იოკასტე: ნედლი მასალა

  • რეჟისორი: სანდრო კალანდაძე
  • თეატრი:თეატრალური კომპანია ჰარაკი
  • მასპინძელი თეატრი :თეატრალური კომპანია „ჰარაკი“
  • თარიღი:

ავტორი: მარიამ მეგვინიტე

 

რეჟისორი: სანდრო კალანდაძე

 სცენოგრაფია: თამრი ოხიკიანი

კოსტიუმების მხატვარი: თამრი ოხიკიანი

კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება: ანი ზაქარეიშვილი

რეჟისორის თანაშემწე: ირაკლი სირბილაშვილი

 

ხანგრძლივობა: 90 წუთი (შესვენების გარეშე)

ჟანრი: დრამა

 

მსახიობები: ანანო მახარაძე, ანა ნიკოლაშვილი, ნინი იაშვილი, გვანცა ენუქიძე

 

პრემიერა შედგა: 10/09/2025

სპექტაკლის შესახებ

 მარიამ მეგვინიტეს პიესაიოკასტე: ნედლი მასალადატვირთულია სიტყვით, პოეზიითა და მონოლოგებით, რომელიც სამ სიუჟეტურ ხაზს მიუყვება: იოკასტეს, ანტიგონესა და კლარას პერსონაჟებს ძველ საბერძნეთიდან 1990-იანი წლების საქართველოს სამოქალაქო ომამდე. კლარას სიუჟეტური ხაზი თბილისის სამოქალაქო ომის დროს უცხოელი ჟურნალისტის გამოცდილებას ყვება, სადაც ის მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა. პიესა დიდწილად ეფუძნება თავად ავტორის მიერ შეგროვებულ და გამოკვლეულ დოკუმენტურ მასალას ომზე, პოლიტიკურ დაპირისპირებებზე, ქალის როლზე და ძალიან პირად გამოცდილებას დედობის გარშემო.

 

 

ჰარაკითეატრალური კომპანიაა, რომელიც 2019 წელს დაარსდა მას ხელმძღვანელობენ რეჟისორი სანდრო კალანდადზე და დრამატურგი მარიამ მეგვინიტე. გუნდის მთავარი სამუშაო პრინციპი კვლევა, პროფესიული განვითარება, კოლაბორაცია და ექსპერიმენტია. დასი შედგება მუდმივი შვიდი წევრისგან და ყველა ნამუშევარი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად იქმნება. გუნდის მიზანია ჩაებას პროცესში, და ამ პროცესის შედეგად შექმნას ნამუშევარი რომელიც თვითშემეცნებას და საზოგადოებასთან ახალი შეხების წერტილების პოვნას ემსახურება. ფიზიკურად თეატრი 2021 წლის 15 მაისს ღვინის ქარხანაში, პეტრიაშვილის #1 ში გაიხსნა. მას შემდეგ რაც ჩვენ გავხსენით ჩვენი კარი საზოგადოებისთვის, სივრცე გახდა ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ თეატრი, იგი გახდა თავშესაფარი მრავალი დამოუკიდებელი პროექტისთვის, დაწყებული პოეზიის კითხვით, მუსიკამდე, ცენზურირებული ფილმების ჩვენებამდე, კომუნალურ შეკრებებზე, წიგნების კითხვაზე, პერფორმანსზე და .. თეატრი თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც საკუთარი სახსრებით და ენთუზიაზმით საზრდოობს.

 

თეატრის დირექტორი: მარიამ მეგვინიტე

სამხატვრო ხელმძღვანელი: სანდრო კალანდაძე

საკონტაქტო პირი: ანასტასია ჭანტურაია / რეჟისორი

საკონტაქტო ინფორმაცია: +995599234929 / anastasiachanturaia@gmail.com

ფოტო გალერეა

© 2026 All Rights Reserved