დირიჟორი

  • რეჟისორი: ლევან წულაძე
  • თეატრი:თეატრი სახელოსნო 42
  • მასპინძელი თეატრი :თეატრი სახელოსნო 42
  • თარიღი:
    • 28 სექტემბერი - 20:00 სთ,

რონალდ ჰარვუდი

ინგლისურიდან თარგმნა გურამ ღონღაძემ

 
რეჟისორი და სცენოგრაფი ლევან წულაძე

კოსტიუმების მხატვარი | ნინო სურგულაძე

ქორეოგრაფი | თინათინ წულაძე

მუსიკალური გამფორმებელი | ზურაბ გაგლოშვილი

ვიდეო ინსტალაცია | დათა დვალიშვილი

ტექნიკური რეჟისორი | თამარ ფრუიძე

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

 დებორა არნოლდი | მანანა კოზაკოვა

დოქტორი ფურტვენგლერი | ლევან ბერიკაშვილი

დევიდ უილსი | კოკო როინიშვილი

ემა შტრაუბე | სოფიო ზერაგია

ულრიკე როდე | ქეთევან ცხაკაია

ბარბარა ზაქსი | თამარ ბუხნიკაშვილი

პოლკოვნიკი ვოლკოვი | დუტა სხირტლაძე

 

სპექტაკლის შესახებ:

1946 წელს ნიუნბერგში, ბერლინის სახელმწიფო ორკესტრის მთავარ დირიჟორს - ფურტვენგლერს ასამართლებენ.

დებორა არნოლდი ცნობილი გერმანელი დირიჟორის, დოქტორ ფურტვენგლერის წარსულის გამოძიებას ცდილობს. დაკითხვის ოთახი განსხვავებული იდეოლოგიების ბრძოლის ველად იქცევა: შეიძლება თუ არა, გამიჯნო ხელოვნება და პოლიტიკა? იცხოვრო და იმუშავო მშვიდად, მას შემდეგ რაც ეშმაკს ჩამოართვი ხელი? შეუძლია მუსიკას ადამიანის სულის გათავისუფლება? რონალდ ჰარვუდის ეს დამატყვევებელი პიესა ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს, თუმცა პასუხის მოსმენა მარტივი არ იქნება.

პრემიერა შედგა | 2023 წლის 5 დეკემბერს

სპექტაკლის ხანგრძლივობა | 120 წუთი, ერთი შესვენებით

ასაკობრივი შეზღუდვა - 14+

თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი.

თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.

 სეზონის გენერალური სპონსორია თიბისი ბანკი

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved