
ვინ მოგვიშუშებს იარებს
- რეჟისორები: მარიამ გილაშვილი, ანანო ვარძიელი, სონა კალანდაძე, თინათინ რაფავა, ქეთევან სამხარაძე, ინგა ღოღობერიძე
- თეატრი:დამოუკიდებელი ფემინისტური არტ-კოლექტივი
- მასპინძელი თეატრი :მუტანდ რადიო
- თარიღი:
- 16 სექტემბერი - 20:00 სთ,
ავტორები: მარიამ გილაშვილი, ანანო ვარძიელი, სონა კალანდაძე, თინათინ რაფავა, ქეთევან სამხარაძე, ინგა ღოღობერიძე
მუსიკა: ელენე ფიფია, Creams
ხანგრძლოვობა: 60 წუთი, შესვენების გარეშე
ჟანრი: მულტიმედიური პერფორმანსი
მოგზაურობის შემთხვევაში: 10 ადამიანი
> „ვინ მოგვიშუშებს იარებს" [II ნაწილი] უსახელო ფემინისტური
> არტ-კოლექტივის მულტიმედიური პერფორმანსია, რომელიც ეხება
> წინააღმდეგობაში ყოფნის გამოცდილებას, უიმედობისა და ბრძოლის სურვილის
> განცდას, დაკარგულობის შეგრძნებასა და საკუთარი თავის პოვნის მუდმივ
> მცდელობებს. პერფორმანსი ქალობაზე, ქალად ყოფნაზე, სიყვარულზე,
> ქვიარობაზე, სხეულზე, სევდასა და იმ ტკივილებზეა, რომლებიც ამ ყველაფერს თან ახლავს.
> პერფორმანსის მთავარი სწრაფვაა სახელოვნებო აქტი წინააღმდეგობის ერთ-ერთ
> მეთოდად გარდაქმნას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიმართლე დღითიდღე დგას
> განადგურების საფრთხის წინაშე.
- პროექტის მხარდამჭერი: უსახელო გალერეა_untitled.Tbilisi
დამოუკიდებელი ფემინისტური არტ კოლექტივი შვიდი თვეა არსებობს; შეიქმნა საქართველოში მიმდინარე წინააღმდეგობის ფონზე და მუშაობს სოლიდარობის პრაქტიკების და პოლიტიკური ხელოვნების საკითხების ირგვლივ.
- კოლექტივი აერთიანებს ექვს ქალ არტისტს: მარიამ გილაშვილი (ვიდეოგრაფი), ანანო ვრაძიელი (დრამატურგი, მსახიობი), სონა კალანდაძე (მხატვარი), თინათინ რაფავა, ქეთევან სამხარაძე (რეჟისორი, დრამატურგი), ინგა ღოღობერიძე (მწერალი); ხელოვანები მუშაობენ სხვადასხვა მედიუმში:
საშემსრულებლო ხელოვნება_თეატრი, პერფორმანსი, ტექსტი, ვიზუალური ხელოვნება, ვიდეო, ინსტალაცია. ერთად აორგანიზებენ საჯარო პერფორმანსებს, აქტივისტურ გამოსვლებს რეგიონებსა და თბილისში, რომელთა მიზანია რეპრესიული სისტემების მხილება და ახალი, ფემინისტური მომავლის წარმოდგენა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მეილი: ketsamkh@gmail.com
ტელ: + 995 591 000 988