ზაზა სოფრომაძე
პოზიცია:
თეატროლოგი, კრიტიკოსი
ელ-ფოსტა:
zazasopromadze73@gmail.com
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თეატრმცოდნეობის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის კულტურის და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში საზღვარგარეთის და ქართული თეატრის ისტორიის პედაგოგად, საქართველოს თეატრალური საზოგადოების ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციაში, საქართველოს კულტურის სამინისტროში. იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის კონსულტანტი თეატრალური ხელოვნების სფეროში. ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებული აქვს რეცენზიები, დიალოგები, ნარკვევები, შემოქმედებითი პორტრეტები.