პარასკევი

  • რეჟისორი: თინათინ წულაძე
  • თეატრი:თეატრი სახელოსნო 42
  • მასპინძელი თეატრი :თეატრი სახელოსნო 42
  • თარიღი:

ქორეოგრაფიული სპექტაკლი

რეჟისორი და ქორეოგრაფი: თინათინ წულაძე

მხატვარი: ბარბარა ასლამაზიშვილი

მუსიკა: თინათინ წულაძე

მუსიკალური გაფორმების თანაშემწე: ნიკა კოხრეიძე


მონაწილეობენ:

ანი იმნაძე, ნინა ლორთქიფანიძე, რუსკა მაყაშვილი, ქეთი გიორგაძე,

მარია გიორგობიანი, ანუკი შარია, ნიკა გუგუნავა, ჯონათან რასელი,

ირაკლი ლომიძე, ნიკა ნიკურაძე, აკო გოგელია.


სპექტაკლის შესახებ:

ნამდვილი სიყვარულის, უბრალო თანამგზავრის თუ ერთდღიანი სიყვარულის მოლოდინში ადამიანი მრავალ თავგადასავალს აწყდება.

„პარასკევი“ სწორედ ამ მოლოდინზე მოგვითხრობს.

ერთ პარასკევ საღამოს, სხვადასხვა ადამიანების თავშეყრის სივრცეში, შორიდან დავაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს — თავგადასავლებს, ტკივილსა და სიხარულს. ეს არის ამბავი იმ ერთ, განსაკუთრებულ ადამიანზე მუდმივ ლოდინზე, იმაზე, რამდენად ვემზადებით, ვღელავთ და ხშირად — სრულიად ამაოდ.

 

სპექტაკლის დასაწყისი: 20:00

სპექტაკლის ხანგრძლივობა: 50 წუთი, შესვენების გარეშე

თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი.

თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.

თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი ვიზა

ფოტო გალერეა

© 2026 All Rights Reserved