მალშტრემი

  • რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე
  • თეატრი:საქართველოს რეგიონალური თეატრების ქსელი
  • თარიღი:
    • 1 სექტემბერი - 20:00 სთ,

ავტორი: გრიგოლ რობაქიძე

რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე

სცენოგრაფია: კახა ბაკურაძე

კოსტიუმების მხატვარი: კახა ბაკურაძე

ქორეოგრაფი: ლაშა რობაქიძე

კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : სანდრო ნიკოლაძე

 

ხანგრძლივობა: 50 წთ. 

 

"მალშტრემი" მდინარის ძლიერი დინებაა ნორვეგიის სანაპიროზე, რომელიც ორი სიტყვისაგან შედგება-დაფქვა და დინება. ეს არის მორევი, რომელიც წისქვილივით ითრევს და სპობს ყველაფერს თავის გზაზე. "მალშტრემში" ადამიანები ხშირად გადაეშვებიან ხოლმე საკუთარი ნებით.  პიესა მოდერნიზებულ და წარმავალ სამყაროების მეტოქეობაზეა; ქალაქი და სოფელი, მანქანა და ბუნება, მდიდარი და ღარიბი, ბოროტი და კეთილი, ურწმუნო და მორწმუნე. ტელეფონების და მანქანების სამყაროში ხშირია მიწისძვრები, რაც ადამიანთა არასწორი ცხოვრების წესით არის გამოწვეული. 

 

საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელი 2008 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს

რეგიონული თეატრების მხარდაჭერას, განვითარებას და პოპულარიზებას.

ამ მიზნით ორგანიზაცია ეწევა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას.

მეგობრობს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფესტივალებთან და სხვა

თეატრალურ ორგანიზაციებთან, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვარგარეთ. ქართული და

უცხოური თეატრების პოპულარიზაციისათვის, ახორციელებს გაცვლით პროგრამებს და კოპროდუქციებს. თანამშრომლობს უცხოელ რეჟისორებთან, სცენოგრაფებთან, მსახიობებთან.

გაცვლითი პროგრამების ფარგლებშივე, ქართველ რეჟისორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს,

აძლევს საშუალებას ითანამშრომლონ უცხოურ თეატრალურ დასებთან.

ახორციელებს გასტროლებს, ქვეყნის გარეთ, სადაც ქართული თეატრები საერთაშორისო

ფესტივალებში წარმატებით მონაწილეობენ.

საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელის ეგიდით, ტარდება - ტრენინგები კულტურის

პოლიტიკის მენეჯმენტში, მასტერკლასები და ვორქშოფები კულტურის სფეროში.

თეატრის დირექტორი: თენგიზ ხუხია 

საკონტაქტო ინფორმაცია : +995595054054/ Khukhia.tengiz@gmail.com/ g.t.theatrenetwork@gmail.com 

 

© 2025 All Rights Reserved