წელს,  დედაქალაქი  უკვე მე-14  თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

შემოდგომა თბილისი თეატრალური შეხვედრების,  სიახლეების ნახვის, შთაბეჭდილებების   გაზიარების, ახალი აღმოჩენებისა და ახალი გეგმების დასახვის პერიოდია.

ფესტივალი არც ამჯერად ღალატობს  ტრადიციას  და ახალ ექსპერიმენტებს არ  უშინდება.  ყოველ წელს  ჰქონდა და აქვს გარკვეული გეზი, ამოცანები და პრიორიტეტები. ის ყოველწლიურად სახეს იცვლის.

ყოველ წელს ფესტივალი არა მარტო საუკეთესო სპექტაკლებს წარადგენს არამედ გამოწვევის, დისკუსიისა და კამათის მცდელობაა  საზოგადოებასთან; კამათისა და დისკუსიის, რომელიც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე,  ომავალ თაობაზე, ქვეყნის და ქალაქის განვითარებაზე.

2022  წელს საერთაშორისო პროგრამა, 5 ქვეყნის 9 წარმოდგენას უმასპინძლებს.

უკრაინის მხარდასაჭერად პირველი წარმოდგენა, 26 სექტმებერს და  27 სექტემბერს   
ვლად ტროიცკი, დახ დოთერზტატიანა ტროიტსკა  მუსიკალური თეატრი სიკვდილის როკვა იქნება.   სიკვდილის როკვა  არის მოულოდნელი და ამავე დროს სასწრაფო აუცილებლობა ხელოვნების საშუალებით წინ აღვუდგეთ ომის საშინელებას. უკრაინელი არტისტები ვლად ტროიცკი, ტატიანა ტროიცკა და დახ დოთერზ საფრანგეთში 2022ის მარტში ომს გაექცნენისინი მეგობრებმა ლე პრიუ - ნორმანდიის ნაციონალური დრამატურგიის ცენტრში  შეიფარეს. მასპინძლებთან ერთად ჯგუფმა ახალი მუსიკალურ-თეატრალური  შოუ შექმნა, მუსიკალური სპექტაკლი იმ ისტორიებისა და განცდების საფუძველზე, რომელიც მათ ომმა მოუტანასპექტაკლი    გამოწვევაა სიყვარულისა და მშვიდობისათვის..

27 და 28 სექტემბერს,  მაყურებელის წინაშე     „ჯამბაზების სახლები“ (გერმანია) წარსდგება.  ერთი შენობა, ხუთი ბინა, ექვსი მოქმედი პირი. მაყურებელი ხედავს მათ  ცხოვრებას - ისინი  ჩაბნელებულ, კლაუსტროფობიურ გარემოში ცხოვრობენ;  ბევრი შიშითა და აკვიატებებით, სიმარტოვის გამძაფრებული შეგრძნებით.


4, 5 ოქტომბერს
სრული სიგიჟეს იხილავთ!  გარშემო -  კარები ცულის ტარზეა დამაგრებული, დივანი ადამიანებს ყლაპავს  ხოლო  კედლები იხსნება და ორმო ნაპრალები ჩნდება  და თავბრუ გეხვევა, როდესაც სპექტაკლში კვანძი იკვრება.  კომპანია ჯაკობ აჰლბომ კომპანია „ლებენსრაუმით“ წარსდგება.

ასევე ფესტივალის  ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა ირანული დასი სპექტაკლით  ქალი ვარ, გესმის ჩემი ? რომლის წარმოდგენაც 7 სექტემბერს გაიმართება. სპექტაკლი სამი თაობის  ირანელი ქალების - ტკივილსა და ტანჯვაზეა  . ბებიიდან  ჩვენს დროში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონამდე; ქალების სიყვარულზე, სიძულვილზე, შიშზე, იმედებზე... სპექტაკლი ომზეა - ომზე, რომლის ხმაც არავის არასდროს ესმოდა. ეს ის ხმაა, ათწლეულების განმავლობაში  რომ იმალება თოვლისა და სიცივის ქვეშ, ხმა, რომლის ექოსიც კი გვეშინია. ეს ხმა ქალისაა.

 და ბოლოს 9 და 10 ოქტომბერს! არ უნდა  გამოტოვოთ დაიტო მანაბეს წყვეტილი ფიგურები იაპონიიდან, სპექტაკლში გამოყენებულია დრონები,ასევე იყენებს  A.I (ხელოვნური ინტელექტს)  და კომპიუტერულ ცოდნას რათა დასაბამი მისცეს მოძრაობებს, რომელიც სცდება ადამიანის პირობითი საზღვრების სუბიექტურობას და ემოციურ გამომსახველობას.

სცენაზე  დეკორაცია - მიკროდრონებიდან მართხკუთხა  ჩარჩოების ჩათვლით მოცეკვავეების ყველა მოძრაობაზე რეაგირებენ; მოძრაობაზე რომელიც უამრავ წესსა და ალგორითმს ეფუძნება სხეულის ახალი გამომსახველობის შექმნის  მიზნით. 

ფესტივალის მეორე და უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქართული სპექტაკლების პროგრამა.
28 სექტებრიდან- 2 ოქტომბერის ჩათვლით ქართული შოუქეისი 28 თეატრის  42 ქართულ წარმოდგენას აერთიანებს, როგორც დედაქალაქიდან ისე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. ქარული თეატრის გასაცნობად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან  65 დელეგატი ჩამოდის.  (თეატრალური პროდიუსერები, კრიტიკოსები, ჟურნალისტები, სხვადასხვა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები)

© 2024 All Rights Reserved