მსხვერპლი

  • რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი
  • თეატრი:ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
  • თარიღი:
    • 1 სექტემბერი - 20:00 სთ,

ავტორი: დავით კლდიაშვილი/მანანა ანთაძე/ საბა ასლამაზიშვილი

რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი

სცენოგრაფია : გიორგი უსტიაშვილი

კოსტიუმების მხატვარი: გიორგი უსტიაშვილი

ქორეოგრაფი: ირინა კუპრავა

კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : კონსტანტინე ეჯიბაშვილი

რეჟისორის თანაშემწე: მაია მებონია, ეკა ჩაკვეტაძე

 

მონაწილეობენ:

მთხრობელი -შოთა სასანია

მარინე- თამუნა ჭუბაბრია

ფეფენა- ნინო პაჭკორია

ნიკა- თეიმურაზ გოგინავა

სოფიო- მარიკა ბუკია

ონისიმე- რამინ კილასონია

მარკოზა- ზურაბ დონდოლაძე

ვასილი- მარტინ ღამბარაშვილი

 

 

ხანგრძლივობა- 65 წთ. შესვენების გარეშე

ჟანრი

მოგზაურობის შემთხვევაში - 20 ადამიანი

 

სპექტაკლი გვიყვება ადამიანური სიბეცის, გაუნათლებლობისა და სიბრიყვის ცეცხლში დაფერფლილი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეზე. კლიშეების, სტერეოტიპებისა და სისასტიკის მსხვერპლი - გადარჩენის გზა კი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია.

ფოთის სახელმწიფო თეატრს ვალერიან გუნიას სახელი  1963 წელს მიენიჭა.

1982 წელს ფოთის თეატრმა თავისი არსებობის ასი წლისთავი აღნიშნა.

დღეს, ფოთის თეატრი მიუხედავად დიდი ხნის ისტორიისა, ახალგაზრდა, თანამედროვე, დინამიურად  განვითარებადი თეატრია. თეატრის ამოცანაა, მაყურებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც მძაფრად გამოხატავს ჩვენი რეალობის მოთხოვნებს და გამოწვევებს. ფოთის თეატრში იდმება, როგორც კლასიკური ნაწარმოებები, ასევე თანამედროვე  დრამატურგთა პიესები. თეატრი ცდილობს შემოქმედებითი პროცესი მიმართოს   თანამედროვე, აქტუალური და ხარისხიანი სპექტაკლების  გამოშვებისაკენ, ხშირად თამამად ლაპარაკობს ტაბუდადებულ თემებზე.  თეატრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა  თეატრებთან, საერთაშორისო ფესტივალებთან, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ.

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრში აქტიურად იდგმება, ახალგაზრდა ქართველი  რეჟისორების მიერ განხორციელებული პროექტები.  გარდა რეჟისორების მოწვევისა, ხდება ახალგაზრდა დრამატურგების, სცენოგრაფების, ქორეოგრაფების, კომპოზიტორების და მსახიობების მოწვევაც. მიმდინარეობს ახალი თეატრალური ენისა და მიმართულების ძიება. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი და კრიტერიუმი არის,  ვიყოთ თანამედროვენი,  ხარისხის მთავარი კრიტერიუმი კი  არის შექმნილი პროდუქციის აქტუალობა-სიმძაფრე

თეატრის დირექტორი:  საბა ასლამაზიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 555 327 689

sabaaslamazishvili@gmail.com

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved