ბრმა ძაღლები
- რეჟისორი: გიორგი ჩალაძე
- თეატრი:ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
- მასპინძელი თეატრი :ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი
- თარიღი:
- 24 სექტემბერი - 18:00 სთ,
დავით კლდიაშვილის მიხედვით
რეჟისორი: გიორგი ჩალაძე
სცენოგრაფია: ანანო დოლიძე
კოსტიუმების მხატვარი: ანანო დოლიძე
ქორეოგრაფი: გია მარღანია
კომპოზიტორი:ია გოგიშვილი
რეჟისორის თანაშემწე: ხათუნა საძაგლიშვილი
მონაწილეობენ:
თამარ მამულაშვილი, სოფიო ფერაძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, ვახტანგ ახალაძე, გიორგი გოგიშვილი, ვახტანგ ნოზაძე, დევი რეხვიაშვილი, დავით როსტომაშვილი, გიორგი შავგულიძე, დავით ხახიძე
სპექტაკლის შესახებ:
თანამედროვე სამყაროში დგას მიმღებლობისა და სოლიდარობის პრობლემა,რომლის არსებობაც უმეტეს შემთხვევაში ზედაპირული და პლაკატურია, თითქოს პრობლემა არსებობს და არც არსებობს... - სწორედ ეს ხდის ადამიანების არსებობას გროტესკულს და საზოგადოება კოლაფსამდე მიჰყავს. ადამიანები უღრან ტყეში დაკარგულ, გზააბნეულ ბრმებს ჰგვანან, რომლებიც აქეთ-იქით უმისამართოდ დაეხეტებიან...
ხანგრძლივობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ამიერკავკასიაში პირველი საბავშვო თეატრია, რომელიც 1927 წელს დაარსდა და მას შემდეგ, უკვე თითქმის ერთი საუკუნეა ერთგულად ემსახურება დედაქალაქის და რეგიონების მაყურებელს. დღეს თეატრის რეპერტუარი ძალიან მრავალფეროვანია, იდგმება როგორც ქართული დრამატურგია, ისე თარგმნილი კლასიკა თუ თანამედროვე პიესები, ცნობილი საბავშვო ავტორების ნაწარმოებები. სხვა საბავშვო თეატრების მსგავსად, მოზარდ მაყურებელთა თეატრიც თავის რეპერტუარს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებად ყოფს: 4-8 წელი - წარმოდგენები პატარებისთვის, 8-12 - წლის მოზარდებისათვის, 13-18 - წარმოდგენები თინეიჯერებისათვის და საღამოს სპექტაკლები 18+ ასაკის მაყურებლისთვის.
2012-იდან დიდ და მცირე სცენებთან ერთად ფუნქციონირებს ექსპერიმენტული სივრცე, სადაც რეჟისორებს თავიანთი შემოქმედებითი ექსპერიმენტების განხორციელების საშუალება ეძლევათ.
თეატრი ცდილობს გააცნოს თავისი შემოქმედება მაყურებელს თბილისის ფარგლებს გარეთაც, მართავს გასტროლებს როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე საზღვარგარეთ, ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა საბავშვო და დრამატული თეატრების ფესტივალებში: თურქეთი, უნგრეთი, იაპონია, რუსეთი, სერბეთი, ალბანეთი, პოლონეთი, ბელორუსი, შოტლანდია, გერმანია, მალტა, იტალია, უკრაინა და ა.შ.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
თეატრის დირექტორი: თამარ ლორთქიფანიძე
საკონტაქტო ინფორმაცია: 551087764 / www.mozardi.ge