სტუმარი

  • რეჟისორები: კოკო როინიშვილი, რატი ლაბაძე
  • თეატრი:ქალაქის თეატრი
  • მასპინძელი თეატრი :ქალაქის თეატრი
  • თარიღი:
    • 1 სექტემბერი - 20:00 სთ,

ავტორი: ერიკ ემანუელ შმიტი

რეჟისორი : კოკო როინიშვილი, რატი ლაბაძე

სცენოგრაფია: ბარბარა ასლამაზი

კოსტიუმების მხატვარი:ბარბარა ასლამაზი

კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : კოკო როინიშვილი, რატი ლაბაძე

რეჟისორის თანაშემწე: ნია მანწკავა

მონაწილეობენ: გია როინიშვილი, ნიკა ჭკადუა, ნოდარ ძოწენიძე, ნინა ლორთქიფანიძე.

 

ხანგრძლოვობა: 105 წუთი, შესვენების გარეშე

ჟანრი:

მოგზაურობის შემთხვევაში: 13 ადამიანი

 

ხანდახან დუმილი ყვირილზე ხმაურიანია.

არსებობს კითხვები, რომელსაც ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავს ვუსვამთ, თუმცა პასუხს ვერ ვპოულობთ.

პასუხი ჩვენს კითხვებზე ხშირად სულ სხვანაირი გზით მოდის — მაშინ, როცა არ ველით.

მოდის და კარზე აკაკუნებს.

მოდის როგორც... სტუმარი.

მაგრამ ვინ არის ის?

ადამიანი? ილუზია? თუ?...

და იმ დღეს, როცა სტუმარი კარზე მოაკაკუნებს, ჩვენ დავსვამთ შეკითხვებს.

„სტუმარი“ იკვლევს ადამიანურობას უკიდურესობის პირას — მაშინ, როცა რწმენა და გონება ერთმანეთს ეჭვქვეშ აყენებს. კონცეფციაა — ტოტალიტარულ რეჟიმში მყოფი ადამიანის შინაგანი დიალოგი სინდისთან, ღმერთთან და საკუთარ თავთან, სადაც სტუმარი შესაძლოა სინამდვილეც იყოს და ილუზიაც.

 

ქალაქის თეატრი — სრულიად დამოუკიდებელი მულტიფუნქციური სივრცეა, რომელსაც ჩვენი ხელებით ვაშენებთ. უკვე მესამე წელია ვცდილობთ შევქმნათ ადგილი, სადაც თეატრის მოყვარულებს, სტუდენტებსა და დამწყებ ხელოვანებს ექნებათ საშუალება, ახლოდან გაეცნონ თეატრის შიდა სამყაროს — ნახონ კულისები, მოსამზადებელი პროცესები, შეხება ჰქონდეთ რეალურ სამუშაო გარემოსთან და თავადაც შექმნან.

ჩვენთან ერთად პირველ ნაბიჯებს დგამენ სტუდენტი რეჟისორები, მხატვრები, მსახიობები და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სპექტაკლების მხატვრულ გაფორმებაში, კოსტიუმების შექმნაში და ზოგადად ყველა იმ დეტალში, რაც სცენაზე ცოცხლდება. გვყავს მოხალისეებიც — ახალგაზრდები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან შენების პროცესში. ბევრი მათგანი სხვადასხვა უნივერსიტეტიდანაა და ისინი ფიზიკურადაც დგანან ჩვენი სივრცის საძირკველზე.

წელს განსაკუთრებული სირთულეების მიუხედავად — ქვეყანაში არსებული მძიმე ფონისა და ოთხთვიანი გაფიცვის ფონზე — ჩვენ მაინც შევძელით და 7 პრემიერა გავმართეთ. ეს სეზონი ჩვენთვის საკმაოდ ბევრი სირთულით და გამოწვევები სავსე იყო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ვფიქრობთ საკმაოდ წარმატებული პრემიერები შედგა ჩვენს სცენაზე.

აქედან მოდის ჩვენი სახელიც — ქალაქის თეატრი -  რადგან ეს სივრცე ეკუთვნის ყველას, ვინც თვლის, რომ ხელოვნებას შეუძლია შეცვალოს რეალობა. ჩვენ ვაშენებთ თეატრს არა მხოლოდ კედლებისგან, არამედ ადამიანების ერთობით, შრომით და რწმენით, რომ თეატრს ყოველთვის აქვს ადგილი — განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე რთულია.

 

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ბარბარა ასლამაზი

თეატრის დირექტორი - კონსტანტინე როინიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია : 

ელ-ფოსტა:  tbilisicitytheatre@gmail.com

ტელ: + 995 511 19 29 95

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved