ცხვირი

  • რეჟისორი: ლევან წულაძე
  • თეატრი:თეატრი სახელოსნო 42
  • მასპინძელი თეატრი :თეატრი სახელოსნო 42
  • თარიღი:
    • 17 სექტემბერი - 20:00 სთ,

ავტორი: ნიკოლოზ გოგოლის მოთხრობის ,,ცხვირი“, თავისუფალი ინტერპრეტაცია

 

რეჟისორი და სცენოგრაფი- ლევან წულაძე

კოსტიუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე

მუსკალური გაფორმება - ზურა გაგლოშვილი

ქორეოგრაფი - თინათინ წულაძე

რეჟისორის ასისტენტი - მაგდა წულაძე

ტექნიკური რეჟისორი - თამარ ფრუიძე

 

მონაწილეობენ :

ნიკა კუჭავა, ნიკა ხრიკული, მანანა კოზაკოვა, ბაია დვალიშვილი, დუტა სხირტლაძე

ონისე ონიანი, ანკა ვასაძე, ანუკა გრიგოლია. თეონა ქოქრაშვილი

 

ხანგრძლივობა  100 წუთიშესვენების გარეშე

ჟანრი: სატირული დრამა

 

 

 

 

თქვენი სახელი?სტატუსი? გავლენა?

და თუ ერთ დილას აღმოაჩენთ, რომ ეს ყველაფერი სხვას გადაეცათქვენ ვინ იქნებით?


იღვიძებ და ცხვირი აღარ გაქვს.

მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ის კი არ არის, რომ ის გაქრაარამედ ის, რომ ის უკვე სხვაგანაა: შენთვის განკუთვნილ ადგილას,  შენს სამუშაო მაგიდასთან, შენს ტანსაცმელში. მას შენი სახელი ჰქვია, მას შენი გავლენა აქვს და შენზე მეტად სცემენ პატივს.


რა რჩება ადამიანისგან, როცა მას საკუთარი ცხვირი აღარ ეკუთვნის?

რა რჩება პიროვნებისგან, როცა მისი როლი და თანამდებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თავად?

 

თეატრი სახელოსნო 42 დამოუკიდებელი თეატრია, ის 2023 წელს გაიხსნა  და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, TBILISI FACTORY-ის ტერიტორიაზე. თეატრი 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების , როგორც აუცილებლობის,   განვითარება  და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში;

თეატრი სახელოსნო 42” 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.

თეატრი ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მეორე სეზონის ბოლოს მისი რეპერტუარი უკვე 12 სპექტაკლს მოიცავს -  კლასიკა, თანამედროვე დრამატურგია, დოკუმენტური პიესა. ხოლო  საგანმანათლებლო პროექტები  , რომელიც თეატრში გაჩნდა, პოპულარულია და მოთხოვნადი.

თეატრალური ხელოვნების განვითარება და მსოფლიო კულტურულ რუკაზე ინტეგრირება ჩვენი მისიაა, ამიტომ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალები და ტექნოლოგიური უორქშოფები, საერაშორისო გაცვლითი პროექტები,  გამოფენები და კონფერენციები თეატრის პროფესიების სხვადასხვა მიმართუოლებით ; კოპროდუქციები ჩვენი დიდი ინტერესია და ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ.

თეატრს არ ჰყავს მუდმივი დასი, აქ გამოცდილ მსახიობებთან ერთად სცენაზე სრულიად ახალგაზრდები დგანან.

მიუხედავად რთული სეზონის (2024-2025 წლის სეზონი), 3 თვიანი გაფიცვისა  და წინააღდეგობის მოძრაობისა, თეატრმა 3 პრემიერა გამოუშვა,  მიიღო მთავარი პრემია თიბისი ბანკის ბიზნეს დაჯილდოვებაზე და საერთაშორისო პროექტებსაც უმასპინძლა;

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved