ჰამლეტი. ბოლო დღეები

  • რეჟისორი: დინა ჟუმაბაევა
  • თეატრი:გაბიტ მუსრეპოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ყაზახეთი
  • მასპინძელი თეატრი :თეატრი სახელოსნო 42
  • თარიღი:
    • 1 ივლისი - 20:00 სთ,

უილიამ შექსპირი

ტრაგედია

 

რეჟისორი: დინა ჟუმაბაევა

კომპოზიტორი: ნურსულთან თორეალი

სცენოგრაფი: აინურ იესბოლატოვა

ქორეოგრაფი: სალტანათ ბეიმიშევა

ფოტოგრაფი: ჰუსაინოვ მაკსატი

ხანგრძლივობა: 2 საათი 20 წუთი, ანტრაქტის გარეშე

 

სპექტაკლის შესახებ

დანია. პრინცი ჰამლეტი უახლოესი ადამიანების ღალატითაა განადგურებული. იგი იძულებულია სამართლიანობა საკუთარი სულის ფასად აღადგინოს. მას მარადიული კითხვები ტანჯავს: რა არის სიმართლე და როგორ გავარჩიოთ ტყუილი ჭეშმარიტებისგან? ჰამლეტი მხოლოდ შურისმაძიებელი არ არის — ის ღრმა ფილოსოფოსიცაა. მისი შინაგანი მონოლოგები სიცოცხლესა და სიკვდილზე, ვალსა და თავისუფალ ნებაზე ყველაზე თამამ ფიქრებს ბადებს.

ჰამლეტი ეპოქის სარკეა - ის  თითოეულ ადამიანში არსებულ გადაუჭრელ წინააღმდეგობებსა და დაფარულ მისწრაფებებს ამხელს.

სპექტაკლი გმირის შინაგან ბრძოლაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც მკვეთრად იკვეთება გაუბედაობის, ეჭვისა და რისხვის, მოქმედების სურვილისა და შეცდომის შიშის თემები. მისი მთავარი კონფლიქტი აზრსა და ქმედებას, გრძნობასა და გონებას შორის დაპირისპირებაა. ჰამლეტის სიმამაცე და სინაზე, იდუმალება და ვნება სცენაზე ადამიანის სულის დიდ ტრაგედიას განასახიერებს. ეს არის ამბავი არა მხოლოდ ღალატსა და სიკვდილზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სულის ნამდვილ ბრძოლასა და საკუთარი არსის ძიებაზე.

 

პრესა

„ჰამლეტი“ მსოფლიოში იმდენჯერ დადგმულა, რომ თითქოს ახალი ინტერპრეტაციით ვეღარაფერი გაგაკვირვებს. გარდა იმ შემთხვევისა, როცა დანიის პრინცი და ლაერტი პოლიციის ქუდებით, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდაზე, Kiss-ის „I Was Made For Loving You“-ის ფონზე ებრძვიან ერთმანეთს. მოწამლული გერტრუდა სცენაზე ეცემა, ხოლო ადრე გარდაცვლილი ოფელია და პოლონიუსი ხალიჩებში გახვეულები ნელ-ნელა სცენაზე მიცოცავენ. და ეს იმდენად შთამბეჭდავია, რომ აბსურდულადაც კი აღარ ჩანს.

 მუსრეპოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთხელ გაგვაოცა: კლასიკური დადგმა არა მხოლოდ სანახაობრივი, არამედ მართლაც ენერგიული აღმოჩნდა. და პირდაპირი მნიშვნელობითაც — რეჟისორმა დინა ჟუმაბაევამ სპექტაკლის  მთავარ ფერად წითელი აირჩია: დეკორაცია, კოსტიუმები, განათება — ყველაფერი თავიდანვე გამოწვევას უგდებს მაყურებელს.

ეს „ჰამლეტი“ მუსრეპოვის ახალგაზრდული თეატრისთვის პირველი არ არის, რასაც ფოიეში მოწყობილი გამოფენაც გვახსენებს. ზუსტად 45 წლის წინ შექსპირის კლასიკა აქ უკვე დაიდგა — ბუნებრივია, უფრო აკადემიურ ფორმატში. და თუ ARTiSHOK-ს აქვს „მუშკეტერები, ფარდები“, ახალგაზრდული თეატრის ამ პრემიერას შეიძლებოდა „ჰამლეტი. ხალიჩები“ დარქმეოდა „ჰამლეტი. ბოლო დღეების“ ნაცვლად. აღმოსავლური ბაზრის ალუზიების გარეშე, მაგრამ ხალიჩებით — მთავარი სცენოგრაფიული ელემენტით.

 

ყაზახეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის თეატრი 1946 წლის 4 ივლისს გაიხსნა  -  ალექსეი ტოლსტოის პიესი  ოქროს გასაღები, როემლიც  ყაზახურ ენაზე დაიდგა. სპექტაკლის რეჟისორი იყო ნატალია საცისაბჭოთა კავშირში ბავშვთა თეატრის ერთერთი დამფუძნებელი.

1992 წელს ყაზახეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით თეატრს გამოჩენილი ყაზახი მწერლისა და დრამატურგის გამიტ მუსრუპოვის  სახელი მიენიჭა.

1996 წელს თეატრს თეატრალური ხელოვნების განვითარებასა და ახალგაზრდა თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებითაკადემიურისტატუსი მიენიჭა.

ფოტო გალერეა

© 2026 All Rights Reserved