ძვირფასო მეგობრებო,
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას 2023 წლის პროგრამისათვის.
Georgian Showcase – ი გაიმართება 22 სექტემბრიდან - 27 სექტემბრის ჩათვლით!
Georgian Showcase თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ერთ-ერთი პრიორიტეტული ნაწილია, რომელიც საერთაშორისო კულტურულ
სივრცეში თანამედროვე ქართული თეატრის პოპულარიზაციას ემსახურება.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
• ყველა სახელმწიფო თეატრს და დამოუკიდებელ თეატრალურ კომპანიას!
• ყველა იმ სპექტაკლს, რომლის განაცხადიც წარმოდგენილი იქნება სრულად 2023 წლის 15 მაისამდე!
• ასევე, პრემიერებს რომლის ჩვენება გაიმართება ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში. (23 სექტემბრიდან-27 სექტემბრის ჩათვლით)
• ყველა სპექტაკლს, რომელიც დადგმულია 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის 15 მაისამდე!
პრემიერების თაობაზე განაცხადი ასევე უნდა წარმოადგინოთ 15 მაისამდე.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საბჭოს მიერ დამტკიცებული სარეკომენდაციო ჯგუფი რეკომენდაციებს გაუწევს პროგრამის
ფარგლებში წარმოდგენილ სპექტაკლებს.
თხოვნა!
იმ შემთხვევაში თუ უკვე დადგმული გაქვთ სპექტაკლი რომლის წარდგენასაც აპირებთ, ნუ დაელოდებით განაცხადის მიღების ბოლო ვადას. წინასწარ წარდგენილი
ინფორმაცია დაგვეხმარება სტუმრებს პერიოდულად მივაწოდოთ ინფორმაცია პროგრამაში მონაწილე სპექტაკლების შესახებ. ვადაზე ადრე წარმოდგენილი
ინფორმაციის საშუალებით კიდევ უფრო მეტი სტუმარი დააინტერესდება თქვენი თეატრით, სპექტაკლით და მთლიანად Georgian Showcase - ით.
ასევე გთხოვთ, აპლიკაციის შევსებისას გაითვალისწინოთ მოთხოვნილი მასალის სიზუსტე:
- ტექსტის ზომა, შინაარსი და ლაკონურობა
(თეატრის ისტორიის ტექსტი უნდა ასახავდეს თეატრის დღევანდელ საქმიანობას, მიმართულებას, პროექტებს, რეპერტუარს.)
-ფოტოების ხარისხი (იხ. განაცხადის ფორმაში მითითებული რეზოლუცია)
-ვიდეო ჩანაწერის და სარეკლამო რგოლის ხარისხი (იხ. განაცხადის ფორმაში მითითებული რეზოლუცია)
არასრული განაცხადი არ მიიღება!
საერთაშორისო სტუმრების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ინტერესიც დიდია პროგრამის მიმართ!
გთხოვთ, განაცხადი წარმოადგინოთ ელექტრონული ფორმით
(E-mail საშუალებით - showcase@tbilisiinternational.com
ან CD-ზე ჩაწერილი, მისამართზე: მარჯანიშვილის ქუჩა #8 ).
განაცხადი შევსებული უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 მაისი!
გთხოვთ იხილოთ თანდართული აპლიკაციის ფორმა ქართულ ენაზე
გთხოვთ იხილოთ თანდართული აპლიკაციის ფორმა ინგლისურ ენაზე
პატივისცემით
თამარ ლალიაშვილი
Tel: +995 574 77 11 71, +995 322 95 35 82