ბერსერკები: შინ

  • რეჟისორი: გიორგი ჯამბურია
  • თეატრი:თეატრი კომპანია ჰარაკი
  • მასპინძელი თეატრი :თეატრალური კომპანია „ჰარაკი“
  • თარიღი:
    • 28 სექტემბერი - 17:00 სთ,

ავტორი - გიორგი ჯამბურია

რეჟისორი - გიორგი ჯამბურია

სცენოგრაფია - გიორგი ჯამბურია 

კოსტუმების მხატვარი - მათე ხიდაშელი

კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება - ზურაბ ბაბუნაშვილი

რეჟისორის თანაშემწე - მარიამ პაიჭაძე

პროდიუსერი მარიამ პაიჭაძე

 

მონაწილეობენ:

ნინი იაშვილი, სოფიკო გვიმრაძე, მათე ხიდეშელი, შალვა დევდარიანი

 

სპექტაკლის შესახებ: 

„ქალღმერთი: იქ იმდენად ცოტა სიცოცხლეა... იქ ბატონობს ბნელი, მახინჯი პრინციპი: ყველას არ ეყოფა. მარტივი უტოპია: ან ყველა, ან არავინ - დიდი ხანია, გაცვდა და დაიწრიტა. გარეთ ერთი გახედვაც საკმარისია და ვიცი, რომ კომუნიზმი, ისე როგორც ის ერთხელ, ერთმა ინდოელმა ფილოსოფოსმა ერთი ძალიან ძველი წიგნიდან წამიკითხა, არასოდეს იქცევა ადამიანთა ბედისწერად.

არლეკინი: მე კი სულ იმას ვფიქრობ, თუ რატომ დავიდა სიყვარულის გულისთვის თავის მოკვლის სტატისტიკა ნულამდე? რატომ აღარავინ იკლავს თავს სიყვარულის გულისთვის? ხომ იყო დრო, როდესაც ხალხი სიყვარულის გულისთვის თავს იკლავდა? ხომ იყო დრო, როდესაც ეს ჯერ კიდევ რაღაცას ნიშნავდა, ეს, სიყვარული. მე მგონი, თმა მაქვს დასაბანი.
ქალღმერთი: როგორ შეგიძლია ასეთი უზნეო იყო, მარკიზ? როგორ შეგიძლია შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე, შეხვედრა გააუქმო და თქვა, რომ თმა გაქვს დასაბანი!“

 

ხანგრძლივობა - 90 წუთი, შესვენების გარეშე

 

“ჰარაკი” თეატრალური კომპანიაა, რომელიც 2019 წელს დაარსდა. გუნდის მთავარი სამუშაო პრინციპი ფორმის კვლევაა, გულახდილი დიალოგი და კოლაბორაცია. დასი შედგება მუდმივი ცხრა წევრისგან - დრამატურგი, რეჟისორი, მენეჯერი და ექვსი მსახიობი - და ყველა ნამუშევარი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად იქმნება. ჰარაკი ასევე მასპინძლობს სხვა სადადგმო გუნდებსაც, რომელთა ხედვა ემთხვევა ჰარაკისას, და ცდილობს არ შემოიფარგლოს მხოლოდ თეატრის საქმიანობით არამედ იყოს ღია, აქტიური და კრიტიკული კულტურული სივრცე ქალაქში.

გუნდის მიზანია ჩაებას პროცესში, და ამ პროცესის შედეგად შექმნას ნამუშევარი, რომელიც თვითშემეცნებას და საზოგადოებასთან ახალი შეხების წერტილების პოვნას ემსახურება. ფიზიკურად თეატრი 2021 წლის 15 მაისს ღვინის ქარხანაში, პეტრიაშვილის #1-ში გაიხსნა. თეატრი თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც საკუთარი სახსრებით და ენთუზიაზმით საზრდოობს.

 

სამხატვრო ხელმძღვანელი : სანდრო კალანდაძე

თეატრის დირექტორი: მარიამ მეგვინიტე,

E-MAIL - theatrecompanyharaki@gmail.com

TEL +995 555101768,

 

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved