მედეა

  • რეჟისორი: კოტე ფურცელაძე
  • თეატრი:ვასო აბაშიძის სახელობის “ახალი თეატრი”
  • მასპინძელი თეატრი :თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრი
  • თარიღი:
    • 28 სექტემბერი - 19:00 სთ,

ბერძნული მითების და ევრიპიდეს „ მედეას” მიხედვით

რეჟისორი: კოტე ფურცელაძე 

სცენოგრაფია : გიორგი უსტიაშვილი 

კოსტიუმების მხატვარი: ანანო მოსიძე 

ქორეოგრაფი: კოტე ფურცელაძე 

კომპოზიტორი: სპექტაკლში გამოყენებულია : კერუბინის, ბახის და მოცარტის ნაწარმოებები 

რეჟისორის თანაშემწე: ნინო ჭავჭავაძე 

 

მონაწილეობენ: 

გივიკო ბარათაშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, ნათია ბუნტური, ანა გვანცელაძე , ნიკა გოგიძე, ნუცა გუჩაშვილი, ანა ეზიაშვილი, მანუ თავაძე, ნატაშკა იაშვილი

ლევან კახელი, ზუკა პაპუაშვილი, თეკლა სულაქველიძე, გიორგი ტორიაშვილი, გიგი ქარსელაძე, ლალიკო ღერკენაშვილი, ბარბარე ჩიქოვანი, ნიკა ხრიკული 

 

სპექტაკლის შესახებ: 

კაცობრიობის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მოვლენა, რომელსაც ისეთი დიდი კვალი დაემჩნიოს მსოფლიო ცივილიზაციისთვის, როგორც ეს კოლხეთის მეფის ასულის, მედეას თავგადასავალმა შეძლო. 

ვინ იყო მედეა? ტრაგიკული ქალი? თუ სამშობლოს მოღალატე? ... კოლხეთის მეფის ასულზე საზოგადოების აზრი ათასწლეულებია ვერ შეჯერდა... 

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ახალი თეატრის დასი შეეცდება ქორეოდრამაში „მედეა“. 

 

 ხანგრძლოვობა:  70 წუთი, შესვენების გარეშე 

 

 

1926 წელს დაარსდა თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო თეატრი და მრავალი ათეული წლის განმავლობაში მისი რეპერტუარი შედგებოდა მხოლოდ მუსიკალური კომედიებისგან. აქ მოღვაწეობდა მრავალი ცნობილი ქართველი რეჟისორი, მსახიობი, კომპოზიტორი, დრამატურგი, მხატვარი, ქორეოგრაფი, რომლებმაც განუყოფელი როლი ითამაშეს საქართველოს თეატრისა და მუსიკალური კულტურის განვითარებაში. 2004 წელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა 90-იანი წლების თაობის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი დავით დოიაშვილი. თეატრის რეპერტუარი საგრძნობლად გაფართოვდა მისი დაარსების დღიდან და ახლა შედგება ჟანრების ექსპერიმენტული შერწყმისგან, მათ შორისაა დრამა, ოპერა, მუსიკალური კომედია, მუსიკალური დრამა, ქორეოგრაფიული და ლიტერატურული წარმოდგენები.2004 წლიდან დოიაშვილი გახდა თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელმაც თეატრს მისცა ექსპერიმენტების კეთების საშუალება, ახალი პროგრესული იდეების გამოხატვა და ქართული თეატრის ახალ დონეზე აყვანა. თეატრებს შორის ყველაზე პოპულარული წარმოდგენებია შექსპირის “მაკბეტი”, შექსპირის “(შუა)ზაფხულის ღამის სიზმარი” , მ. გორკის “ფსკერზე”, ედმონ როსტანის “სირანო დე ბერჟერაკი”, მაკდონაჰის “ბალიშის კაცუნა”, მოლიერის “ტარტუფი”. სლავომირ მროზეკის “სახლი საზღვარზე”, გიორგი ერისთავის “გაყრა”, პ.მერიმეს კარმენი (ქორეოდრამა) ა. ჩეხოვის “სამი და” (ქორეოდრამა), აკუტაგავა რიუნოსკეს “ცხოვრება იდიოტისა”, ანტონ ჩეხოვის “თოლია”, შექსპირის “მეფე ლირი”. როგორც ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და წარმატებული თეატრი საქართველოში, მას მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო და პრიზი და აგრძელებს იმპულსს არა მხოლოდ პოპულარობით, არამედ საერთაშორისო აღიარებითა და პრესტიჟითაც.

 ჩვენი თეატრისთვის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი 2021 წლიდან დაიწყო.

 2021 წელს მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი ახალ შენობაში გადავიდა და ფუნქციონირება დაიწყო ახალი ბრენდის სახელწოდებით „NEW THEATER“. ახალი თეატრი ახლა მრავალფუნქციური თანამედროვე კულტურული სივრცეა განახლებულ ისტორიულ სივრცეში. 

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი : დავით დოიაშვილი

თეატრის დირექტორი : დავით დოიაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: +995595740141 Newtheatrege@gmail.com  

 

 

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved