იატაკქვეშეთის ადამიანი
- რეჟისორი: ლევან წულაძე
- თეატრი:თეატრი სახელოსნო 42
- მასპინძელი თეატრი :თეატრი სახელოსნო 42
- თარიღი:
- 1 სექტემბერი - 20:00 სთ,
ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოების „წერილენი იატაკქვეშეთიდან“ მიხედვით
დამდგმელი რეჟისორი - ლევან წულაძე
მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი
ქორეოგრაფი - თინათინ წულაძე
გრაფიკული ხელოვნების ავტორი - ლევან გელიაშვილი-ერედელი
რეჟისორის ასისტენტი - თამარ ფრუიძე
ხანგრძლივობა: 100 წუთი (ერთი შესვენებით)
მონაწილეობენ:
ნიკა კუჭავა, ნინი ლორთქიფანიძე
პრემიერა შედგა 2026 წლის 7 აპრილს
სპექტაკლის შესახებ
ის არ არის გმირი.
ის არ ითხოვს თანაგრძნობას.
ის უბრალოდ არსებობს — იატაკქვეშეთში, ადამიანის სულის ყველაზე ბნელ კუთხეში.
დოსტოევსკის ამავდროულად შთამბეჭდავი და შემაშფოთებელი ტექსტი მოგზაურობაა ადამიანური ფსიქიკის სიღრმეში — სარკასტული მონოლოგი, რომელიც დროის ზღვარს სცდება და კითხვას გვიტოვებს: ვინ ვართ სინამდვილეში, როცა აღარავინ გვადევნებს თვალს?
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი.
თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი ვიზა