2016 წლის 26 სექტემბერს, 20:00 საათზე
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი (დიდი სცენა) 

კარი ჰოასი

წყლად გადაიქეცი, კარი ჰოას პროდაქშენი, ნორვეგია

ავტორი: კარი ჰოასი
ჟანრი: თანამედროვე ცეკვა
რეჟისორი: კარი ჰოასი
გამოყენებული მუსიკა: მერედით მონკი, კაიჰან კალჰორი, ლევონ მინასიანი, დელფინ მანტულე & ვალენტინ დჰმანი, არმან ამარი & სეიედ მოჰამად ჰანჯანი
ქორეოგრაფი: კარი ჰოასი
განათება და ვიდეო: ტორდ ელიასენი
კოსტიუმების მხატვარი: სიგნე ვასჰუსი
ფოტოგრაფი: კიმ ს. ფალკ-იორგენსენი

მონაწილეობენ: ანტერო ჰაინი, ოსნე სტორლი, ანე ლისე პეტერსენ რონე, გერდ კაისა ვორენი, ანტონ ვრეტლინგი, იონას იორკნერი

სპექტაკლის შესახებ:
ქორეოგრაფი კარი ჰოასი აგრძელებს ექსტრემალური და ორგანული ფიზიკურობის ძიებას ქორეოგრაფიული სტრუექტრების ემოციური მათემატიკის ფარგლებში; ამჯერად დადგმაში ექვსი მოცეკვავე მონაწილეობს. წარმოდგენის ფონი შიშია, რომელსაც კლიმატური ცვლილებებისგან თავსდატეხილი აპოკალიფსი ბადებს. ავტორმა ამ ნამუშევარში აირთია პოეტური და იმპრესიონისტული გზა, რათა ეკვლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტი - წყალი.  

წყალი აუცილებელი ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის, მთელი პლანეტის მაკრო პერსპექტივიდან დაწყებული, ცალკეული უჯრედის მიკრო პერსპექტივით დამთავრებული. ჩვენი სხეულები სამოცდაათი პროცენტით წყლისგან შედგება. ამიტომაც, ეს ჩვენი უძვირფასესი საკუთრებაა. ჩვენ, ადამიანები წარმოვადგენთ სითხის ზღვას, რომელიც ქმნის სტრუქტურასა და ფორმას, ორგანიზმისებრ კონფიგურაციას, გეომეტრიას, პულსაციის რიტმს, რომელიც განგვაცდევინებს გარკვეულ გამოცდილებას, გრძნობებს და ასევე ფიქრსა თუ სხვებთან აზრთა მიმოცვლას.

„ჩვენი სამყარო დღეს სავსეა შიშითა და დაცალკევებით. ომის, წყალდიდობების, გვალვების, კატასტროფებისა და დაბინძურების, გადარჩენისა და გაძლიერებისათვის მებრძოლი ადამიანების სურათები ყველგანაა. იმედი მაქვს, ამ ყველაფრის გაცნობიერებით ერთგვარ ფონი შეიქმნება ჩემი ნამუშევრისთვის, და დაიბადება იმედისა და თანაგრძნობის ნაპერწკალი ჩვენი საზიარო სამყაროს გაუმჯობესებისათვის.“

-კარი ჰოასი

„გადაიქეცი წყლად, რომელიც ნაპრალებში აღწევს. ნუ იქნები დაჟინებული, მოერგე საგანს და იპოვი შემოვლით ან ისეთ გზას, რომელიც მასში გადის. თუ შენ შიგნით არაფერი დარჩება ხისტი, გარეგანი საგნები თავისთავად გაიხსნებიან. გამოაცარიელე გონება, გახდი წყალივით უფორმო. თუ წყალს თასში ჩაასხამ, იგი თავად იქცევა თასად. წყალს ბოთლში ჩაასხამ და ბოთლად გადაიქცევა; ჩაიდანში ჩაასხამ და ჩაიდნად იქცევა. წყალს შეუძლია იდინოს ან წალეკოს. იყავი წყალი, მეგობარო.“ 

ბრიუს ლი

პრესა:

„ოკეანე ღრიალებს, მოცეკვავეები ერთმანეთზე დაგორავენ, ცდილობენ, წამოდგნენ, ერთმანეთს ეჭიდებიან, ეხმარებით, ებრძვიან, ეხვევიან, ეჩხუბებიან. სცენა ყოვლისმომცველია. აზრით მივემართებით ხმელთაშუა ზღვაში დამხრჩვალ ლტოლვილებთან, ან ჯონ აკომფრასის ვიდეონამუშევართან „თავბრუსხვევის ზღვა“, რომელმაც დიდი ყურადღება დაიმსახურა ვენეციის შარშანდელ ბიენალეზე... მოძრაობის ენა ბუნებრივია, მაგრამ, ამავდროულად ფიზიკურად ძალიან საშიში და სარისკო, აკრობატიკის, ქუჩის ცეკვისა და საბრძოლო ხელოვნების ელემენტებით. მიზიდულობის ძალა გამუდმებით გვახსენებს თავს... თუმცა, შეგრძნება მაინც იმედით სავსეა. თუ ადამიანებს შეუძლიათ იცეკვონ წყალი, გადარჩენის გზებსაც იპოვნიან.“ - კარინ შემსბი, „დანსტიდნინგენ“, შვედეთი

გასტროლის მხარდამჭერები: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნორვეგიის საელჩო აზერბაიჯანში, არტს ჰაბ ნორვეგია და ნორვებიის ხელოვნების საბჭო. 

ხანგრძლივობა: 60 წუთი 
თეატრის შესახებ: 
კარი ჰოას პროდაქშენი შეიქმნა 2004 წელს ნორვეგიელი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის კარი ჰოასის მიერ, რომელიც ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენების გზით სწავლობს თანამედროვე ცეკვის საზღვრებს და მოქნილი მეთოდებით ცდილობს შექმნას და წარმოადგინოს სანახაობა, რომელიც მის პირად მხატვრულ გამოცდილებას ეფუძნება.

,,ჩემს სოლო და ჯგუფურ ნამუშევრებში ვიყენებ ჩემს საცეკვაო გამოცდილებას. ვცდილობ შევქმნა მრავალფეროვანი და მიმზიდველი წარმოდგენები, რომლებიც იწვევენ ორაზროვნებას და კამათს. გარდა ამისა, ვცდილობ ჩემმა სპექტაკლებმა შეინარჩუნონ ჰუმანურობა და დაამყარონ კავშირი სხვა კულტურებთან და ისტორიასთან’’ - კარი ჰოასი  

კარი ჰოასის პროდუქცია ნაჩვენები იყო ამერიკაში, დომინიკის რესპუბლიკაში, იორდანიაში, პალესტინაში, ესპანეთში, საფრანგეთში, შვედეთში, გრენლანდიაში და მთელ ნორვეგიაში. ისეთ საკონცერტო დარბაზებში, როგორიცაა Dance Theater Workshop-ი და P.S.-ი ნიუ იორკში და Dance House/National Stage for Dance ნორვეგიაში და სხვა.

www.karihoaas.com

საკონტაქტო პირი
თამარ ლალიაშვილი პრესასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ:+995 574 77 11 71
Email: tamuna@tbilisiinternational.com

© 2024 All Rights Reserved