.jpg)
ჰამლეტი
- რეჟისორი: ვახტანგ ჯუღელი
- თეატრი:ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
- მასპინძელი თეატრი :კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
- თარიღი:
- 28 სექტემბერი - 20:00 სთ,
ავტორი უილიამ შექსპირი
რეჟისორი ვახტანგ ჯუღელი
სცენოგრაფია ხატია დავითაშვილი
კოსტიუმების მხატვარი ხატია დავითაშვილი
ქორეოგრაფი ამირან ქაჩიბაია
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება ლუკა პაჭკორია
რეჟისორის თანაშემწე მარი აბესაძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ჰამლეტი - კონსტანტინე ფოცხვერაშვილი
კლავდიუსი - თემურ ქველიაშვილი
ჰერტრუდა - ინგა კაკიაშვილი (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი)
პოლონიუსი - თემურ კიკნაველიძე
ოფელია - ნინიკო აბესაძე, ნანუკი მაკრახიძე
ლაერტი - ალექსანდრე ტაბახმელაშვილი
ჰორაციო - ამირან ქაჩიბაია (გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი)
როზენკრანცი - ზურაბ აბესაძე
გილდესტერნი - გია საგინაშვილი (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი)
აჩრდილი, მესაფლავე - გიორგი გლოველი
არტისტები - ბადრი ტაბატაძე (იპოლიტე ხვიჩიას პრემიის ლაურეატი), ნინო აბესაძე, ნანა ისიანი, მარეხ აბესაძე
სპექტაკლის შესახებ:
“ყოფნა არ ყოფნა..“ ცნობილი ფრაზა „ჰამლეტის“ ტრაგედიიდან ასახავს სპექტაკლის მთავარ თემას - სიცოცხლე და სიკვდილი. და კიდევ ბევრი შეკითხვა და დაეჭვება, რომელზეც „ჰამლეტი" გვაფიქრებს მაყურებელს. დანიელი პრინცის ბედისწერასთან ერთად ვიმოგზაუროთ ღალატის და მოვალეობების, შურისძიების და პატიების გასაყარზე.
სპექტაკლმა „ჰამლეტი“ გახდა კლასიკური დრამატურგიის ფესტივალი “უშანგის“ გრანპრის მფლობელი, მაყურებლის რჩეული სპექტაკლი.
ხანგრძლივობა - 180 წუთი, ერთი შესვენებით
2022 წელს ზესტაფონის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა ვახტანგ ჯუღელი, რის შემდეგაც თეატრის პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა. თეატრმა აქტიურად დაიწყო ახალგაზრდებთან დიალოგი ღია რეპეტიციების დახმატებით, რამაც მათი ჩართლობა გამოიწვია როგორც მაყურებლის. 2022-2023 წელს კი თეატრში 9 ახალი სპექტაკლი დაიდგა. 2022 წლის 28 ნოემბერს დაიბადა კლასიკური დრამატურგიის ფესტივალი “უშანგი”, რომელიც 2023 წლის 28 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა. ეს არის ფესტივალი, რომელსაც აქვს ამბიცია მიიღოს მონაწილეობა რეგიონული თეატრების განვითარებაში და ახალგაზრდა მაყურებლის ცნობიერების ამაღლებაში, ახალი ტენდეციების და თანამედროვე ფორმების ჩამოყალიბებაში. ფესტივალში მონაწილეობა 5-მა სახელმწიფო თეატრმა მიიღო, მათ შორის ზესტაფონის სახელმწიფო თეატრმაც. ყოველ წელს თეატრი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მასპინძლობს 4 კვირეულს, რომელიც 5 დღის განმავლობაში გრძელდება და მასში მონაწილეობას იღებს, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო, კერძო და მუნიციპალური თეატრები. 2022-2023 წლებში თეატრმა 8 სხვადასხვა ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. 2024 წელიც თეატრალური კვირეულით დაიწყო, ამჟამად თეატრი ემზადება 2 ახალი პრემიერისთვის და რეაბილიტაციის პროექტისთვის.
სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ ჯუღელი
თეატრის დირექტორი: თეა მაღლაკელიძე
საკონტაქტო ინფორმაცია: 599170401
Thea.theatre@gmail.com