
TRAPLORD
- რეჟისორი: ივან მაიკლ ბლექსტოკი (ქორეოგრაფი)
- თეატრი:ივან ბლექსტოკის კომპანია, დიდი ბრიტანეთი
- მასპინძელი თეატრი :თეატრი სახელოსნო 42
- თარიღი:
- 26 სექტემბერი - 19:00 სთ,
- 26 სექტემბერი - 22:00 სთ,
სპექტაკლის შესახებ:
არტისტი და კულტურის ნოვატორი ივან მაიკლ ბლექსტოკი სპექტაკლში, რომელმაც ბრიტანეთის პრესტიჟული და მნიშვნელოვანი პრემია ოლივიე მიიღო, სიცოცხლის, სიკვდილისა და ხელახლა დაბადების თემებს იკვლევს.
ოცნებებსა და რეალობას შორის ხეტიალისას, TRAPLORD-ი მაყურებელს თვითრეალიზაციის ახალ გმირულ მოგზაურობაში მიჰყავს.
ცეკვის, თეატრისა და სიტყვის საშუალებით სპექტაკლი მენტალური ჯანმრთელობისა და მასკულინურობის ჯერ კიდევ მწვავე თემებს იკვლევს. TRAPLORDი მაყურებელს იწვევს ეჭქვეშ დააყენოს ის სტერეოტიპები, რომელიც თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში შავკანიანი მამაკაცების მიმართ არსებობს; მცდელობაა თავი დააღწიონ იმ მდგომარეობას, როდესაც შავკანიანებს გმობენ მანამ, სანამ საერთოდ გამოჩნდებიან .
TRAPLORD-ის პრემიერა ლონდონის 180 Studios-ში შედგა , ხოლო 2023 წელს დადგმამ ლორენს ოლივიეს პრემია მოიპოვა . ივან მაიკლ ბლექსტოკი მულტიდისციპლინური შემოქმედია, იგი არის არტისტი, მენტორი და ნოვატორი.
თანაპროდიუსერები: ALTRUVIOLET-თან, Factory International-თან და Sadler’s Wells-თან.
ხანგრძლივობა: 60 წთ.
პრესა :
„Traplord ხმაურიანი, თავხედური, ბასრი და საოცრად მგრძნობიარეა და ღირს სანახავად“
★★★★ The Times
„ეს ნამდვილად შთამბეჭდავი ნამუშევარია, მეტყველების, თეატრის, მუსიკისა და ცეკვის თავდაჯერებული ნაზავი“
★★★★ The Guardian
„შავკანიანობისა და მამაკაცურობის ტექნიკურად ბრწყინვალე და კონცეპტუალურად უნიკალური კვლევა“
★★★★ The Stage
ივან ბლექსტოკი
ივან მაიკლ ბლექსტოკი სამხრეთ ლონდონში დაბადებული , იგი მულტიდისციპლინარული შემოქმედია, რომლის, როგორც არტისტის, მენტორისა და ნოვატორის ნამუშევრები ევროპისა და მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან სცენებზეა წაერმოდგენილი.
ივან ბლექსტოკი დამოუკიდებელი არტისტია, მისი დადგმები პოლიტიკურ - მხატვრულია და გამომწვევი. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია როგორც ტელევიზიით , ისე მსოფლიოს სახელგანთქმულ სცენებზე მათ შორის Sadler’s Wells-ში, 180 Studios-ში, La Villette-ში პარიზში, Kampnagel-ში ჰამბურგში და ITA-ში ამსტერდამში . კინოსა და ვიდეო ხელოვნებაში კულტურული გარღვევისათვის მას განსაკუთრებული ჯილდო მიენიჭა - Nowness Awards 2019, მოხვდა Dazed 100-ის მოკლე სიაში 2021 წელს (როგორც რევოლუციური არტისტი) . ბლექსტოკი Fact Magazine-ის რედაქტორიც კი იყო.
ბლექსტოკის მზარდმა წარმატებამ მისი კარიერა მრავალგანზომილებიან ინოვაციურ სივრცეში გადაიყვანა და მან დააარსა CRXSS PLATFXRM, ორგანიზაცია, რომელიც ახალ გზებს ქმნის სუბკულტურის შემოქმედებისთვის.
CRXSS PLATFXRM ასევე ახორციელებს მაღალი დონის პარტნიორულ ღონისძიებებსა და კონსულტაციებს ისეთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრებთან, ბრენდებთან როგორიცაა Nike, Red Bull, Soho House და UAL: Central Saint Martins.
თავის შემოქმედებით საქმიანობას ამჯერად ივან ბლექსტოკი კინოსა და მედიის სამყაროში აფართოებს. ივანმა შექმნა TRAPLORD BLK MEME/RA Channel 4 Random Acts-ისთვის 2021 წლის შემოდგომაზე, იყო ბიონსეს Black Is King-ისა და გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკალური ვიდეოს „Brown Skin Girl“ ქორეოგრაფი, ასევე დააარსა საკუთარი მედიაპროდიუსერული კომპანია ALTRUVIOLET, რომლისთვისაც TRAPLORD არის პირველი ნამუშევარი და ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟული სცენური ჯილდოს, 2023 წლის Olivier Awards-ის გამარჯვებული საუკეთესო ახალი საცეკვაო წარმოდგენისთვის.
მისი კარიერის ბოლოდროინდელი მოვლენაა მისი დანიშვნა The Southbank Centre-ის ასოცირებულ არტისტად, მანამდე კი იგი 180 Studios-ის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.