ბლეზი
- რეჟისორები: დიმიტრი ხვთისიაშვილი, გიორგი სულთანიშვილი
- თეატრი:ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
- მასპინძელი თეატრი :ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი
- თარიღი:
- 1 სექტემბერი - 20:00 სთ,
კლოდ მანიეს პიესის მიხედვით
რეჟისორები: დიმიტრი ხვთისიაშვილი, გიორგი სულთანიშვილი
სცენოგრაფია: ანკა კალატოზიშვილი
კოსტიუმების მხატვარი: ანკა კალატოზიშვილი
ქორეოგრაფი: გია მარღანია
კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება: ზურაბ გაგლოშვილი
რეჟისორის თანაშემწე: ნათია ბოშიშვილი
ხანგრძლივობა: 80 წუთი
ჟანრი: კომედია
მონაწილეობენ: ანა თოგოშვილი, ხატია მელქაძე, ნანა მეტრეველი, მია მიქელაძე, თამარ ქადაგიძე, ლალი ღერკენაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, ალექსანდრე კვეზერელი, ალექსანდრე შარაბიძე, ნიკა ჭკადუა, ნიკოლოზ ხრიკული
პრემიერა შედგა: 24/03/2026
სპექტაკლის შესახებ
ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კოპროდუქცია ფრანგული კომედიის კლასიკად აღიარებული პიესა „ბლეზი“ მაყურებელს ხალისით, ირონიითა და მოულოდნელი კომიკური სიტუაციებით სავსე ამბავს სთავაზობს. სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი ბლეზია, რომლის ერთი შეხედვით უწყინარი გადაწყვეტილებები ერთმანეთზე გადახლართულ მოვლენათა ჯაჭვს იწვევს და ეს გაუგებრობები ნამდვილ კომიკურ ქაოსად იქცევა. კლოდ მანიეს პიესისთვის დამახასიათებელი სწრაფი ტემპი, ცოცხალი დიალოგები და დახვეწილი ფრანგული იუმორი სცენაზე ქმნის მსუბუქ, დინამიკურ და ენერგიულ ატმოსფეროს. პერსონაჟები მუდმივად მალავენ სიმართლეს, ცდილობენ საკუთარი ინტერესების დაცვას და ამ გზაზე არაერთ აბსურდულ და სახალისო სიტუაციაში ხვდებიან.
პრესა
“ბლეზის“ პრემიერა მიმდინარე წლის 24 მარტს შედგა მოზარდ მაყურებელთა თეატრში. დადგმის რეჟისორები დიმიტრი ხვთისიაშვილი და გიორგი სულთანიშვილი არიან. მათ მოახერხეს პიესისათვის დამახასიათებელი სწრაფი ტემპი და პერსონაჟებს შორის სხარტი კომუნიკაცია შეენარჩუნებინათ, რაც გამოიხატება მსახიობების ტემპო-რიტმში და სცენების უეცარ ცვლაში. ვფიქრობ პიესა სწორადაა შერჩეული, იმის გათვალისწინებით რომ თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტების სადიპლომო სპექტაკლს წარმოადგენს და მსახიობებს საშუალებას აძლევს თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ. ჯგუფმა მოახერხა კომედიის ჟანრის კარგად მორგება და დასამახსოვრებელი პერსონაჟების შექმნა.” - სალომე გულიაშვილი
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ამიერკავკასიაში პირველი საბავშვო თეატრია, რომელიც 1927 წელს დაარსდა და მას შემდეგ, უკვე თითქმის ერთი საუკუნეა ერთგულად ემსახურება დედაქალაქის და რეგიონების მაყურებელს. დღეს თეატრის რეპერტუარი ძალიან მრავალფეროვანია, იდგმება როგორც ქართული დრამატურგია, ისე თარგმნილი კლასიკა თუ თანამედროვე პიესები, ცნობილი საბავშვო ავტორების ნაწარმოებები. სხვა საბავშვო თეატრების მსგავსად, მოზარდ მაყურებელთა თეატრიც თავის რეპერტუარს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებად ყოფს: 4-8 წელი - წარმოდგენები პატარებისთვის, 8-12 - წლის მოზარდებისათვის, 13-18 - წარმოდგენები თინეიჯერებისათვის და საღამოს სპექტაკლები 18+ ასაკის მაყურებლისთვის. 2012-იდან დიდ და მცირე სცენებთან ერთად ფუნქციონირებს ექსპერიმენტული სივრცე, სადაც რეჟისორებს თავიანთი შემოქმედებითი ექსპერიმენტების განხორციელების საშუალება ეძლევათ. თეატრი ცდილობს გააცნოს თავისი შემოქმედება მაყურებელს თბილისის ფარგლებს გარეთაც, მართავს გასტროლებს როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე საზღვარგარეთ, ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა საბავშვო და დრამატული თეატრების ფესტივალებში: თურქეთი, უნგრეთი, იაპონია, რუსეთი, სერბეთი, ალბანეთი, პოლონეთი, ბელორუსი, შოტლანდია, გერმანია, მალტა, იტალია, უკრაინა და ა.შ.
თეატრის დირექტორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
საკონტაქტო პირი: სოფიო დეკანოზიშვილი
საონტაქტო ინფორმაცია: T:+99532551087764 / sofiactpa@gmail.com youththeatretbilisi@gmail.com
ვებ-გვერდი: www.mozardi.ge