შიმშილი

  • რეჟისორი: დათა თავაძე
  • თეატრი:სამეფო უბნის თეატრი
  • მასპინძელი თეატრი :სამეფო უბნის თეატრი
  • თარიღი:
    • 28 სექტემბერი - 20:00 სთ,
    • 29 სექტემბერი - 20:00 სთ,

დათა თავაძე

 

რეჟისორი: დათა თავაძე

სცენოგრაფია: ქეთევან ნადიბაიძე

კოსტიუმების მხატვარი: ქეთევან ნადიბაიძე

კომპოზიტორი: ნიკა ფასური

ფრაფიკული დიზაინი: ივა ქიმერიძე

რეჟისორის თანაშემწე: მაია სახლთხუციშვილი

 

მონაწილეობენ:


პაატა ინაური

კატო კალატოზიშვილი

მაგდა ლებანიძე

სანდრო სამხარაძე

გიორგი შარვაშიძე

ქეთა შათირიშვილი

იაკო ჭილაია

 

სპექტაკლის შესახებ:

მთელი ეს ქალაქი ერთი დიდი სარეკლამო განცხადებების კატალოგია, ერთი დიდი მენიუა, რომლის ატანაც, მითუმეტეს მშიერ კუჭზე, ძალიან მიჭირს.“
შვიდი ადამიანი ერთ ღამეს იკრიბება. სოციალური უსამართლობის პირისპირ ისინი ცალ-ცალკე იწყებენ გამოსავლის ძიებას.
როცა სისტემა დამნაშავეა, შესაძლებელია თუ არა, ვინმე იყოს ბოლომდე უდანაშაულო?
რეჟისორი დათა თავაძე უბრუნდება სამეფო უბნის თეატრის სცენას, რათა დამნაშავე სისტემის წინაშე მარტო დარჩენილი ადამიანების შესახებ გვიამბოს.

 

ხანგრძლოვობა: 2 საათი და 20 წუთი / შესვენების გარეშე

 

სამეფო უბნის თეატრი დაარსდა 1997 წელს გამოჩენილი მსახიობის იზა გიგოშვილის ინიციატივით. დღიდან დაარსებისა თეატრი ხელს უწყობს ინოვაციურ და თავისუფალ თეატრალურ ექსპერიმენტებს, თანამედროვე, ან საქართველოში ჯერ არ განხორციელებული დრამის პოპულარიზაციას, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული თეატრის საზღვრების გაფართოებაში. 2008 წლიდან სამეფო უბნის თეატრში აქტიურად მუშაობს ახალგაზრდული ჯგუფი, რომელმაც თეატრს საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოუტანა პოპულარობა თავისი ფორმის მხრივ ინოვაციური და თემატურად აქტუალური სპექტაკლებით. თეატრის საგასტროლო რუკა მოიცავს შვედეთის, ბელგიის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვის, ბელარუსისა და აზერბაიჯანის არაერთ ფესტივალს.

2008-2011 წლებში სამეფო უბნის თეატრმა დააფუძნა 25 წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი „არდიფესტი,“ რომლის მიზანი ახალი სახელების აღმოჩენა და მათი წახალისება იყო. სწორედ „არდიფესტის“ ფარგლებში აღმოჩენილი რეჟისორები, დრამატურგები, მსახიობები, კომპოზიტორები და სცენოგრაფები წარმოადგენენ დღეს ქართული თეატრის ახალგაზრდულ სახეს.

თეატრი ასევე აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში, მის ბაზაზე არსებობს „თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი – თემურ ჩხეიძის სახელოსნო”, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორებსა და დრამატურგებს სთავაზობს პრაქტიკულ-თეორიულ კურსს სათეატრო ხელოვნებაში.

რეპერტუარისთვის შერჩევისას თეატრი ყოველთვის ითვალისწინებს სოციალურ ღირებულებებს, თანამედროვე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რადგან გვჯერა, რომ თეატრი არის რეფლექსიისა და რეაგირების, დიალოგისა და ანალიზის სივრცე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ.: +995 595 42 42 61
ელ.ფოსტა: dgabunia@yahoo.com

 

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved