კლიტემნესტრრას სეანსი

  • რეჟისორი: გიორგი კაშია
  • თეატრი:ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ზუგდიდი
  • თარიღი:

ავტორი და რეჟისორი: გიორგი კაშია

სცენოგრაფია: ილია საჯაია, ანანო დოლიძე

კოსტიუმების მხატვარი: ილია საჯაია, ანანო დოლიძე

ქორეოგრაფი: გიორგი კაშია

კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება: გიორგი ჯღარკავა

რეჟისორის თანაშემწე: თამუნა აფშილავა

ხანგრძლივობა: 90 წუთი ანტრაქტის გარეშე
ჟანრი: ფსიქოლოგიური დრამა

პრემიერა შედგა: 24/07/2026

 

მონაწილეობენ: ია სუხიტაშვილი (შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი), ირაკლი ჯიშკარიანი, გიგა აბულაძე, მარიამ მღებრიშვილი, ლევან გოგოხია, კობა მატკვა.

 

სპექტაკლის შესახებ

კლიტემნესტრას სეანსი“ — ფსიქოლოგიური დრამა კლიტემნესტრას აღარ სძინავს. ყოველ ჯერზე, როდესაც თვალებს ხუჭავს, წარსული ბრუნდება — იფიგენია, აგამემნონი, სისხლი, შურისძიება და სიზმრები, რომლებშიც მკვდრები ცოცხლებზე უფრო მეტს ამბობენ. დახმარების იმედით კლიტემნესტრა ფსიქიატრს მიმართავს. იწყება ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სეანსი, რომელიც თანდათან აღსარებად, დაკითხვად და საბოლოოდ — განაჩენად იქცევა. საუბრისას იშლება ზღვარი რეალობასა და სიზმარს, მსხვერპლსა და მკვლელს, დედასა და შურისმაძიებელს შორის. მაგრამ კლიტემნესტრამ ჯერ არ იცის მთავარი — ადამიანი, რომელსაც საკუთარი წარსულის ყველაზე ბნელ კარს უხსნის, მისი ფსიქიატრი კი არა, მისი ვაჟი, ორესტეა. „კლიტემნესტრას სეანსი“ ძველი ბერძნული მითის თანამედროვე ფსიქოლოგიური გააზრებაა — ამბავი დედაზე, რომელმაც შვილის მკვლელს შური იძია და ახლა თავად ელოდება შვილს, რომელიც მის მოსაკლავად მოდის.

 

პრესა

გიორგი კაშიას კლიტემნესტრა ერთდროულად დამნაშავეცაა და მსხვერპლიც, შურისმაძიებელიც და დასასჯელად გამზადებული ადამიანიც. მაგრამ სპექტაკლი არც მის გამართლებას ცდილობს და არც განაჩენის გამოტანას ჩქარობს. პირიქით, მაყურებელს იმ რთულ შუალედურ მდგომარეობაში ტოვებს, სადაც ერთი დანაშაულის უკან მეორე დანაშაული იკვეთება, სასჯელი კი ყოველთვის ვერ აღადგენს დარღვეულ სამართლიანობას. კლიტემნესტრას სიკვდილით ტრაგედია ფორმალურად სრულდება, მაგრამ ძალადობის წრე არ იხურება. სწორედ ამიტომ, მთავარი კითხვა საბოლოოდ აღარ არის მხოლოდ ის, დაიმსახურა თუ არა კლიტემნესტრამ სასჯელი. უფრო მნიშვნელოვანი ხდება კითხვა, რამდენი ახალი დანაშაული შეიძლება დაიბადოს მაშინ, როდესაც ადამიანი სამართლიანობის აღდგენას კვლავ ძალადობით ცდილობს. https://www.theatrelife.ge/danashaulsa

 

ზუგდიდში 1868 წლის 11 აპრილს, მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ ანტონ ფურცელაძემ დადგა მოლიერისძალად ექიმი“. ასე დაიწყო ჩვენს ქალაქში პროფესიული თეატრალური ხელოვნების განვითარება. სპექტაკლიდან შემოსული თანხა (4 თუმანი) მოხმარდა ზუგდიდის სასწავლო ბიბლიოთეკას. სცენისმოყვარეთა პირველი წარმოდგენის შესახებ ცნობებს გაზეთდროებიდანვიგებთ. აღსანიშნავია ფაქტი, რომ წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღო მარიამ ფურცელაძემ (. ფურცელაძის მეუღლემ), რაც იმ დროისთვის დიდ გამბედაობაზე მიუთითებდა. ამ მოვლენებიდან რამდენიმე წელიწადში იდგმება შექსპირისვენეციელი ვაჭარი“, მოლიერისსკაპენის ოპინები“. ასევე ვალერიან გუნიას ვოდევილიმონადირე“, ავქსენტი ცაგარელისბაიყუში“ (1897წელი). ნიკოლოზ ბუკიას დაუდგამს ერისთავისგაყრა“. სპექტაკლები იმართებოდა სხვადასხვა ოჯახებში, სახლის ავნებსა და დუქნებში. 1907-1908 წლებში, სოციალ-დემოკრატთა პარტიამ ჩამოაყალიბა თეატრალურიმუშური დრამწრე“, რომელშიც გაერთიანებული ყოფილა 125 სცენისმოყვარე. ზუგდიდის თეატრში საგასტროლოდ ჩამოდიოდნენ ლადო მესხიშვილი, შალვა დადიანი, ვალერიან გუნია და სხვანი. დადიანის თეატრის პირველი დირექტორი იყო ალექსანდრე თირქია, რომელმაც რეჟისორად მოიწვია ვახტანგ გარიკი. 1932-1934 წლებში თეატრს მიენიჭაზუგდიდის სახელმწიფო თეატრის ტიტული“, ხოლო 1947 წელს დასრულდა თეატრის მშენებლობა და ახალი თეატრის შენობაში გაიმართა პირველი პრემიერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპაში აღიარებული რეჟისორის ვასო ყუშიტაშვილის მოღვაწეობა ზუგდიდის თეატრში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა პარიზის ცნობილთეატრ ატელიეს“. ვასო ყუშიტაშვილის დამსახურებით, ზუგდიდის თეატრის რეპერტუარმა აკადემიური სახე მიიღო და ქვეყნის თეატრალური საზოგადოების ყურადღება მიიქცია. 1948 წელს მან დადგა ლოპე დე ვეგასთივა და ძაღლი“. 1958 წლიდან თეატრს ხელოვნებათმცოდნე ალექსანდრე ეგუტია ჩაუდგა სათავეში. მისი 27 წლიანი ღვაწლი თეატრის ისტორიაში მოხსენიებულია ოქროს ხანად. სწორედ ზუგდიდის თეატრს უკავშირდება რეჟისორ თემურ ჩხეიძის შემოქმედებითი გზის დასაწყისი, რომელიც თეატრში ავთო მახარაძესთან და ჟანრი ლოლაშვილთან ერთად მოვიდა. ზუგდიდის თეატრის ბოლო წლების ცხოვრება თავისი სარეპერტუარო პოლიტიკით აქტუალურ სოციალურ თემატიკაზეა ორიენტირებული. თეატრი ხელს უწყობს, არა მხოლოდ აქტუალურ თემებზე საუბრის პოპულარიზაციას, არამედ ქართულ თეატრალურ ცხოვრებაში ახალი საინტერესო ხერხებისა და ფორმების, ინოვაციური, ციფრული საკომუნიკაციო საშუალებების, აუდიო/ვიდეო კონტენტის დანერგვას - ეფექტურ ფუნქციონირებას შესაძლებლობების ფარგლებში. დღესდღეობით რეპერტუარი, ჟანრობრივი მრავალფეროვნებით ყველა ასაკობრივ ზღვარს მოიცავს.

თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი კაშია

საკონტაქტო პირი: გიორგი კაშია

საკონტაქტო ინფორმაცია: 592 410 621; 595 407 001

© 2026 All Rights Reserved