ალფრედი და ვიოლეტა

  • რეჟისორი: ლეო გაბრიაძე
  • თეატრი:გაბრიაძის თეატრი
  • მასპინძელი თეატრი :გაბრიაძის თეატრი
  • თარიღი:
    • 27 სექტემბერი - 19:00 სთ,

ავტორი: რეზო გაბრიაძე

რეჟისორი: ლეო გაბრიაძე

სცენოგრაფია: ლეო გაბრიაძე

კოსტიუმების მხატვარი: რეზო გაბრიაძე

კომპოზიტორი: ლეო გაბრიაძე

მონაწილეობენ:  

გახმოვანება: ვიოლეტა - ნატო კახიძე

ალფრედი - ვანო დუგლაძე

ჟერმონი - ეროსი მანჯგალაძე

ნევერმორა - რამაზ ჩხიკვაძე

წამყვანი - ოთარ ბაღათურია

კუკუ - გრიგოლ ჟორდანია

ბენედიქტიუსი - თეიმურაზ წიკლაური

ტუტუცა - დავით გოცირიძე

გვოზდიკა - ნიკოლოზ კვანტალიანი

სტოპრო - აპოლონ კუბლაშილი

ჩაქუჩა - ნიკოლოზ ქაცარიძე

არაბული - რუსუდან ბოლქვაძე

პარაოზი სერგო - სერგეი გარმაში

გამყიდველი მშრალი ხიდიდან - ალეკო ბეგალიშვილი

ჩიტი მშრალი ხიდიდან - ნინო არსენიშვილი

საზამთროს გამყიდველი -  დავით  დვალიშვილი

მაიმუნი - ნანუკა ხუსკივაძე

ანიმატორები:

თამარ ამირაჯიბი

იმედა გულიაშვილი

ბადრი გვაზავა

ირაკლი შარაშიძე

მედეა ბლიაძე

თამარ კობახიძე

 

 

სპექტაკლის შესახებ:

გაბრიაძის თეატრის ისტორია 1981 წელს დაიწყო სპექტაკლით «ალფრედი და ვიოლეტა». სიყვარულის მარადიულ ამბავს, რომელიც ყველასთვის ცნობილია ალექსანდრე დიუმა - შვილის რომანიდან “ქალი კამელიებით” და ჯუზეპე ვერდის ოპერიდან “ტრავიატა”, რეზო გაბრიაძემ სრულიად ახალი მხატვრული გადაწყვეტა მისცა. დიდი პაუზის შემდეგ, სპექტაკლი კვლავ დაუბრუნდება თეატრს, ოღონდ უკვე ახალი სახით.

სიცოცხლის ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეზო გაბრიაძემ სრულიად განაახლა პიესა, დაამატა მას ახალი გარემოებები და გმირები, შექმნა პერსონაჟებისა და დეკორაციების ესკიზები, რომლებიც დაედო საფუძვლად ახალი სპექტაკლის სცენოგრაფიას. ჩანაფიქრი ბოლომდე თეატრის დღევანდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ლეო გაბრიაძემ მიიყვანა.

სპექტაკლის მოქმედება ვითარდება თბილისში, მთაწმინდაზე, აგრეთვე - მილანში, ხაშურში, რომში, აბასთუმანში, ვენეციასა და დიღომში.

ამჯერად, ალფრედისა და ვიოლეტას მარადიული ისტორია 90-იანი წლების თბილისის დრამატული მოვლენების ფონზე გათამაშდება და მათ სიყვარულს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს…

განახლებულ დადგმაში კვლავ გაიგონებთ რამაზ ჩხიკვაძისა და ეროსი მანჯგალაძის ხმებს, რომლებიც აგრძელებენ ცხოვრებას ჩვენს თეატრში.

ჩვენთვის განსაკუთრებით ფასეულია, რომ ფონოგრამის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა, რომელმაც ვერდის გენიალური მუსიკა ქართულ ფოლკლორთან დააწყვილა.

 

ხანგრძლოვობა: 75 წუთი, შესვენების გარეშე

 

გაბრიაძის თეატრი თბილისის ძველ უბანში, შავთელის #13-ში მდებარეობს. ის 1981 წელს რეზო გაბრიაძემ დაარსა და სულ 80 მაყურებელზეა გათვლილი.

ეს უნიკალური საავტორო თეატრია, რომელიც ერთი ადამიანის შემოქმედებითი ენერგიით შეიქმნა. რეჟისორი, დრამატურგი, მხატვარი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე თავად წერდა პიესებს, ქმნიდა თოჯინებს და მათ თავისი თეატრის სცენაზე აცოცხლებდა. თეატრმა გააერთიანა ერთ სივრცეში რეზო გაბრიაძის მრავალმხრივი შემოქმედება.

ამჟამად გაბრიაძის თეატრის რეპერტუარში შემდეგი სპექტაკლებია: „ალფრედი და ვიოლეტა“, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“, „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“,  „რამონა“.

არსებობის 40 წლის განმავლობაში გაბრიაძის თეატრმა მრავალი ქვეყანა მოიარა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა: ავინიონის ფესტივალი (საფრანგეთი), სპოლეტოს ფესტივალი (იტალია), ლინკოლნ ცენტის ფესტივალი (ნიუ იორკი, ა.შ.შ.), კენედის ცენტრის ფესტივალი (ვაშინგტონი, ა.შ.შ.) ედინბურგის ფესტივალი (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი), ბარბიკან ცენტრის ფესტივალი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) და სხვ.

გაბრიაძის გმირების იუმორი, დარდი თუ სიხარული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გასაგებია, რადგან მისი ხელოვნების ენა უნივერსალურია.

რეზო გაბრიაძე 2021 წელს გარდაიცვალა, მაგრამ “საქართველოს ეროვნული განძი”, როგორც მას ხშირად იხსენებენ უცხოურ პრესაში, აგრძელებს შემოქმედებით ცხოვრებას, მისი ხელოვნება ისევ ახდენს ზეგავლენას კულტურაზე და წარუშლელ კვალს ტოვებს მაყურებელზე.

2017 წლიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ლეო გაბრიაძე

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  ლეო გაბრიაძე

თეატრის დირექტორი ნათელა წიკლაური

საკონტაქტო პირი თამთა თურმანიძე

Tel: 599573470, mail: tamta_ge@yahoo.co.uk

www.gabriadze.com

 

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved