და კიდევ ერთხელ - ფესტივალი დააფუძნა თბილისის მერიამ 2009 წელს. დღემდე მერია განსაკუთრებით პატრონობს ფესტივალს და ხელს უწყობს განვითარებაში. ჩვენ დაარსებისას შევიძინეთ მეგობრები - მაშინ, როდესაც არავის სჯეროდა ჩვენი. ეს მეგობრები დღემდე მოგვყვებიან. მადლობა მათ! წლებთან ერთად ჩვენი სპონსორების და მეგობრების წრე გაიზარდა ! ყველას მადლობა და წარმატება! ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს თანადგომას! თქვენს გარეშე, ფესტივალი ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც ეხლაა ! თქვენს გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით ვერც ქართული პროგრამის და ვერც საერთაშორისო პროგრამის ასე ჩატარებას, სტუმრებს ვერ შევაყვარებდით თბილისს და საქართველოს და ვერ გავხდებოდით არა მარტო თეატრის და კულტურის, არამედ ტურიზმის და სოციალური ცხოვრების ცენტრი! 2023 წელი