ძვირფასო მეგობრებო,

გაცნობებთ, რომ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის განაცხადების მიღება 2015 წლის 31 მაისს დასრულდა.

წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაში 24 თეატრის 38 სპექტაკლის განაცხადი შემოვიდა როგორც დედაქალაქიდან ასევე რეგიონებიდან.

დიდ მადლობას ვუხდით ყველა თეატრს და დამოუკიდებელ ჯგუფს თანამშრომლობისათვის.

2015 წლის ქართული სპექტაკლების მთავარი პროგრმა, ამ დროისთვის, 11 თეატრის 12 სპექტაკლით განისაზღვრა. პროგრამა თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია.

პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს შოუქეისზე წარდგენილი ის პრემიერები, რომლებიც 5 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ჯერ კიდევ რეკომენდაციის მოლოდინშია სამი სპექტაკლი,რომელსაც 3 ივლისს დამატებით გამოვაცხადებთ.

სარეკომანდაციო ჯგუფი შედგება თეატრის კრიტიკოსებისაგან - 7 ადამაინი - რომელიც საერთაშორისო კრიტიკოსთა ასოციაციის ქართული სექციის და საქართველოს კრიტიკოსთა ასოციაციის მიერ დასახელდა.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, მთავარ პროგრამაში რეკომენდირებული სპექტაკლების გარდა, ყველა დაინტერესებულ თეატრს ან დამოუკიდებელ ჯგუფს საშუალება მიეცემა ქართული სპექტაკლების პროგრამის თარიღებში დანიშნოს მისთვის სასურველი სპექტაკლი ქართული სპექტაკლების პროგრამის თარიღების ფარგლებში - 5-8 ოქტომბერი. 
ასევე გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა დილის შეხვედრებში, გაიცნოთ და დაპატიჟოთ საერთაშორისო სტუმრები სპექტაკლებზე, ხოლო ფესტივალი უზრუნველყოფს სტუმრების ინფორმირებას დანიშნული სპექტაკლების შესახებ.

 

2015 წლის ქართული სპექტაკლების მთავარი პროგრამა:

შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული დრამატული სახელმწიფო თეატრი
უილიამ შექსპირი
"იულიუს კეისარი"
რეჟისორი რობერტ სტურუა

გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი
დათო ტურაშვილი
"გურჯი - ხათუნი"
ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე

თავისუფალი თეატრი
ალბერტ რამსდელ-ჰენრის პიესა „სილვიას“ მიხედვით
"რა დროს შექსპირია"
რეჟისორი იოანე ხუციშვილი

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი
ნიკოლოზ საბაშვილი
"1945"
რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
ოთარ ქათამაძე, პაატა ციკოლია
"კალიგულა"
რეჟისორი პაატა ციკოლია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი
იზაბელ დორე
"სეზარი და დრანა"
რეჟისორი რუსუდან კობიაშვილი

სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი
როდრიგო ფიშერი, ანტონინ მარტო
"2 + 2"
რეჟისორი როდრიგო ფიშერი

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
ბილი უაილდერი
"ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"
რეჟისორი გიორგი სიხარულიძე

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
ჰაინრიხ ფონ კლაისტის მიხედვით
"ვინ გატეხა ქოთანი?!"
დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა
რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე

თითების თეატრის და მარჯანიშვილის თეატრის ერთობლივი პროექტი
"თამაში მაგიდასთან"
რეჟისორი ბესო კუპრეიშვილი

სამეფო უბნის თეატრი:
ჟან ჟენე 
"მოახლეები"
რეჟისორი ნიკა თავაძე

დავით გაბუნია
"ბეჩავი"
რეჟისორი მიშა ჩარკვიანი

პრემიერები:

თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო პროფესიული თეატრი
ევრიპიდე
"მედეა"
რეჟისორი მიშა ჩარკვიანი

ანტონ ჩეხოვი 
"სამი და"
ქორეოგრაფი კონსტანტინე ფურცელაძე

ილიაჭავჭავაძის სახელობის ბათუმის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
ირაკლი სამსონაძე, ანდრო ენუქიძე
"ბონდოს ღამე"
ანდრო ენუქიძე

ინგმარ ბერგმანი
"ჩურჩული და კივილი"
რეჟისორი - მიშა ჩარკვიანი

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი
აკაკი წერეთელი
"ბაში - აჩუკი"
რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი

კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი:
ჯემალ ქარჩხაძე
"იგი"
რეჟისორი კახა ბაკურაძე

"ფან დოს მაგორია"
რეჟისორი კახა ბაკურაძე

რკინის თეატრი - ანდღულაძის არენა
დავით კლდიაშვილი
"სამანიშვილის დედინაცვალი"
რეჟისორი დავით ანდღულაძე

 
© 2024 All Rights Reserved