ოჰ, ღმერთო!

  • რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
  • თეატრი:ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
  • თარიღი:
    • 1 სექტემბერი - 20:00 სთ,

ავტორი: ანათ გოვი

რეჟისორი : დიმიტრი ხვთისიაშვილი

სცენოგრაფია:  ლომგულ მურუსიძე

კოსტიუმების მხატვარი:ქეთი ციციშვილი

ქორეოგრაფი: გია მარღანია

კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება: ზურაბ გაგლოშვილი

რეჟისორის თანაშემწე: ხათუნა საძაგლიშვილი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: თამარ ჭანუყვაძე  ნიკოლოზ ფაიქრიძე

 

ხანგრძლოვობა: 60 წუთი

ჟანრი -

მოგზაურობის შემთხვევაში - 8 ადამიანი

 

კაცობრიობაზე განაწყენებული, გადაღლილი ღმერთი გადაწყვეტს ფსიქოლოგს ესტუმროს, რათა როგორმე თავიდან მოიცილოს აკვიატებული აზრი მეორედ მოსვლის შესახებ.. ერთ მოქმედებანი ტრაგი-კომიკური დრამა

ნოდარ დუმბაძის სახელობის  მოზარდ მაყურებელთა თეატრი ამიერკავკასიაში პირველი საბავშვო თეატრია, რომელიც 1927 წელს დაარსდა და მას შემდეგ, უკვე თითქმის ერთი საუკუნეა ერთგულად ემსახურება დედაქალაქის და რეგიონების მაყურებელს. დღეს თეატრის რეპერტუარი ძალიან მრავალფეროვანია, იდგმება როგორც ქართული დრამატურგია, ისე თარგმნილი კლასიკა თუ თანამედროვე პიესები, ცნობილი საბავშვო ავტორების ნაწარმოებები. სხვა საბავშვო თეატრების მსგავსად, მოზარდ მაყურებელთა თეატრიც თავის რეპერტუარს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებად ყოფს: 4-8 წელი - წარმოდგენები პატარებისთვის, 8-12 - წლის მოზარდებისათვის, 13-18 - წარმოდგენები თინეიჯერებისათვის და საღამოს სპექტაკლები 18+ ასაკის მაყურებლისთვის.

2012-იდან დიდ და მცირე სცენებთან ერთად ფუნქციონირებს ექსპერიმენტული სივრცე, სადაც რეჟისორებს თავიანთი შემოქმედებითი ექსპერიმენტების განხორციელების საშუალება ეძლევათ.

თეატრი ცდილობს გააცნოს თავისი შემოქმედება მაყურებელს თბილისის ფარგლებს გარეთაც, მართავს გასტროლებს როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე საზღვარგარეთ, ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა საბავშვო და დრამატული თეატრების ფესტივალებში: თურქეთი, უნგრეთი, იაპონია, რუსეთი, სერბეთი, ალბანეთი, პოლონეთი, ბელორუსი, შოტლანდია, გერმანია, მალტა, იტალია, უკრაინა და ა.შ.

 

თეატრის დირექტორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:+995 551087764

youththeatretbilisi@gmail.com

www.mozardi.ge

 

 

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved