ფიზიკური თეატრისა და დივაიზინგის უორქშოფი (ინტენსივი) კომპანია გეკოსთან ერთად

ფიზიკური თეატრისა  და დივაიზინგის უორქშოფი (ინტენსივი) კომპანია  გეკოსთან ერთად

ფიზიკური თეატრისა  და დივაიზინგის უორქშოფი (ინტენსივი) კომპანია  გეკოსთან ერთად 

(ფიზიკური თეატრი)

პედაგოგები:  რაიენ პერკინს-განგნესი და მიგელ ჰერნანდო ტორესი უმბა

ფოტოგრაფი: მალაჩი ლუკი

 

კომპანიის შესახებ:

Gecko არაერთი ჯილდოს მფლობელი, საერთაშორისოდ აღიარებული ფიზიკური თეატრის კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2001 წელს ამიტ ლაჰავის მიერ. წლების განმავლობაში გეკომ  შექმნა რამდენიმე  კრიტიკულად აღიარებული სპექტაკლი,  შოუ და ფილმი. დასაწყისიდანვე  კომპანიამ განავითარა უნიკალური, ფიზიკურად მკვეთრად გაწონასწორებული სტილი, რომელიც ეფუძნება მკაცრ დივაიზინგს, ექსპერიმენტირებასა და თანამშრომლობას.  Gecko-ს სპექტაკლების ტურნეები გაერთიანებულ სამეფოსა და საერთაშორისოდ ხშირია. გეკოს სტილია ემოციურად მდიდარი თხრობა ვიზუალურად,  მოძრაობის, ხმისა და დიზაინის საშუალებით. Gecko-ის ბოლო სპექტაკლი  Kin, რომელიც ნაციონალური თეატრის დაკვეთით შეიქმნა,   ემიგრანტების პირადი ისტორიებია, ემოციური და ღრმა. 

უორქშოფის/ ინტენსივის შესახებ:

Gecko-ს მაღალკვალიფიციური შემსრულებლების ხელმძღვანელობით, ჩვენი ინტენსიური სემინარები გთავაზობთ უნიკალურად კურირებულ, თანამშრომლობით სივრცეს, სადაც პროფესიონალ მსახიობებს  შეუძლიათ ერთმანეთთან კავშირი,  მოქმედება, თამაში და შექმნა    გარემოში,  სადაც  ღიაობა, ცნობისმოყვარეობა და შემოქმედებითი რისკები დაფასებულია.

3 დღიანი ინტენსიური უორქშოფი  უზრუნველყოფს ღრმა წვდომას Gecko-ს გამორჩეულ ფიზიკურ თეატრსა და დევაიზინგის მიდგომებზე. თქვენ შეისწავლით სპექტაკლების მიღმა  შემოქმედებით პროცესებს და ჩაერთვებით ტექნიკებსა და ფილოსოფიებში, რომლებიც განსაზღვრავს კომპანიის სამუშაო არსს. 

არტ დირექტორის ამიტ ლაჰავის უნიკალური მეთოდოლოგიით თქვენ მიიღებთ მონაწილეობას გუნდის შექმნის პროცესში, ფიზიკურად დინამიურ და გამომსახველ სავარჯიშოებში, რომლებიც იკვლევენ  სერიოზულ თამაშს, სუნთქვას და სახვით ენას. მონაწილეებს მიეცემათ შანსი შეეჭიდონ კრეატიული რისკებს , უსაფრთხოდ მიაღწიოთ ემოციურ სიღრმეებს და შეძლებთ მარტივი დასაწყისების  შთამბეჭდავ წარმოდგენად გარდაქმნათ.

________________________________________

რას მიიღებთ?

• Gecko-ის შემოქმედებითი პროცესისა და „Total Theatre“ მეთოდოლოგიის ღრმა გაგება

• პრაქტიკული ტექნიკების ნაკრები, რომელიც გაამდიდრებს  თქვენს შემოქმედებით პრაქტიკას

• ახალი ინსპირაცია და მუშაობის (დევაიზინგის)  ახალი გზები

• თეატრის ტრანსფორმაციული პოტენციალის აღდგენა

• თეატრის ხალხის თანამოაზრეთ ქსელი  

 

© 2025 All Rights Reserved