თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

16 სექტემბერი -  5 ოქტომბერი

2025

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის შემოდგომის ერთერთი მთავარი მოვლენაა . ფესტივალი უკვე 17 წელია იმართება და ორ მთავარ პროგრამას წარმოადგენს -  საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამას. ფესტივალი წელს 16 სექტემბერს სწორედ ქართული სპექტაკლების პროგრამით იწყება.

ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა კი 21 სექტემბერს დაიწყება და  წარმოადგენს ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, საბრძნეთისა, ლატვიის, აშშ-ს  თეატრისა და თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავებს -  იტაი ტაირანის რიჩარდ III  (თეატრი გეშერი, ისარელი), ივან ბლექსტოკის  „თრეფლორდი“ (დიდი ბრიტანეთი)   დიმიტრის კანარზასის „ სახლი“ (ონასის სტეჯი, საბერძნეთი)  და ალვის ჰერმანისის „თეთრი ვერტმფრენი“  (ნიუ რიგა თეატრი, ლატვია).  

სპექტაკლების ზუსტი განრიგი და ინფორმაცია : www.tbilisiinternatiional.com

  

სპექტაკლები გაიმართება თეატრი 42-ის, გრიბოედოვისა და მარჯანიშვილის თეატრის სცენებზე; სპექტაკლებთან ერთად, ფესტივალი ასევე მოიცავს მასტერკლასებსა და ვორქშოფებს , რომელიც დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მაყურებელს აქვს საშუალება შეიძინოს როგორც ბილეთები, ისე აბონემენტები სპექტაკლებზე.

სამყარო დღეს განსაკუთრებით მსხვრევადია, რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე, თუმცა ადამიანი მუდმივად ეძებს გამოსავალს  -   „მე წარმოვადგენ ძველ სამყაროს, რომელიც აღარ არის, მაგრამ ახალი ჯერ არ დაბადებულა“ -  ეს პაპ ბენედიქტ XVI-ის ბოლო სიტყვებია  ალვის ჰერმანისის ფილმიდან  „თეთრი ვერტმფრენი“ . და ეს სტყვები საუკეთესოდ შეესაბამება ფესტივალის საერთაშორისო პროგრამას წელს.  

ფესტივალი დაფუძნებულია ქალაქ თბილისის მერიის მიერ , წელს ფესტივალის ოფიციალური სპონსორია ვიზა/თიბისი კონცეპტი.

© 2025 All Rights Reserved