9 მოქმედება

  • რეჟისორი: დავით ხორბალაძე
  • თეატრი:UNTITLED TBILISI
  • თარიღი:
    • 1 სექტემბერი - 20:00 სთ,

ავტორი -  დავით ხორბალაძე

რეჟისორი  - დავით ხორბალაძე

სცენოგრაფია  - თიხის ობიექტები და ინსტალაცია  - ჯია ჯია ჩენი

ქორეოგრაფი -  ნათია ჩიკვაიძე

კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება-  სკოტ მაკკალო

 

მონაწილეობენ:

გვანცა ენუქიძე, სკოტ მაკკალლო, ნათია ჩიკვაძე, ჯია ჯია ჩენ, თანო ჩხეიძე

 

ხანგრძლოვობა: დაახლოებით 6 საათი. მაყურებელს შეუძლია სურვილისამებრ შემოსვლა და გასვლა ნებისმიერ დროს

ჟანრი:

მოგზაურობის შემთხვევაში: 7 ადამიანი

 

„9 მოქმედება“ — მულტიდისციპლინური პერფორმანსია, რომელიც აერთიანებს ცეკვას, ტექსტს, იმპროვიზებულ მუსიკას და თიხის ცოცხალ ინსტალაციას. იგი იკვლევს ფორმის ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს მისი არსის შეუცვლელად — ტრანსფორმაციას აქცევს განმეორებად შრომად და მიჰყავს სისტემური ცვლილების კრიტიკულ ზღვრამდე.

პერფორმანსის ღერძს წარმოადგენს მოქმედებების სტრუქტურირებული ციკლი, რომელშიც შემსრულებლები თიხას სხვადასხვა ფორმაში ამყოფებენ, შედეგად კი მასალა, სიმყარიდან, მისთვის არაბუნებრივ, მუდმივად ცვალებად მდგომარეობაში განაგრძობს არსებობას.

თიხა — უძველესი და სიმბოლურად დატვირთული მატერია — ატარებს როგორც ცივილიზაციების ჩამოყალიბების, ისე მათი ნგრევის მეხსიერებას. რაზე მეტყველებს ეს მასალა დღეს, სამყაროში, რომელიც სავსეა პოლიტიკური არეულობით, ომით, სისტემური კოლაფსითა და ტრანსფორმაციის გადაუდებელი საჭიროებით?

დაახლოებით 6 საათის განმავლობაში, ქორეოგრაფის, რეჟისორის, დრამატურგის, ვიზუალური არტისტის, კომპოზიტორისა და სამი შემსრულებლისგან შემდგარი ჯგუფი აგებს მოძრაობასა და ჟღერადობაზე დაფუძნებულ, ერთი შეხედვით უაზრო ქმედებათა ციკლს, რომელიც უარყოფს ძალაუფლების მკაცრი, მასკულინური სტრუქტურების რეპროდუქციას და ანაცვლებს მას დაშლილი და ფლუიდური ფორმებით.

პერფორმანსი შეიქმნა პერფორმანსის ფესტივალისთვის — THE BLUE OF HIGH ZENITHS (ერევანი, HayArt კულტურის ცენტრი, 2025).

untitled tbilisi — ხელოვნებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს სამხრეთ კავკასიის ხელოვანებსა და სახელოვნებო აქტივისტებს ქალების, ქვიარებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების კულტურული და უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერებისთვის — როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო სახელოვნებო პროექტების მეშვეობით.

ორგანიზაცია დაარსდა თბილისში, 2019 წლის დასაწყისში, და მიზნად ისახავს სოციალური გავლენის მოხდენას სამხრეთ კავკასიის ხმების შეკრების გზით.

untitled tbilisi ახორციელებს ფესტივალებს, გამოფენებს, პერფორმანსებს, კინოჩვენებებს, ხელოვანებთან საუბრებს, მრგვალ მაგიდებს, ქსელურ შეხვედრებს, ასევე მრავალ საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობას, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების ხელშეწყობას, ცნობიერების ამაღლებასა და რეგიონში ქალების, ქვიარ ადამიანებისა და სხვა საფრთხის ქვეშ მყოფი ჯგუფების მხარდაჭერას.

2024 წელს untitled tbilisi-მა დააარსა THE BLUE OF HIGH ZENITHS — პერფორმანსული ხელოვნების ფესტივალი, რომელიც აერთიანებს კავკასიისა და მეზობელი ქვეყნების პერფორმანს ხელოვანებს, რათა ერთად იმსჯელონ ქვიარ მომავლის თემაზე და გამოიკვლიონ ტრანსნაციონალური და დეკოლონიური საზოგადოების მშენებლობის ტაქტიკები. ფესტივალის მეორე, განსაკუთრებით წარმატებული გამოშვება 2025 წლის მაისში, ერევანში, სომხეთში გაიმართა.

2024 წელს untitled tbilisi-მ აგრეთვე დააფუძნა პლატფორმა IN THE MOUNTAINS, რომელმაც პირველივე წელს სამხრეთ კავკასიიდან რვა ქვიარ და ფემინისტი ხელოვანისთვის განახორციელა 3-თვიანი შერეული ფორმატის რეზიდენცია, გამართა მასშტაბური ფესტივალი ბერლინში და მოაწყო საგანგებო კონფერენცია თბილისში.

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  -  საბრინა ბელენზიერ / გიორგი როდიონოვი

თეატრის დირექტორი -  საბრინა ბელენზიერ / გიორგი როდიონოვი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: info@untitledtbilisi.com 

ტელ:   +995599250216

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved