მაგდანას ლურჯა

  • რეჟისორი: ნიკა ჩიკვაიძე
  • თეატრი:ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, თბილისი
  • მასპინძელი თეატრი :ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი
  • თარიღი:

ეკატერინე გაბაშვილი

 

რეჟისორი: ნიკა ჩიკვაიძე

სცენოგრაფია: ანანო დოლიძე

კოსტიუმების მხატვარი: ანანო დოლიძე

ქორეოგრაფი: კოტე ფურცელაძე

კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება: ნიკა ჩიკვაიძე

რეჟისორის თანაშემწე: ნატალია არველაძე

 

ხანგრძლივობა: 80 წუთი
ჟანრი: დრამა

 

მსახიობები:

ხათუნა ბერძენიშვილი,
ნათია კუპატაძე,
ნიკა ხრიკული,
ნინო პაპიაშვილი,
რატი ნავაძე,
ასმათ ქურციკიძე,
გაბრიელ ჯოჯუა,
ალექსანდრა ბაშალეიშვილი,
ანდრია ექიზაშვილი,
ნინო გელაზონია,
ლეა დევსურაშვილი

 

პრემიერა: 28/11/2025

სპექტაკლის შესახებ

მაგდანას ლურჯაბუფონადის ფორმით გვიყვება ღარიბ ქალზე, რომელიც შვილებთან ერთად მძიმე ცხოვრებას ებრძვის. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ ინარჩუნებს ადამიანი სინათლეს მაშინაც კი, როცა სამყარო უსამართლოა. პერსონაჟი მაგდანა ცხოვრებისაგან ჩაგრული ქალია, რომელიც მსხვერპლად ეწირება ცხოვრების უსამართლობას და საზოგადოების წნეხს, მაგრამ თავგანწირვისა და მძიმე შრომის წყალობით იმარჯვებს ბედისწერაზე

პრესა

რეჟისორი კლასიკურ ტექსტს არ არღვევს, თანამედროვე ვიზუალური და სემანტიკური ენით მთავარ სათქმელს სხვაგვარად გვიყვება. მოთხრობა მხოლოდ ტრაგიკული ამბავი არ არის - ეს არის სოციალური უსამართლობის კრიტიკა. გაბაშვილი აჩვენებს, როგორ ანადგურებს უსამართლობა ღარიბსა და უძლურს, მაშინ როცაკანონითითქოს ყველასათვის ერთნაირია, თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ მოჩვენებითია. სწორედ ამ პრობლემებს წამოწევს წინა პლანზე სპექტაკლი - ადამიანის ყოფით მდგომარეობას - აქცენტი მხოლოდ გაჭირვებული დედისა და შვილების ამბავს ცდება - ის გვაჩვენებს ინდივიდს სისტემაში, გზაზე, რომელიც საუკნეებიდან დღემდე - თანამედროვე რეალობამდე მოდის და ვხედავთ მოძრაობს, რომელიც პროგრესს არ იწვევს

- თამთა ქაჯაია

 

 

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ამიერკავკასიაში პირველი საბავშვო თეატრია, რომელიც 1927 წელს დაარსდა და მას შემდეგ, უკვე თითქმის ერთი საუკუნეა ერთგულად ემსახურება დედაქალაქის და რეგიონების მაყურებელს. დღეს თეატრის რეპერტუარი ძალიან მრავალფეროვანია, იდგმება როგორც ქართული დრამატურგია, ისე თარგმნილი კლასიკა თუ თანამედროვე პიესები, ცნობილი საბავშვო ავტორების ნაწარმოებები. სხვა საბავშვო თეატრების მსგავსად, მოზარდ მაყურებელთა თეატრიც თავის რეპერტუარს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებად ყოფს: 4-8 წელი - წარმოდგენები პატარებისთვის, 8-12 - წლის მოზარდებისათვის, 13-18 - წარმოდგენები თინეიჯერებისათვის და საღამოს სპექტაკლები 18+ ასაკის მაყურებლისთვის. 2012-იდან დიდ და მცირე სცენებთან ერთად ფუნქციონირებს ექსპერიმენტული სივრცე, სადაც რეჟისორებს თავიანთი შემოქმედებითი ექსპერიმენტების განხორციელების საშუალება ეძლევათ. თეატრი ცდილობს გააცნოს თავისი შემოქმედება მაყურებელს თბილისის ფარგლებს გარეთაც, მართავს გასტროლებს როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე საზღვარგარეთ, ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა საბავშვო და დრამატული თეატრების ფესტივალებში: თურქეთი, უნგრეთი, იაპონია, რუსეთი, სერბეთი, ალბანეთი, პოლონეთი, ბელორუსი, შოტლანდია, გერმანია, მალტა, იტალია, უკრაინა და ..

 

ნოდარ დუმბაძის მოზარდმაყურებელთა თეატრი

თეატრის დირექტორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი

საკონტაქტო პირი: სოფიო დეკანოზიშვილი

საონტაქტო ინფორმაცია: T:+99532551087764 / sofiactpa@gmail.com youththeatretbilisi@gmail.com

ვებ-გვერდი: www.mozardi.ge

ფოტო გალერეა

© 2026 All Rights Reserved