2016 წლის 1 - 2 ოქტომბერი , 20:00 საათზე
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი(დიდი სცენა)

ივან ტურგენევის „გაზაფხულის ნიაღვრების“ მიხედვით.

რუსი რანდევუზე, რუსეთი

დადგმის ხელმძღვანელი: ევგენი კამენკოვიჩი
რეჟისორი: კონსულტანტი: იური ბუტორინი
სცენოგრაფია: ვლადიმირ მაქსიმოვი
განათების მხატვარი: ვლადისლავ ფროლოვი
კოსტიუმების მხატვები: ანა ბელანი, ვალერია კუროჩკინა
ფოტო: ალექსეი ხარიტონოვი, ალიონა ბესერი, ანა ინოზემცევა 

მონაწილეობენ:
დმიტრი სანინი - ფიოდორ მალიშევი
ზედამხედველი - დმიტრი ზახაროვი
გოეთე - დმიტრი ზახაროვი
მოხუცი გერმანელი ქალი - ეკატერინა სმირნოვა
დანაკერის არიადნეს ქანდაკება - სერაფიმა ოგარიოვა
ჯემა - სერაფიმა ოგარიოვა
ჯოვანი ბატისტა როზელი (ჯემას გარდაცვლილი მამა) - ამბარცუმ კაბანიანი
ფრაუ ელენა როზელი (ჯემას დედა) - ეკატერინა სმირნოვა
პანტალეონე ჩიპატოლა - დმიტრი ზახაროვი
ჰერ კარლ კლუბერი (ჯემას საქმრო) - ამბარცუმ კაბანიანი
ფონ დონჰოფი (მაიორი) - იური ბუტორინი
ფონ რიხტერი (მეორე ლეიტენანტი) - მიხაილ კრილოვი
ექიმი - ამბარცუმ კაბანიანი
აკრობატი - ეკატერინა სმირნოვა
ჯამბაზი - იური ბუტორინი
მინერალური წყლის გამყიდველი - მიხაილ კრილოვი
ბუშტების გამყიდველი ქალი - მარია კოზიარი
მიმტანი - დმიტრი ზახაროვი
მზარეული - ეკატერინა სმირნოვა
იპოლიტ სიდოროვიჩ პოლოზოვი (თავადი) - დმიტრი ზახაროვი
მარია ნიკოლაევნა პოლოზოვა (მისი მეუღლე) - ეკატერინა სმირნოვა
ფრანგი კაცი-  მიხაილ კრილოვი
ვისბადაენელი კრიტიკოსი - ამბაცრუმ კაბანიანი
მსახიობები - მიხაილ კრილოვი, ამბარცუმ კაბანიანი

სპექტაკლის შესახებ:

სპექტაკლის სათაური, „რუსი რანდევუზე“ ჩერნიშევსკის ტურგენევის მოთხრობებისა და რომანებისადმი მიძღვნილი სტატიიდანაა ნასესხები. ეს სხარტი და მხიარული წარმოდგენა შეიქმნა ფომენკოს სახელოსნოს მოწაფეთა ტრადიციული „ცდისა და შეცდომების საღამოს“ საფუძველზე.

„გიტისის“ კურსდამთავრებულები (ო. კუდრიაშოვის სახელოსნო, 2010 და ე.კამენკოვიჩის სახელოსნო, 2011 წლის გამოშვება) თავიანთ თანატოლებს განასახიერებენ. ახალგაზრდა მსახიობები არღვევენ წესებს, ცუღლუტობენ, ენთუზიაზმით „თამაშობენ თეატრს“, მაგრამ ეს ანცობა კიდევ უფრო უსვამს ხაზს ადამიანად ყოფნის სიმწარეს...

ახალგაზრდა კაცი უდარდელად დახეტიალობს უცნობ ქალაქში; უკანმოუხედავად მოძრაობს, ხშირად გზა ებნევა, მაგრამ ამას, ერთი შეხედვით, ცუდი შედეგი არ მოჰყვება. მის ირგვლივ სიცოცხლე დუღს, თავიდან ჭრელი კარუსელივით, თეატრალური ნიღბების ფერხულივით, აყრუებს მსმენელს მრავალენოვანი ჟღურტულით და მამაკაცს ძალა არ შესწევს, შეჩერდეს, გონს მოეგოს. „აჰა, მიექანება ჩემი ცხოვრება! და ისე სწრაფად მიექანება, რომ თავბრუ მეხვევა...“ ეს ერთადერთია, რაც დმიტრი სანინს აღმოხდება. თუმცა, ფერადი კარუსელი სიკვდილის როკვად იქცევა და გაზაფხულის ნიაღვრები გამანადგურებელ ძალას მოიკრებს - მათგან სრულებით გატეხილი და მიწასთან გასწორებული გამოაღწევ, თუკი საერთოდ მოახერხე თავის დაღწევა...

ხანგრძლივობა: 2 საათი, 40 წუთი (ერთი შესვენებით)
თეატრის შესახებ:

ფომენკოს თეატრი-სახელოსნო ოფიციალურად 1993 წელს შეიქმენა, თუმცა, „ფომენკოების“ ისტორია 1988 წლიდან იწყება, როდესაც პიოტრ ფომენკომ სტუდენტების პირველი ჯგუფი აიყვანა რუსეთის თეატრალურ აკადემიაში („გიტისი“).

„გიტისში“ ყოველ ახალ ჯგუფს სახელოსნოდ მოიხსენიებენ, და რადგანაც ფომენკოს სტუდენტები სასწავლებლის დამთავრების შემდეგად ერთად დარჩნენ, თეატრმაც ამგვარი სახელწოდება მიიღო. რამდენიმე სტუდენტურმა დადგმამ ფომენკოს თეატრ-სახელოსნოს სახელი გაუთქვა. ერთი მათგანი („მგლები და ცხვრები“) დღემდე თეატრის რეპერტუარშია და მაყურებლის დიდი მოწონებით სარგებლობს. სპექტაკლის პრემიერა 1992 წელს შედგა და უკვე მესამე ათეული წელია, სცენიდან არ ჩამოსულა. კომპანია რეგულარულად იმატებს დასში ახალ სტუდენტებს.  

საკონტაქტო პირი
თამარ ლალიაშვილი პრესასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ:+995 574 77 11 71
Email: tamuna@tbilisiinternational.com

© 2024 All Rights Reserved