შავიშვილები
- რეჟისორები: ხელოვნური ინტელექტი / მედიატორი - ანა მარია გირგენიშვილი / ასისტენტი - ანუკი ხოშტარია
- თეატრი:სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი / თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
- მასპინძელი თეატრი :მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
- თარიღი:
- 1 სექტემბერი - 20:00 სთ,
დრამატურგი - ანამარია გურგენიშვილი
იდეის ავტორები - ირინა გიუნაშვილი, ანა მატუაშვილი, ცოტნე მეტონიძე, ანამარია გურგენიშვილი
რეჟისორი - ხელოვნური ინტელექტი / მედიატორი - ანა მარია გირგენიშვილი / ასისტენტი - ანუკი ხოშტარია
სცენოგრაფი - მოდერატორი - თეკლა ბერძენიშვილი
კოსტიუმების მხატვარი - კოსტიუმების მხატვარ-მედიატორი - ანო კაპანაძე
ორეოგრაფ-მედიატორი - მარიამ ელოშვილი
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება -
რეჟისორის თანაშემწე- ტექნიკური რეჟისორი - სოფო დანელია
მონაწილეობენ:
ცოტნე მეტონიძე, ირინა გიუნაშვილი, ნიკა ტყავაძე, გიორგი ნაკაშიძე, ანა მატუაშვილი, ლიზა ნიკვაშვილი, ნიკა ნაფიშვილი, ლაშა ალელიშვილი, დარეჯან ხაჩიძე, სპექტაკლში ხმა - ზურა ყიფშიძე; მუსიკოსები - ალექსანდრე ჯიქურაშვილი, აზიზ დავრიშევი, ნორიკ მარქარიანი.
პრემიერის თარიღი: 04/04/2026
ხანგრძლოვობა / შესვენება: 80 წთ / შესვენების გარეშე, ერთ მოქმედებად
სპექტაკლის შესახებ:
თანამედროვე დრამა, რომელიც იკვლევს ადამიანის შინაგან სამყაროს, მემკვიდრეობით მიღებულ ტკივილსა და თაობებს შორის გადაცემულ გამოცდილებას. სპექტაკლი გვიყვება ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი წარსულის, ოჯახური კავშირებისა და პირადი ტრავმების ტყვეობაში ცხოვრობენ. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან უხილავი ძაფებით — სიყვარულით, ბრაზით, დანაშაულის გრძნობითა და დუმილით. დადგმა სვამს მნიშვნელოვან კითხვებს: რამდენად თავისუფლები ვართ საკუთარი არჩევანის წინაშე? შესაძლებელია თუ არა წარსულისგან გათავისუფლება, თუ იგი ჩვენს იდენტობაშია ჩაბეჭდილი?
„ჩვენ მოვედით, რომ ყველაფერი შეგვეცვალა თეატრში“ — ეს მიხეილ თუმანიშვილისეული ხედვა დღემდე განსაზღვრავს თეატრის შემოქმედებით სულისკვეთებას. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე 1975 წელს დაარსებული თეატრალური სახელოსნოს საფუძველზე, 1978 წელს შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი — უნიკალური სტუდიური სივრცე, რომლის ბირთვს მიხეილ თუმანიშვილის ექსპერიმენტული ჯგუფის მსახიობები და რეჟისორები წარმოადგენდნენ. მიხეილ თუმანიშვილის — ქართული თეატრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმატორისა და პედაგოგის — შემოქმედებითი მემკვიდრეობა დღემდე განსაზღვრავს თეატრის იდენტობას. 1996 წლიდან თეატრი მის სახელს ატარებს და აგრძელებს „თუმანიშვილის სკოლის“ ტრადიციას, აერთიანებს გამოცდილებასა და თანამედროვე თეატრალურ ძიებებს. დღეს თუმანიშვილის თეატრი არის სარეპერტუარო სახელმწიფო თეატრი მუდმივი დასით, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ რეჟისორებთან, მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებსა და კულტურულ გაცვლით პროექტებში. თეატრის სცენა - ღია, ფარდისა და კულისების გარეშე - თავად მიხეილ თუმანიშვილის კონცეფციით შეიქმნა და დღემდე ინარჩუნებს თეატრის მთავარ ფასეულობას - მსახიობისა და მაყურებელს შორის უშუალო კავშირს.
სამხატვრო ხელმძღვანელი - იოანე (ვანო) ხუციშვილი
თეატრის დირექტორი - (ვანო) ხუციშვილი
საკონტაქტო პირი და პოზიცია - მაია ოდიშარია / პროექტების კურატორი
საკონტაქტო ინფორმაცია +995 591615223 / maia.odisharia@tumanishvilitheatre.ge / www.tumanishvilitheatre.ge