პათეტიკური მონოლოგები
- რეჟისორი: ილია ქორქაშვილი
- თეატრი:თეატრალური კომპანია „ჰარაკი"
- მასპინძელი თეატრი :თეატრალური კომპანია „ჰარაკი“
- თარიღი:
- 24 სექტემბერი - 17:00 სთ,
ავტორი - თემო რეხვიაშვილი
რეჟისორი - ილია ქორქაშვილი
სცენოგრაფია ქეთი ნადიბაიძე
კოსტიუმების მხატვარი ქეთი ნადიბაიძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება დავით ხორბალაძე
რეჟისორის თანაშემწე თემო რეხვიაშვილი
პროდიუსერი მარიამ პაიჭაძე, ლიზი ტყეშელაშვილი
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ვანო თარხნიშვილი, ბექა ხაჩიძე, გიორგი რაზმაძე, ნატალია გაბისონია, სოფიკო გვიმრაძე, გვანცა ენუქიძე, ლაშა-გიორგი ლაშხი
სპექტაკლის შესახებ:
პიესა „პათეტიკური მონოლოგები“ ახალგაზრდა მწერლის, დრამატურგისა და მსახიობის, თეიმურაზ რეხვიაშვილის პიესაა, რომლის მოქმედებაც თავად თეატრში, ყველასთვის საკმაოდ ნაცნობი სცენარით ვითარდება. გარდაცვლილი მსახიობის პანაშვიდზე თეატრში მოსული მისი კოლეგები სიტყვით გამოდიან, სცენაზე თამაშდება სცენები სპექტაკლებიდან, აჩვენებენ ფილმებს გარდაცვლილის მონაწილეობით. წარმოთქმული მონოლოგების სახით ჩვენ თვალწინ იშლება როგორც მთავარი მოქმედი გმირის, გარდაცვლილი მსახიობის, არჩილ ქიაჩელის, ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი ადამიანური წუხილები და პრობლემები, ასევე ქართული თეატრალური სამყაროც. ავტორი თავისთვის ჩვეული იუმორითა და ენამახვილობით შეზავებული თხრობის სტილით ცდილობს დაგვანახოს კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანის განცდები, ფიქრები და ყოველდღიურობა, მოხაზოს ის ყოფითი, სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც დღესდღეობით ჩვენ გარშემო არსებობს.
ხანგრძლოვობა 180 წუთი, ერთი შესვენებით
“ჰარაკი” თეატრალური კომპანიაა, რომელიც 2019 წელს დაარსდა. გუნდის მთავარი სამუშაო პრინციპი ფორმის კვლევაა, გულახდილი დიალოგი და კოლაბორაცია. დასი შედგება მუდმივი ცხრა წევრისგან - დრამატურგი, რეჟისორი, მენეჯერი და ექვსი მსახიობი - და ყველა ნამუშევარი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად იქმნება. ჰარაკი ასევე მასპინძლობს სხვა სადადგმო გუნდებსაც, რომელთა ხედვა ემთხვევა ჰარაკისას, და ცდილობს არ შემოიფარგლოს მხოლოდ თეატრის საქმიანობით არამედ იყოს ღია, აქტიური და კრიტიკული კულტურული სივრცე ქალაქში.
გუნდის მიზანია ჩაებას პროცესში, და ამ პროცესის შედეგად შექმნას ნამუშევარი, რომელიც თვითშემეცნებას და საზოგადოებასთან ახალი შეხების წერტილების პოვნას ემსახურება. ფიზიკურად თეატრი 2021 წლის 15 მაისს ღვინის ქარხანაში, პეტრიაშვილის #1-ში გაიხსნა. თეატრი თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც საკუთარი სახსრებით და ენთუზიაზმით საზრდოობს.
სამხატვრო ხელმძღვანელი : სანდრო კალანდაძე
თეატრის დირექტორი: მარიამ მეგვინიტე,
E-MAIL - theatrecompanyharaki@gmail.com
TEL +995 555101768