
,,ნუღარ გამოხვალ ოთახიდან - [პოლიტიკური ფარსი 5 ეპიზოდად]’’
- რეჟისორი: ქეთევან სამხარაძე
- თეატრი:ქალაქის თეატრი
- მასპინძელი თეატრი :ქალაქის თეატრი
- თარიღი:
- 1 სექტემბერი - 20:00 სთ,
ავტორი: ქეთევან სამხარაძე
რეჟისორი: ქეთევან სამხარაძე
სცენოგრაფია: ციფრული დიზაინერი: თამარ სამხარაძე
კოსტიუმების მხატვარი: ჯაბა ქურთიშვილი
ქორეოგრაფი: Archprincess
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : სპექტაკლში გამოყენებულია ბაჯო ჯიქიძის & თორნიკე ჯაფიაშვილის, ,,ცისფერი ტრიოს” და MADONA-ს მუსიკა;
მონაწილეობენ: ხმა: ზუკა ცუხიშვილი ნონა (ექთანი): ანკა დიდმანიძე ნია (თეატრალურის სტუდენტი): სალომე ესაძე ნანი (მასწავლებელი): ანიკო შურღაია ნოდარ უმცროსი (ბანკირი): ლუკა ჩიბუხაია ნოდარ უფროსი (უმუშევარი): ნიკა ჯაფარიძე
ხანგრძლოვობა: 92 წუთი, 1მოქმედება
ჟანრი:
მოგზაურობის შემთხვევაში: 10 ადამიანი
ნუღარ გამოხვალ ოთახიდან,
ოთახი ხომ ახლობელი პენსეაა,
და ეს ნაგავიც სრულიად დაგაკმაყოფილებს, მით უფრო მაშინ, როცა ჩვენს იქით, არც ევროპაა, არც აზია - ჩვენს იქით უიმედობაა და სანამ ჩვენ ვეღარ ვიყიდით პურს და ვეღარ გავაკეთებთ ტყუილ სუპს, ევროპული ოჯახი უარგვყოფს და დავიღუპებით? ახალგაზრდა პოტენციალებს ნეოფეოდალი კაპიტალისტი მონობაში ჩაახრჩობს და აეროპორტის კარებს აატალახებს. აღარ გამოხვიდე ოთახიდან, ისტერიკას ებრძოლე და მიხვდები, რომ უნდა იყო იდიოტი, რათა გეოგრაფიული ენა გქონდეს და როგორც დილის ხუთზე ნანახი ტუტორიალი თუ როგორ მისცე ჭიკარტს მეტი ფუნქცია, ისეთივე ფუნქციური გახდები და მიხვდები, რომ უნდა იყო იდიოტი, რომ აქ ცხოვრება კიდევ მოგინდეს, როცა ერთადერთი გამოსავალი თვთდასაქმებაა ისიც საკუთარი ქვეყნის გარეთ, როცა ხელფასად ოც ლარზე მეტს ვეღარ აიღებ, როცა შიმშილის საფრთხე რეალურია, როცა განათლება პრივილეგიაა და არა უფლება, როცა თვითგამოხატვა პროპაგანდაა თან მაშინ, როცა ნამდვილი პროპაგანდა რეალობას გვიყალბებს, როცა არტისტები კულტურული შიმშილით კი არა პურის შიმშილით იღუპებიან,
ჰოდა, ნუღარ გამოხვალ ოთახიდან, სანამ არ იმოქმედებ!
სოციალურ-ეკონომიკური პერფრომატიული სეპქტაკლი საქართველოს სიყვარულზე, ახალგაზრდების პერსპექტივიდან;
ქალაქის თეატრი — სრულიად დამოუკიდებელი მულტიფუნქციური სივრცეა, რომელსაც ჩვენი ხელებით ვაშენებთ. უკვე მესამე წელია ვცდილობთ შევქმნათ ადგილი, სადაც თეატრის მოყვარულებს, სტუდენტებსა და დამწყებ ხელოვანებს ექნებათ საშუალება, ახლოდან გაეცნონ თეატრის შიდა სამყაროს — ნახონ კულისები, მოსამზადებელი პროცესები, შეხება ჰქონდეთ რეალურ სამუშაო გარემოსთან და თავადაც შექმნან.
ჩვენთან ერთად პირველ ნაბიჯებს დგამენ სტუდენტი რეჟისორები, მხატვრები, მსახიობები და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სპექტაკლების მხატვრულ გაფორმებაში, კოსტიუმების შექმნაში და ზოგადად ყველა იმ დეტალში, რაც სცენაზე ცოცხლდება. გვყავს მოხალისეებიც — ახალგაზრდები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან შენების პროცესში. ბევრი მათგანი სხვადასხვა უნივერსიტეტიდანაა და ისინი ფიზიკურადაც დგანან ჩვენი სივრცის საძირკველზე.
წელს განსაკუთრებული სირთულეების მიუხედავად — ქვეყანაში არსებული მძიმე ფონისა და ოთხთვიანი გაფიცვის ფონზე — ჩვენ მაინც შევძელით და 7 პრემიერა გავმართეთ. ეს სეზონი ჩვენთვის საკმაოდ ბევრი სირთულით და გამოწვევები სავსე იყო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ვფიქრობთ საკმაოდ წარმატებული პრემიერები შედგა ჩვენს სცენაზე.
აქედან მოდის ჩვენი სახელიც — ქალაქის თეატრი - რადგან ეს სივრცე ეკუთვნის ყველას, ვინც თვლის, რომ ხელოვნებას შეუძლია შეცვალოს რეალობა. ჩვენ ვაშენებთ თეატრს არა მხოლოდ კედლებისგან, არამედ ადამიანების ერთობით, შრომით და რწმენით, რომ თეატრს ყოველთვის აქვს ადგილი — განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე რთულია.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ბარბარა ასლამაზი
თეატრის დირექტორი - კონსტანტინე როინიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია :
ელ-ფოსტა: tbilisicitytheatre@gmail.com
ტელ: + 995 511 19 29 95