ფესტივალის სექტემბერი მოდის ! და ჩვენი მოხალისეების შეკრების დროც !
მაშ ასე - ვიწვევთ მოხალისეებს ფესტივალზე სამუშაოდ.
სულ 6-7 მოხალისეს შევარჩევთ ფესტივალის საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამაზე. 
საქმე ბევრი და საინტერესო. გრაფიკი რთული, მოთხოვნები მაღალი - მაგრამ სრულიად გამორჩეული გამოცდილება გარანტირებულია !
მაშ ასე როგორ მოხალისეებს ვეძებთ: 
1. აუცილებლად უნდა ფლობდეთ ინგლისურ ენას (სხვა ენების ცოდნაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ინგლისური გადამწყვეტია  ) 
2. უნდა შეგეძლოთ კომუნიკაცია მარტივად, სრაფად და სრული ყურადღებით 
3. დაგვიანება და გაცდენა არ იქნება მისაღები, გარდა სრულიად საპატიო მიზეზებისა
 რას გააკეთებთ: 
1. საერთაშორისო პროგრამის სპექტაკლებზე და ღონისძიებებზე სხვადასხვა საქმეს (ადმინისტრაციული, ტექნიკური, სამასპინძლო); 
2. ქართული სპექტაკლების პროგრამის განმავლობაში უცხოელი სტუმრების მასპინძლობა  (გრაფიკის  მიხედვით  სტუმრების გადაადგილების უზრუნველყოფა, დახმარება ნებისმიერ საკითხში , მათ შორის მარტივ თარგმანში; დახმარება შოუქეისის მონაწილე თეატრებთან კომუნიკაციაში და სხვა) 
 
სამუშაო თარიღები: 12 სექტემბერი - 4 ოქტომბერი, 2024 .
გთხოვთ დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი მოკლე CV მისამართზე : info@tbilisiinternational.com; 
მხოლოდ 5 სექტემბამდე. არ დაგავიწყდეთ - თქვენს CV-ს საკონტაქტო მოაყოლოთ. 
ჩვენ მოვახდენთ შერჩევას, დაგიკავშირდებით და შევხვდებით ტრეინინგისათვის.