1921 – 1924
- რეჟისორი: ლევან წულაძე
- თეატრი:თეატრი სახელოსნო 42
- მასპინძელი თეატრი :თეატრი სახელოსნო 42
- თარიღი:
- 24 სექტემბერი - 20:00 სთ,
- 25 სექტემბერი - 20:00 სთ,
ლევან წულაძე
რეჟისორი და სცენოგრაფი| ლევან წულაძე
კოსტიუმების მხატვარი | ნინო სურგულაძე
ქორეოგრაფი | თინათინ წულაძე
მუსიკალური გამფორმებელი | ზურაბ გაგლოშვილი
ვიდეო ინსტალაცია | დათა დვალიშვილი
ტექნიკური რეჟისორი | თამარ ფრუიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ვიქტორი | ირაკლი ჯაფარიძე
ვანიჩკა | ნიკა ნიკურაძე
პეტიკო | ბუბა ჭოღოშვილი
თათა | მარიამ ავალიანი
ალექსანდრე | გიორგი გრძელიძე
იზოლდა | მარიამ ღვინიანიძე
ვერიჩკა | ანა ინგოროყვა
არჩილი | ალექსანდრე შარაბიძე
სოფიო | სოფო ზერაგია
ზოი | ნინუცა ჩარგეიშვილი
ლიზიკო | მარიამ ქანთარია
მაქსი | ნიკა ხრიკული
გოგი | ნიკა გოგიძე
სპექტაკლის შესახებ:
სპექტაკლში მოქმედება საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო დღეების და ბოლშევიკური რეპერესიების ფონზე ვითარდება. საქართველოს გასაბჭოებამ ადამიანებს წაართვა მთლიანად ცხოვრება - მომავალი, სიყვარული, ოცნება და ტრაგიკულ ბედისწერაში გამოკეტა.
ხანგრძლივობა | 120 წუთი, ერთი შესვენებით
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი.
თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
სეზონის გენერალური სპონსორია თიბისი ბანკი