
მედეა
- რეჟისორი: თემო კუპრავა
- თეატრი:კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფეისული დრამატული თეატრი
- მასპინძელი თეატრი :კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (სხვენი)
- თარიღი:
- 16 სექტემბერი - 13:00 სთ,
ავტორი - ჟან ანუი
თარგმანი ლევან ბერძენიშვილის
დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - თემო კუპრავა
დამდგმელი მხატვარი - ანანო ლიპარტელიანი
რეჟისორის თანაშემწე - თამარ ფრუიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
მედეა - ნინი კვირიკაშვილი
იასონი - გიორგი ტაბიძე
ძიძა - ქეთევან გეგეშიძე
კრეონი - აკაკი ხიდაშელი
ნინუცა ცაგარეიშვილი, თემო ვაჭარაძე
შვილები - ანასტასია მაჭავარიანი, ნატალია ღლონტი, ლილე ახალაძე, ელისაბედ ხუციშვილი
ხანგრძლივობა: 70 წუთი, შესვენების გარეშე
სპექტაკლის შესახებ: ანტიკური ისტორია, რომელიც ისე უხდება დღევანდელ რეალობას, როგორც არაფერი სხვა. მედეას მარადიული სახე - ძლიერი ქალი, რომელიც სიყვარულისთვის ყველაფერს თმობს.
მედეას ამბავი მსხვერპლითაა სავსე. მან იასონთან ყოფნის გამო, სისხლი დაღვარა, საშინელი დანაშაული ჩაიდინა. გახდება თუ არა საჭირო კვლავ დანაშაულის ჩადენა, რათა მედეა იასონს გამოეთხოვოს?
ქალი, რომელიც უარს ამბობს ყველაზე ძვირფასზე, ხდება თუ არა ანტიგმირი? იქნებ მედეა როგორც მშობელი, იცავს იმას, რისი წართმევაც სურს მისგან ხელისუფალს?
სპექტაკლში გამოყენებულია ეპიზოდი ევრიპიდეს „მედეა“ - დან
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 2025 წელს ხსნის თავის 98-ე თეატრალურ სეზონს. თეატრი წლებია რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ცენტრად საქართველოში და კვლავაც ინარჩუნებს დამფუძნებლის — კოტე მარჯანიშვილის — ხელოვნური და სოციალური მისიისადმი ერთგულებას.
მარჯანიშვილის თეატრი აერთიანებს კლასიკური ტრადიციებისა და თანამედროვე ხედვის სინთეზს. სწორედ ამ მიდგომით ჩამოყალიბდა იგი, როგორც საზოგადოებრივი (სოციალური) თეატრი — სივრცე, სადაც ხელოვნება საზოგადოებრივი ცნობიერების, დიალოგისა და განათლების პლატფორმად იქცა.
1928-1933 წლებში თეატრის პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო მისი დამფუძნებელი, კოტე მარჯანიშვილი. შემდგომ პერიოდში თეატრს ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი ფიგურები: ვასილ ქუშიტაშვილი, არჩილ ჩხარტიშვილი, უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, გიგა ლორთქიფანიძე, თემურ ჩხეიძე და სხვა.
2006-2022 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა რეჟისორ ლევან წულაძეს, რომლის ხელმძღვანელობით თეატრში განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი სიახლე და შემოქმედებითი ძიება.
2023 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია რეჟისორი და პედაგოგი გიორგი მარგველაშვილი.
მარჯანიშვილის თეატრი დღესაც აერთიანებს სხვადასხვა თაობის გამორჩეულ მსახიობებს, რეჟისორებს, მხატვრებსა და კომპოზიტორებს. თითოეული პრემიერა თბილისის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.
თეატრის საქმიანობა სცდება სცენურ წარმოდგენებს — ის აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო, სოციალურ და კულტურულ პროექტებში, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის როლს საზოგადოებრივ განვითარებაში.
2015 წლიდან მარჯანიშვილის თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრების კონვენციის (European Theatre Convention - ETC) სრულუფლებიანი წევრია. კონვენციის ფარგლებში თეატრს ეძლევა შესაძლებლობა, ჩაერთოს საერთაშორისო პროექტებში, განახორციელოს ერთობლივი სპექტაკლები და კიდევ უფრო გააფართოოს თანამშრომლობის ქსელი ევროპულ თეატრებთან.
თეატრის დაარსებიდან 86 წლის შემდეგ, ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian დაწერა:
„თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე თუნდაც ოდნავ უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრის დონეს, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე სანატრელი უნდა იყოს ამ ქვეყანაში.“