ქართული შოუქეისის ფარგლებში
29 და 30 სექტემბერს - 11:00 - 14:00 საათზე
Venue: მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმი
თეატრის კრიტიკოსთა სიმპოზიუმს მასპინძლობს: "საქართველო ხვდება გერმანიას/გერმანია ხვდება საქართველოს"
გერმანელი თეატრის კრიტიკოსები შეხვდებიან თავიანთ ქართველ კოლეგებს, მოისმენენ და განიხილავენ თანამედროვე თეატრის კრიტიკის შესახებ თავიან პოზიციებს, პროფესიის დანიშნულებასა და ბოლო პერიოდის ცვლილებებს.
შეხვედრის თემები საერთო ნიადაგის მოსინჯვას, ურთიერთგაგებას, განსხვავებების აღმოჩენასა და შესაძლო სამომავლო პერსპექტივების გარშემო იტრიალებს.
გერმანელ კრიტიკოსებს გაზეთებში, ყოველთვიურ ჟურნალებში, რადიოში, ტელევიზიასა და ინტერნეტ-სივრცეში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. ისინი არიან გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წერენ თეატრზე, რომელიც ძალიან უყვართ და, რაც მთავარია, აღწერენ გერმანული თეატრის ცვლილებებს, განსაკუთრებით ქვეყნის დედაქალაქ ბერლინში.
კონფერენცია გაიმართება ინგლისურ ენაზე და ორ დღეს გასტანს.
კონფერენციის პირველ დღეს პანელის ყველა მონაწილე, ქართველები და გერმანელები, თეატრის კრიტიკის თავიანთ განსაკუთრებულ გამოცდილებებზე ისაუბრებენ. დისკუსიის პროცესში, ქართული და გერმანული თეატრისა და კრიტიკის შესაძლო მსგავსებებსა და განსხვავებებზე დაყრდნობით, მსმენელთან ნაყოფიერი შეხვედრისთვის ნიადაგი მომზადდება და გაიწერება.
მეორე დღის პრეზენტაციებისა და დისკურსიების ფოკუსი ე.წ. „ახალ მედიას“ შეეხება. ბოლო პერიოდში, ჟურნალისტიკის ყველა მიმართულება ინტერნეტის უთვალავი არხისკენ ინაცვლებს. რა გავლენას იქონიებს ეს ქართული და, ამავდროულად, გერმანული თეატრების შემოქმედებით საქმიანობაში? რა გავლენა აქვს ამ ცვლილებებს სათეატრო რეცენზიების წერის პროცესში? თეატრის კრიტიკოსი გაქრება თუ შეძლებს უამრავი სხვა ადამიანის დინებაში შერწყმას?
და ბოლოს, ჩვენი ყველა პრეზენტაციისა და დისკუსიის გამჭოლი შეკითხვა შეიძლება გახდეს: მოცემულ პოლიტიკურ გარემოში, როგორ ახერხებენ მსახიობები/დასები/სპექტაკლები სცენაზე არსებობას?
ჩვენ მივესალმებით მაყურებლის აქტიურ ჩართულობას მთელი პროცესის განმავლობაში!