
ვერაგობა და სიყვარული
- რეჟისორი: დავით თარბა
- თეატრი:თეატრი სახელოსნო 42
- მასპინძელი თეატრი :თეატრი სახელოსნო 42
- თარიღი:
- 18 სექტემბერი - 16:00 სთ,
პიესის ავტორი: ფრიდრიხ შილერი
თარგმანი: მზია გალდავაძე
დრამატურგი: ქეთევან სამხარაძე
რეჟისორი: დავით თარბა
რეჟისორის ასისტენტი: სოფო ხუნდაძე
მხატვარები: გვანცა ჯავახიშვილი და სანდრო მარგველაშვილი
კომპოზიტორი: ნიკა კოხრეიძე
ქორეოგრაფი: თინათინ წულაძე
მონაწილეობენ: ზუკა პაპუაშვილი, თამარ ყალაბეგაშვილი, ოთარ ლორთქიფანიძე, დუტა სხირტლაძე, მარიამ ჯოლოგუა, დავით როსტომაშვილი, გიორგი ცერცვაძე, მაია ხორნაული, გური ფოჩხუა, ნუკა ქევხიშვილი, გიორგი ტიელიძე, ლალიკო პატარიძე.
სპექტაკლის შესახებ:
არსებობს სიყვარული იქ, სადაც მაღალი ფენის წარმომადგენლები ვერაგობას საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად იყენებენ?
სადაც სიყვარული იძულებულია დაემორჩილოს იერარქიას;
სადაც სიყვარული ინსტრუმენტი ხდება;
შეიძლება კი ამ ვითარებაში სიყვარულსა და ვერაგობას შორის ზღვარი არსებობდეს?
ხანგრძლივობა: 150 წუთი, ორი შესვენებით
ჟანრი - დრამა
პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და ფრიდრიხ ებერტის ფონდი
თეატრი სახელოსნო 42 დამოუკიდებელი თეატრია, ის 2023 წელს გაიხსნა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, TBILISI FACTORY-ის ტერიტორიაზე. თეატრი 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების , როგორც აუცილებლობის, განვითარება და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში;
“თეატრი სახელოსნო 42” 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
თეატრი ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მეორე სეზონის ბოლოს მისი რეპერტუარი უკვე 12 სპექტაკლს მოიცავს - კლასიკა, თანამედროვე დრამატურგია, დოკუმენტური პიესა. ხოლო საგანმანათლებლო პროექტები , რომელიც თეატრში გაჩნდა, პოპულარულია და მოთხოვნადი.
თეატრალური ხელოვნების განვითარება და მსოფლიო კულტურულ რუკაზე ინტეგრირება ჩვენი მისიაა, ამიტომ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალები და ტექნოლოგიური უორქშოფები, საერთაშორისო გაცვლითი პროექტები, გამოფენები და კონფერენციები თეატრის პროფესიების სხვადასხვა მიმართუოლებით ; კოპროდუქციები ჩვენი დიდი ინტერესია და ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ.
თეატრს არ ჰყავს მუდმივი დასი, აქ გამოცდილ მსახიობებთან ერთად სცენაზე სრულიად ახალგაზრდები დგანან.
მიუხედავად რთული სეზონის (2024-2025 წლის სეზონი), 3 თვიანი გაფიცვისა და წინააღდეგობის მოძრაობისა, თეატრმა 3 პრემიერა გამოუშვა, მიიღო მთავარი პრემია თიბისი ბანკის ბიზნეს დაჯილდოვებაზე და საერთაშორისო პროექტებსაც უმასპინძლა;