს .  ქართული სპექტაკლების პროგრამა ყოველ წელს ცხადდება და ქართული თანამედროვე თეატრის პოპულარიზაციას ემსახურება.

ყოველ წელს ფესტივალი წარმოადგენს ქართული თეატრის ახალ სპექტაკლებს, რომელსაც ესწრება ფესტივალის დირექტორები, კრიტიკოსები, ჟურნალისტები, კურატორები,  თეატრების ხელმძღვანელები ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებიდან. 14 წლის განმავლობაში საერთაშორისო სტუმრების რაოდენობა 800-ს აღემატება, წარმოდგენილი  გვაქვს 400-მდე  ქართული სპექტაკლი  თბილისიდან და რეგიონებიდან.

Georgian ShowCase - მა დაიმკვიდრა თავი საერთაშორისო რუქაზე; რის შედეგადაც ქართველ რეჟისორებს მსოფლიოს საერთაშორისო სახელოვნებო ცენტრები იწვევენ სპექტაკლების დასადგმელად, ხოლო ქართული სპექტაკლების საგასტროლო ჩამონათვალი წლიდან წლამდე იზრდება და მოიცავს თითქმის ყველა კონტინენტს;  იქმნება კოპროდუქციები, გაცვლითი პროექტები;  

ქართული თეატრის  შესახებ წლების განმავლობაში ბევრი დაიწერა საერთაშორისო პრესაშიც. ქართველი მაყურებლისა და კრიტიკოსებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია შოუქეისის პროგრამა, რადგან ერთიანად სეზონის სრულ იმიჯს ქმნის.

პროგრამა 4-5 დღეს მოიცავს, საკმაოდ დატვირთული გრაფიკით და ყოველ წელს   60-ზე მეტ სტუმარს ვმასპინძლობთ,  სპექტაკლებთან ერთად  იმართება „დილის შეხვედრები“   სადაც თეატრები და კომპანიები წარადგენენ თავის პროდუქციას, ეცნობიან სტუმრებს იწყება დისკუსია და შესაძლებლობების განხილვა.

რით არის მიმზიდველი და მნიშვნელოვანი ქართული სპექტაკლების პროგრამა? რა ძირითადი მიმართულებები და ტენდეციებია დღეს ქართულ თეატრში?  დრამატურგიული ნაწარმოებების მრავალფეროვნება: ქართული და უცხოური თანამედროვე პიესები; სპექტაკლები შექმნილი სხვადასხვა თანამდროვე სათეატრო ფორმით: სინთეზური თეატრი;  შერეული ტიპის წარმოდგენები: მარიონეტები, მსახიობები; თითების თეატრი; ფიზიკური, მოძრაობის და ნეოკლასიკური საბალეტო ფორმის თეატრი; საბავშვო თოჯინური, მარიონეტების თეატრი; დოკუმენტურ მხატვრული ვერბატინი; სპეტქკლ-პერფორმანსები ;უმაღლესი სამსახიობო პროფესიონალიზმით გამორჩეული სპექტაკლები; კლასიკოსი და თანამედროვე დრამადურგების, ორიგინალური თუ გადამუშავებული ვერსიები;

ქართული სპექტაკლების პროგრამა ერთეულ შოუქეისებს შორის იყო მისი ჩამოყალიბების პერიოდში, თუმცა ეხლა უკვე ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ასეთი პროგრამები -  შოუქეისი შესანიშნავი შესაძლებლობაა თეატრის წარდგნის ჩვენთვის, ხოლო მსოფლიო თეატრალური სივრცისათვის -  მომავალი პროექტების დაგეგმვისა და ახალი აღმოჩენების.

აღმოჩნდა ისიც, რომ სწორედ თბილისი, ქართული სპექტაკლების პროგრამა გახდა თეატრალების ახალი არაფორმალური  ქსელის სულის ჩამდგმელი -  აქ ადამიანები იკრიბებიან, ხვდებიან ერთმანეთს და ახალ ურთიერთობებს აწყობენ. შოუქეისი ახალი იდეების ცენტრიც გახდა.

მსოფლიო კულტურული რუკა მუდმივად იცვლება და ჩვენ უნდა ამ პროცესის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ.

 

“…The festival gives promise of developing into a major event in

the European festival calendar.”

Jan Herbert | International Association of Theatre Critics

 

Georgian Showcase არამარტო ქართული თეატრს აცნობს სტუმრებს მსოფლიოდან , არამედ თეატრის - კულტურის - მეშვეობით აცნობს ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს. საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება და,  როგორც წესი, ჩვენი სტუმრები სხვა მიმართულებებითაც ინტერსდებიან.

 

 

© 2024 All Rights Reserved