რობერტო ზუკო
- რეჟისორი: გეგა გაგნიძე
- თეატრი:მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
- მასპინძელი თეატრი :მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
- თარიღი:
- 24 სექტემბერი - 20:00 სთ,
- 25 სექტემბერი - 20:00 სთ,
პრემიერა
ავტორი: ბერნარ-მარი კოლტესი
მთარგმნელი: ვალერი ოთხოზორია
რეჟისორი: გეგა გაგნიძე
სცენოგრაფია: მაი გოგიშვილი/ მხატვრის ასისტენტი - მარიამ ძმანაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: მაი გოგიშვილი
კომპოზიტორი: ანუშკა ჩხეიძე
რეჟისორის თანაშემწე: ელა კაზარიანი
მონაწილეობენ:
ირაკლი კვირიკაძე, მაია გელოვანი, ნია გუგავა, ნათია ფარჯანაძე, გიორგი ჩაჩანიძე, გიორგი ნაკაშიძე, ეკატერინე ანდრონიკაშვილი, გოგა პიპინაშვილი, ნინო ბურდული, ნინელი ჭანკვეტაძე, ცოტნე მეტონიძე, ანრი ბიბინეიშვილი, ბექა ჯუმუტია, თემო ნატროშვილი, თამრი ბზიავა, ნუცა სულაბერიძე, თემო გვალია, გუგა კახიანი, ლიზა ნიკვაშვილი, ნიკოლოზ ბარჯაძე
სპექტაკლის შესახებ:
ხანგრძლოვობა: 160 წუთი, შესვენების გარეშე
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი „ჩვენ მოვედით, რომ ყველაფერი შეგვეცვალა თეატრში“ - მიხეილ თუმანიშვილი. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე 1975 წელს შეიქმნა და 1978 წელს ოფიციალურად გაიხსნა თეატრალური სახელოსნო - კინომსახიობთა თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი უბრწყინვალესი რეფორმატორი, რეჟისორი და უნიკალური პედაგოგი, მიხეილ თუმანიშვილი იყო, ხოლო ძირითადი ბირთვს კი „თუმანიშვილის სკოლის“ მოწაფეები, ექსპერიმენტული ჯგუფის სტუდენტები - რეჟისორები და მსახიობები წარმოადგენდნენ. რეპერტუარი მუდამ ივსებოდა არაჩვეულებრივი სპექტაკლებით, იყო მრავალი გასტროლი, საერთაშორისო ფესტივალი და დიდი წარმატება. რაც მთავარია, ეს მცირე ფორმის სტუდიური თეატრი მუდამ უყვარდა, სჭირდებოდა და ეამაყებოდა ქართველ მაყურებელს. 1996 წელს მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა და კინომსახიობთა თეატრს მისი სახელი ეწოდა. დღეს „თუმანიშვილში“ მისი მოწაფეები მოღვაწეობენ. რეპერტუარში უწყვეტადაა გამორჩეული ხანდაზმული სპექტაკლი „ბაკულას ღორები“. თეატრი ცდილობს შეინარჩუნოს თუმანიშვილის დანატოვარი „ჩვენი პატარა ქალაქი“. მათში თანდათან შედიან ახალგაზრდები, რათა ეზიარონ ძველ გამოცდილებას და იგრძნონ ატმოსფერო. თეატრის დღევანდელი აფიშა მრავალფეროვანი და საინტერესოა. აქ სიამოვნებით მოდიან უცხოელი რეჟისორები, მუშაობენ განსხვავებული მეთოდიკით და ქმნიან ახალ სპექტაკლებს. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სარეპერტუარო თეატრია. თეატრს სახელმწიფო აფინანსებს, შედგება მუდმივი დასისა და მოწვეული მსახიობებისაგან. თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელია - იოანე (ვანო) ხუციშვილი, თეატრის დირექტორი კი - ლევან (ჯაბა) მჭედელაძე. თეატრის სცენა თავად მიხეილ თუმანიშვილმა დააპროექტა. ტექნიკურად გამართული სცენა კულისებისა და ფარდის გარეშე, სამივე მხრიდან არის გახსნილი. ადგილების რაოდენობა - 190. 2012 წელს გაიხსნა მცირე დარბაზი, რომელიც ძირითადად გამიზნულია თეატრალური ექსპერიმენტებისა და სტუდიური მუშაობისათვის. ადგილების რაოდენობა - 65
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: იოანე (ვანო) ხუციშვილი
თეატრის დირექტორი:ლევან მჭედელაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 322 35 01 94/ info@tumanishvilitheatre.ge