გაჩერება
- რეჟისორი: ანუკი ხიდეშელი
- თეატრი:ქალაქის თეატრი
- მასპინძელი თეატრი :ქალაქის თეატრი
- თარიღი:
- 24 სექტემბერი - 17:00 სთ,
შავი კომედია
ავტორი: მიურეი შიზგალი
რეჟისორი: ანუკი ხიდეშელი
სცენოგრაფია: გიორგი უსტიაშილი
კოსტიუმების მხატვარი: გიორგი უსტიაშილი
კომპოზიტორი: ნატალია თოთიბაძე
რეჟისორის თანაშემწე: ნია მანწკავა
მონაწილეობენ:
ნოდარ ძოწენიძე თაკო ბერიაშვილი ნიკა ჩხაიძე
სპექტაკლის შესახებ:
პიესაში აბსურდისტული იუმორისა და შავი კომედიის ნაზავია. „სიყვარული“ მოგვითხრობს ორ სკოლის მეგობარზე. დეპრესიულ ჰარისა და მატერიალისტ მილტზე. მას შემდეგ რაც საკუთარ წარუმატებლობის ისტორიებს ერთმანეთს გაუზიარებენ და მილტი გადააფიქრებინებს ჰარის თვითმკვლელობას ისინი აღმოაჩენენ, რომ ერთნაირად უბედურები არიან და ამ ორს ერთმანეთის გადარჩენის იდეა გააერთიანებს. ჰარი მილტში ხედავს თავისი პრობლემის გადაჭრის გზას(ჰარის გაურიგოს საკუთარი ცოლი და თვითონ განთავისუფლდეს მისგან). ხოლო მეგობარს ფიქრობს, რომ სიყვარული გადაარჩენს და ამიტომ სთავაზობს გააცნოს საკუთარი ცოლი რომელთან დაშორება დიდიხანია უნდა, მაგრამ თვითონ ვერ ბედავს. სწორედ აქედან ერთვება ამბავში ლინდა (მილტის ცოლი) რომელიც საკმაოდ გონიერია და ხვდება, რომ მილტს საყვარელი ყავს და ამიტომ ჰარის მიყვება და შორდება ქმარს, თუმცა ოთხი თვის თავზე ორივე მიხვდება , რომ შეცდომა დაუშვეს და ახლა ახალი მიზანი ჰარის მოშორებაა. ფინალში სიუჟეტი საგრნოლად იცვლება და გაჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა არასდროს არ უნდა თქას საკუთარ ოცებაზე და ბედნიერებაზე უარი.
ხანგრძლოვობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე
ჩვენ ვართ "ქალაქის თეატრი", სრულიად დამოუკიდებელი მულტიფუნქციური სივრცე, რომელსაც ჩვენი ხელით ვაშენებთ და უკვე მეორე წელია ვცდილობთ, საქართველოში შევქმნათ სივრცე, სადაც თეატრის მოყვარულ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოვიდნენ ჩვენთან და ახლოდან გაეცნონ თეატრის შიდა სამზარეულოს, ნახონ და გაიგონ ყველაფერი რაც აინტერესებთ, კულისები , მზადების პროცესი. სწორედ აქედან წამოვიდა თეატრის სახელის იდეაც.
ხელოვნების პროფესიონალ და გამოცდილ წარმომადგენლებთან ერთად დამწყები ხელოვანებისთვის ჩვენი სივრცე მუდმივად ღიაა. სპექტაკლების მხატრულად გაფორმებაში , კოსტიუმების შექმნაში აქტიურად არიან ჩართულები სტუდენტები , რომლებიც ჩვენთან დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს .სტუდენტი რეჟისორები, თეატრის მხატვრები, მსახიობები და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.ასევე გვყავს მოხალისეები ,რომლებიც უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებში იღებებენ მოწილეობას და მათი უმრავლესობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტია.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბარბარა ასლამაზი
თეატრის დირექტორი კონსტანტინე როინიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია:
511 19 29 95 ;
tbilisicitytheatre@gmail.com