მისანი
- რეჟისორი: მილო რაუ
- თეატრი:შაუბიუნე
- მასპინძელი თეატრი :თეატრი სახელოსნო 42
- თარიღი:
- 17 ივნისი - 20:00 სთ,
მილო რაუ
ტექსტი შთაგონებულია სოფოკლეს ტრაგედიით ფილოქტეტე
ტექსტზე ასევე იმუშავა ურსინა ლარდიმ
რეჟისორი: მილო რაუ
ტექსტზე იმუშავა ურსინა ლარდიმ
სცენოგრაფია და კოსტიუმები: ანტონ ლუკასი
ხმის დიზაინი: ელია რედიგერი
ვიდეო: მორიც ფონ დუნგერნი
განათების დიზაინი: შტეფან ებელსბერგერი
კვლევა: ურსინა ლარდისა და მილო რაუს მიერ
დრამატურგია: ბეტინა ერლიხი, კარმენ ჰორნბოსტელი
თარგმანი და ენის ქოუჩი: სუზანა აბდულ მაჯიდი
კონსულტანტი, კოორდინატორი (ერაყი): სარა აბდულა
ფოტოები: არმინ სმაილოვიჩი
ხანგრძლივობა: დაახლოებით 90 წუთი
მსოფლიო პრემიერა
ვენა — 5 ივნისი, 2025
ბერლინი — 19 სექტემბერი, 2025
მონაწილეობენ: ურსინა ლარდი, აზად ჰასანი
სპექტაკლის შესახებ
ომის ფოტოგრაფების ისტორიებსა და პირად გამოცდილებაზე დაფუძნებულ მონოლოგში რეჟისორი მილო რაუ იკვლევს ჩვენი რწმენების სიმყიფეს. რატომ არის ძალადობა ამდენად მიმზიდველი? რა რჩება მაშინ, როდესაც ომი და ტერორი ანადგურებს იმ სამყაროს, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ ?
სპექტაკლში „მისანი“ ურსინა ლარდი ასრულებს ომის ფოტოგრაფის როლს. ის მსოფლიოს კონფლიქტურ ზონებში მოგზაურობს ზრწოლისა და შიშის, ძალადობის ამსახველი კადრების მოსაძიებლად. ფოტოგრაფი თითქოს ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს ტკივილს და ამავე დროს ხელშეუხებელია. თუმცა ის საბოლოოდ თვითონ ხდება ძალადობის მსხვერპლი . ამის მერე ომის აღიარებული ფოტოგრაფი გადაიქცევა სკეპტიკურ კასანდრად, რომელიც ცდილობს ებრძოლოს ჩვენი დროის სიბრმავეს.
მილო რაუს პიესა ეფუძნება ომის ფოტოგრაფების, ერაყელი მოქალაქეების ცხოვრების ისტორიებსა და პირად გამოცდილებებს — მათ შორის მოსულში მასწავლებელ აზად ჰასანთან შეხვედრას, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ ოკუპაციის დროს ხელი სასჯელის სახით მოაჭრეს. სოფოკლეს პერსონაჟით ფილოქტეტეთი შთაგონებული — ფილოქტეტე ტრავმის გამო ყველაფერს კარგავს და საზოგადოებიდან განიდევნება — რაუ კვლავ უბრუნდება ჩვენი რწმენების ა და წარმოდგენების სიმყიფეს . რატომ არის ძალადობა მიმზიდველი? რა რჩება, როდესაც ომი და ტერორი ანადგურებს სამყაროს ?
შეუძლია კი ხელოვნებას ტანჯვის შემსუბუქება?
შაუბიუნე ერთ-ერთი წამყვანი გერმანულენოვანი თეატრია, რომელიც ცნობილია თავისი საერთაშორისო ბიოგრაფიითა და საერთაშორისოდ აღიარებული ფესტივალით „FIND“.
შაუბიუნე დაარსდა 1962 წელს ბერლინის კროიცბერგში იურგენ შიტჰელმის გარშემო გაერთიანებული სტუდენტების ჯგუფის მიერ. 1981 წლიდან თეატრი მდებარეობს კურფიურსტენდამის დასავლეთ ბოლოში და იმ დროიდან ატარებს დღევანდელ სახელწოდებას — „Schaubühne am Lehniner Platz“. თეატრის საქმიანობის ბირთვს წარმოადგენს მუდმივი დასი, რომელიც დაახლოებით 30 მსახიობისგან შედგება. რეპერტუარი მოიცავს როგორც მსოფლიო დრამატურგიის კლასიკურ ნიმუშებს, ასევე თანამედროვე, საერთაშორისო აღიარებული ავტორების პიესებს, რომლებიც — ბოლო 22 წლის განმავლობაში 100-ზე მეტი მსოფლიო და გერმანული პრემიერით — თეატრის საქმიანობის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ყოველ სეზონზე შაუბიუნე დაახლოებით ექვს ახალ დადგმას წარმოადგენს. ამასთან ერთად, როტაციის პრინციპით წარმოდგენილია ოცდაათზე მეტი სპექტაკლი.
შაუბიუნე ასევე აქტიურად წარადგენს საკუთარ სპექტაკლებს საზღვარგარეთ — ყოველწლიურად დაახლოებით 100 წარმოდგენით: როგორც მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალებზე, მათ შორის ავინიონის ფესტივალზე, ათენისა და ეპიდავროსის ფესტივალზე, ვენეციის თეატრალურ ბიენალეზე, ბელგრადის BITEF ფესტივალზე, ვენისა და ზალცბურგის ფესტივალზე, ასევე გასტროლებით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ნიუ-იორკში, პარიზში, ამსტერდამში, რომში, კუებეკში, სან-პაულოში, ლონდონში, ოსლოში, რამალაში, მელბურნში, ოტავაში, ტაიპეიში, შანხაიში, თელ-ავივში, ნიუ-დელიში, სეულში, რენში, ბარსელონაში, ადელაიდაში, ტოკიოში, პრაღაში, სიდნეიში, მონრეალსა და პეკინში.
ტომას ოსტერმაიერი 1999 წლიდან არის შაუბიუნეს სამხატვრო ხელმძღვანელობის წევრი, ხოლო 2009 წლიდან — თეატრის სამხატვრო ხელმძღვნელი
სპექტაკლის პროდიუსერი: Schaubühne Berlin
თანაპროდიუსერები: Vienna Festival, La Biennale di Venezia
მხარდაჭერა: Goetheს ინსტიტუტი და ფონდამენტი