ლინეინის სილამაზის დედოფალი

  • რეჟისორი: დავით თარბა
  • თეატრი:ქალაქის თეატრი
  • მასპინძელი თეატრი :ქალაქის თეატრი
  • თარიღი:
    • 29 სექტემბერი - 17:00 სთ,

ავტორი მარტინ მაკდონა

რეჟისორი დავით თარბა

სცენოგრაფია აჩიკო შამახია

კოსტიუმების მხატვარი  / გვანცა ჯავახიშვილი, სანდრო მარგველაშვილი

ქორეოგრაფი გიორგი ტიელიძე

კომპოზიტორი ნიკა კოხრეიძე

რეჟისორის თანაშემწე სოფო ხუნდაძე

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

მეგ ფოლანი - ქეთი ცხაკაია

მორინ ფოლანი - ანი იმნაძე

პატო დული - ირაკლი ჩხიკვაძე

რეი დული - ნიკა ჯაფარიძე

 

სპექატკლის შესახებ:

მარტინ მაკდონას შავ კომედიაში ,,ლინეინის სილამაზის დედოფალი“ აღწერილია თანამედროვე სამყარო, რომელშიც ზღაპრული არქეტიპები ცოცხლდებიან. ლინეინის სილამაზის დედოფალი, უკვე ორმოც წელს მიტანებული მორინია, რომელიც დედამისს სახლში ჰყავს გამოკეტილი; ქალიშვილი, გარკვეული ტრაგიკული მიზეზი გამო, იძულებულია დედას სიკვდილამდე მოუაროს.

როგორია ადამიანების ცხოვრება ეკონომიკური ექსპლუატაციისა, ემიგრაციის და სიღარიბის ფონზე, და როგორ კვალს ტოვებს პოსტკოლონიალური გარემო ადამიანების ცხოვრებაზე? სპექტაკლი ამ კითხვების დასმას და მათზე პასუხების გაცემას ცდილობს. სპექტაკლი ოჯახური ძალადობის და ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებსაც მოიცავს და ივლევს თუ რა გავლენა აქვს ადამიანების ცხოვრებაზე ჩაკეტილ სივრცეს და როგორ შეიძლება უახლოესმა ადამიანებმა თავისუფლება შეგვიზღუდონ და მათგან გათავისუფლება ოცნებად გვექცეს.

და ბოლოს ჟეღდება კითხვები: რა ბედი ელის ლინეინის სილამაზის დედოფალს? შეძლებს კი თავი დააღწიოს ციხედ გადაქცეულ სახლს? შეძლებს გათავისუფლდეს მტანჯველი ვალდებულებებისგან, დედამისის ეგოისტური დამოკიდებულებებისგან და საკუთარი თავისგან?

 

ხანგრძლოვობა 120 წუთი/ შესვენების გარეშე

 

ჩვენ ვართ "ქალაქის თეატრი", სრულიად დამოუკიდებელი მულტიფუნქციური სივრცე, რომელსაც ჩვენი ხელით ვაშენებთ და უკვე მეორე წელია ვცდილობთ, საქართველოში შევქმნათ სივრცე, სადაც თეატრის მოყვარულ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოვიდნენ ჩვენთან და  ახლოდან გაეცნონ თეატრის შიდა სამზარეულოს, ნახონ და გაიგონ ყველაფერი რაც აინტერესებთ, კულისები , მზადების პროცესი. სწორედ აქედან წამოვიდა თეატრის სახელის იდეაც.

ხელოვნების პროფესიონალ და გამოცდილ  წარმომადგენლებთან ერთად დამწყები ხელოვანებისთვის ჩვენი სივრცე მუდმივად ღიაა. სპექტაკლების მხატრულად გაფორმებაში , კოსტიუმების შექმნაში აქტიურად არიან ჩართულები სტუდენტები , რომლებიც ჩვენთან დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს .სტუდენტი რეჟისორები, თეატრის მხატვრები, მსახიობები და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.ასევე გვყავს მოხალისეები ,რომლებიც უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებში იღებებენ მოწილეობას და მათი უმრავლესობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტია.

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბარბარა ასლამაზი

თეატრის დირექტორი კონსტანტინე როინიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია: 

511 19 29 95 ;

tbilisicitytheatre@gmail.com

 

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved