ლურჯწვერა
- რეჟისორი: ანდრი ჟოლდაკი
- თეატრი:ვასო აბაშიძის სახელობის “ახალი თეატრი”
- მასპინძელი თეატრი :თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრი
- თარიღი:
- 24 სექტემბერი - 19:00 სთ,
პრემიერა
დამდგმელი რეჟისორი- ანდრი ჟოლდაკი
სცენოგრაფი- დანიელ ჟოკდაკი
კოსტუმების მხატვარი- სიმონ მაჩაბელი
განათების მხატვარი- მიხეილ ბაქრაძე
ხმის რეჟისორი- ემზარ ბეგიაშვილი
რეჟისორის ასისტენტი- ანნა დოი, გურანდა იაშვილი
ტექნიკური რეჟისორი - ნინო ჭავჭავაძე
მონაწილეობენ:
შაკო მირიანაშვილი
ნინო კასრაძე
ზუკა პაპუაშვილი
მარიამ ბალახაძე
ნანა ბუთხუზი
ელენე თავართქილაძე
ანდრო ბარათაშვილი
მიხეილ აბრამიშვილი
სპექტაკლის შესახებ:
ეს არის ამბავი გადარჩენაზე- გაუსაძლის პირობებში.
ეს არის ამბავი ურთიერთობებზე- სქესთა ბრძოლის დროს.
ეს არის მითი, რომელიც ცხოვრებაზე რეალურია.
ანდრი ჟოლდაკის ფანტასმაგორია “ლურჯწვერა”-ს საფუძვლად დაედო ნობელის პრემიის ლაურეატი ქალის ლუიზა გლუკის პოეზია და ფედერიკო გარსია ლორკას “სისხლიანი ქორწილი”.
ეს არის ამბავი პოეტურ სიყვარულზე- პოეზიის და სიყვარულის გარეშე.
1926 წელს დაარსდა თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო თეატრი და მრავალი ათეული წლის განმავლობაში მისი რეპერტუარი შედგებოდა მხოლოდ მუსიკალური კომედიებისგან. აქ მოღვაწეობდა მრავალი ცნობილი ქართველი რეჟისორი, მსახიობი, კომპოზიტორი, დრამატურგი, მხატვარი, ქორეოგრაფი, რომლებმაც განუყოფელი როლი ითამაშეს საქართველოს თეატრისა და მუსიკალური კულტურის განვითარებაში. 2004 წელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა 90-იანი წლების თაობის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი დავით დოიაშვილი. თეატრის რეპერტუარი საგრძნობლად გაფართოვდა მისი დაარსების დღიდან და ახლა შედგება ჟანრების ექსპერიმენტული შერწყმისგან, მათ შორისაა დრამა, ოპერა, მუსიკალური კომედია, მუსიკალური დრამა, ქორეოგრაფიული და ლიტერატურული წარმოდგენები.2004 წლიდან დოიაშვილი გახდა თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელმაც თეატრს მისცა ექსპერიმენტების კეთების საშუალება, ახალი პროგრესული იდეების გამოხატვა და ქართული თეატრის ახალ დონეზე აყვანა. თეატრებს შორის ყველაზე პოპულარული წარმოდგენებია შექსპირის “მაკბეტი”, შექსპირის “(შუა)ზაფხულის ღამის სიზმარი” , მ. გორკის “ფსკერზე”, ედმონ როსტანის “სირანო დე ბერჟერაკი”, მაკდონაჰის “ბალიშის კაცუნა”, მოლიერის “ტარტუფი”. სლავომირ მროზეკის “სახლი საზღვარზე”, გიორგი ერისთავის “გაყრა”, პ.მერიმეს კარმენი (ქორეოდრამა) ა. ჩეხოვის “სამი და” (ქორეოდრამა), აკუტაგავა რიუნოსკეს “ცხოვრება იდიოტისა”, ანტონ ჩეხოვის “თოლია”, შექსპირის “მეფე ლირი”. როგორც ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და წარმატებული თეატრი საქართველოში, მას მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო და პრიზი და აგრძელებს იმპულსს არა მხოლოდ პოპულარობით, არამედ საერთაშორისო აღიარებითა და პრესტიჟითაც.
ჩვენი თეატრისთვის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი 2021 წლიდან დაიწყო.
2021 წელს მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი ახალ შენობაში გადავიდა და ფუნქციონირება დაიწყო ახალი ბრენდის სახელწოდებით „NEW THEATER“. ახალი თეატრი ახლა მრავალფუნქციური თანამედროვე კულტურული სივრცეა განახლებულ ისტორიულ სივრცეში.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი : დავით დოიაშვილი
თეატრის დირექტორი : დავით დოიაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: +995595740141 Newtheatrege@gmail.com