2017 წლის შემოდგომაზე   დედაქალაქი  რიგით მე-9  თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა სულ მოკლე ხანში შეძლო მოეპოვებინა საერთაშორისო პრესტიჟი, პოპულარობა  და რეპუტაცია. როგორც ნებისმიერი სხვა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, თბილისის ფესტივალიც ერთგვარი ფანჯარაა მსოფლიოში მოქალაქეებისათვის.

თბილისისათვის ფესტივალი ერთგვარი სავიზიტო ბარათია,   კულტურული  ხიდი დასავლეთსა და ღმოსავლეთს შორის; თანამედროვე მსოფლიოსთვის კი მნიშვნელოვანი კულტურული სივრცე , ადგილი, სადაც უდიდესი თეატრალური ტრადიციებისა და ამოუწურავი შემოქმედებითი ძალების გაერთიანება ხდება.

2017 წლის 18 სექტემბერიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით ფესტივალი წარადგენს:

  •  საერთაშორისო პროგრამას
  • პროგრამას  New
  • ქართული სპექტაკლების პროგრამას  2- 6 ოქტომბერი
  • ფესტივალის კლუბის პროგრამას
  • საერთაშორისო   გამოფენებს, კონფერენციებს, სპეციალურ სტუმრებს, ვორქშოფებს და სემინარებს.

 

მაშ ასე!

18 სექტმებრიდან თბილისში - გერმანიის, ირლანდის, იტალიის, რუსეთის, პოლონეთის, რუმინეთის,  დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის  მსოფლიო შედევრები და ახალი აღმოჩენები!

სახელგანთქმული კშიშტოფ  ვარლიკოვსკის შედევრი „ფრანგები“ და დედ ცენტრის „ჩეხოვის ბოლო  პიესა“,  ლევან წულაძის და დავით დოიაშვილის იტალიასა და რუმინეთში დადგმული სპექტაკლები;  ბერლინის ოქროს ეპოქის მუსიკის პერფორმანსი და წარსულისაკენ  გასროლილი  კითხვები- მომავლის განსზაღვრისათვის - შტოლპეშტაინე.

ასევე  ტრადიციულად  თეატრის შენობის გარეთ - წელს ღია ცის ქვეშ  - მაყურებელი  TEN -ს  იხილავს (Deaf Men Dancing company ) ქუჩის წარმოდგენა ბრიტანული ჟესტების ენის, მიმიკის, ფიზიკური თეატრისა და ცეკვის საშუალებით.

2-6  ოქტომბერი ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილი -  ქართული სპექტაკლების პროგრამა Georgian ShowCase!

ქართული სპექტაკლების პროგრამა  გასული  სეზონის (2016-2017) შეჯამებაა. შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების  მიზნით. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე 90-მდე საერთაშორისო სტუმარს ველოდებით.      

წელს  ფესტივალის კლუბი,  განსაკუთრებული და მრავალფეროვანი პროგრამით    უმასპინძლებს ფესტივალის მონაწილეებსა და მაყურებელს 

საკონტაქტო პირი:
თამარ ლალიაშვილი
პრესასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ: +995 574 77 11 71, +995 322 95 35 82
E-mail: tamuna@tbilisiinternational.com

 

© 2024 All Rights Reserved