ოჯახი

  • რეჟისორი: თინათინ წულაძე
  • თეატრი:ქალაქის თეატრი
  • მასპინძელი თეატრი :ქალაქის თეატრი
  • თარიღი:
    • 1 სექტემბერი - 20:00 სთ,

ავტორი: თინათინ წულაძე

რეჟისორი: თინათინ წულაძე

სცენოგრაფია : თინათინ წულაძე, გიორგი ტორიაშვილი

კოსტიუმების მხატვარი: ბარბარა ასლამაზი

ქორეოგრაფი: თინათინ წულაძე, გიორგი ტორიაშვილი

კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : თინათინ წულაძე

 რეჟისორის თანაშემწე: ნია მანწკავა

მონაწილეობენ: აკო გოგელია, ანი იმნაძე, ანუკი შარია, ნინი ნოზაძე, ზუკა პაპუაშვილი, ნინა ლორთქიფანიძე, ნიკუშა გუგუნავა, ნიკა გოგიძე, ქეთი გიორგაძე, რუსკა მაყაშვილი, ჯონათან როუსელი, მარია გიორგობიანი

 

 

ხანგრძლოვობა: 45 წუთი. შესვენების გარეშე

ჟანრი-

მოგზაურობის შემთხვევაში : 20 ადამიანი

 

ამბავი იწყება ახალგაზრდა წყვილის მზადებით ბიჭის ოჯახთან შესახვედრად. ამ დროისთვის ყველა ნათესავი, მშობლები და მეზობლები ელოდებიან ამ შეხვედრას, თითოეული მათგანი საკუთარ ცხოვრებას მიჰყვება. ჩვენი მთავარი პერსონაჟის დედა ეგოისტი ქალია, რომელიც აკონტროლებს ყველას ქმედებებსა და აზრებს, მათ შორის საკუთარი შვილის. მამა, მარტივად მართვადი ადამიანია, რომელსაც არ შეუძლია თავის ცოლს წინააღმდეგობა გაუწიოს.

სპექტაკლი ეხება სიყვარულს, ძალადობას და ასევე ციფრული სამყაროს გავლენას ჩვენს კომუნიკაციაზე. სოციალური ქსელების საშუალებით, ჩვენ ჩვენს ცხოვრებას ისე ვაჩვენებთ, თითქოს იდეალური იყოს.

 

ქალაქის თეატრი — სრულიად დამოუკიდებელი მულტიფუნქციური სივრცეა, რომელსაც ჩვენი ხელებით ვაშენებთ. უკვე მესამე წელია ვცდილობთ შევქმნათ ადგილი, სადაც თეატრის მოყვარულებს, სტუდენტებსა და დამწყებ ხელოვანებს ექნებათ საშუალება, ახლოდან გაეცნონ თეატრის შიდა სამყაროს — ნახონ კულისები, მოსამზადებელი პროცესები, შეხება ჰქონდეთ რეალურ სამუშაო გარემოსთან და თავადაც შექმნან.

ჩვენთან ერთად პირველ ნაბიჯებს დგამენ სტუდენტი რეჟისორები, მხატვრები, მსახიობები და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სპექტაკლების მხატვრულ გაფორმებაში, კოსტიუმების შექმნაში და ზოგადად ყველა იმ დეტალში, რაც სცენაზე ცოცხლდება. გვყავს მოხალისეებიც — ახალგაზრდები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან შენების პროცესში. ბევრი მათგანი სხვადასხვა უნივერსიტეტიდანაა და ისინი ფიზიკურადაც დგანან ჩვენი სივრცის საძირკველზე.

წელს განსაკუთრებული სირთულეების მიუხედავად — ქვეყანაში არსებული მძიმე ფონისა და ოთხთვიანი გაფიცვის ფონზე — ჩვენ მაინც შევძელით და 7 პრემიერა გავმართეთ. ეს სეზონი ჩვენთვის საკმაოდ ბევრი სირთულით და გამოწვევები სავსე იყო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ვფიქრობთ საკმაოდ წარმატებული პრემიერები შედგა ჩვენს სცენაზე.

აქედან მოდის ჩვენი სახელიც — ქალაქის თეატრი -  რადგან ეს სივრცე ეკუთვნის ყველას, ვინც თვლის, რომ ხელოვნებას შეუძლია შეცვალოს რეალობა. ჩვენ ვაშენებთ თეატრს არა მხოლოდ კედლებისგან, არამედ ადამიანების ერთობით, შრომით და რწმენით, რომ თეატრს ყოველთვის აქვს ადგილი — განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე რთულია.

 

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ბარბარა ასლამაზი

თეატრის დირექტორი - კონსტანტინე როინიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია : 

ელ-ფოსტა:  tbilisicitytheatre@gmail.com

ტელ: + 995 511 19 29 95

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved