<p>მაშ ასე, სექტემბერმა უჩვენოდ ჩაიარა. კი გვქონდა სექტემბრის იმედი, მერე დეკემბრის...მაგრამ არ გამოდის -&nbsp; პანდემია გვიტევს. ყველას და ყველგან. &nbsp;სამყაროს უმეტესი ნაწილი შეჩერებულია ან &bdquo;დაკეტილი&ldquo;.&nbsp; კულტურას და თეატრს&nbsp; გამოეცალა ცოცხალი კომუნიკაციის შესაძლებლობა, მისი მთავარი ამბავი. თეატრი უმთავრეს&nbsp; &bdquo;საშიშ ადგილად&ldquo; გამოცხადდა პანდემიის გავრცელების გამო. საკონცერტო დარბაზებიც; საგამოფენო სივრცეებიც; მუზეუმებიც. &nbsp;ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ მოვხვდით სამყაროში, სადაც არ არის არც სპექტაკლებით და კონცერტებით დატვირთული საღამოები; არც ხმაურიანი გამოფენის გახსნები; არც რეივი კლუბებში.. არაფერი. არავინ იყო მზად ასეთი სამყაროსათვის.&nbsp; &lsquo;საშიშ&ldquo; ადგილის გარეშე კი&nbsp; ყველაფერი მოსაწყენი&nbsp; და შინაარსს მოკლებული აღმოჩნდა. ერთის მხრივ არტისტები პროფესიებს შენარჩუნებისათვის იბრძვიან,&nbsp; ხოლო მეორეს მხრივ -&nbsp; ადამიანები კარგავენ შესაძლებლობას ისიამოვნონ, იფიქრონ, კრიტიკულად იაზროვნონ, ფანტაზიებში დაიკარგონ. სითამამე დაიკარგა -&nbsp; ახალი აღმოჩენების და განსხვავებული გზების. ის სითამამე, რომელიც მხოლოდ არტისტებს შეუძლიათ რომ გვშთაბერონ.</p> <p>TIME ZERO - ასეც ეძახიან ამ დროს თეატრში. გამოწვევა ურთულესია და გზადაგზა ვფიქრობთ -&nbsp; როგორ უნდა გავუმკლავდეთ. არადა, უნდა გავუმკლავდეთ. ის, რომ მოცემულობა ასეთია, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შევეგუოთ. გამოწვევას აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ. გაჩერება გამორიცხულია.</p> <p>&nbsp;ამიტომაც &bdquo;დროებით&ldquo; მდგომარეობაში გადავედით და ამჯერად თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ონლაინ , ინტერნეტ სივრცეში გადავიყვანთ. საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამა 15 დეკემბრიდან დაიწყება და გვჯერა დაანონსებულ დეკემბრის სირთულეებში&nbsp; ოდნავ მაინც შეგახსენებთ, რომ ადამიანისათვის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის თუ როგორ ვცხოვრობთ; რომ უჩვენოდ -&nbsp; უთეატროდ, უკონცერტოდ, უფესტივალოდ, უმხატვროდ, უმწერლოდ, უმსახიობოდ სამყარო ვერ გაძლებს; რადგან ჩვენი ცხოვრების მრავალფეროვნებისათვის და მაღალი&nbsp; ხარისხსათვის კულტურა და თეატრი გადამწყვეტია.</p> <p>მაშ ასე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - დეკემბერი. ონლაინ!</p>
© 2024 All Rights Reserved